x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134533
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
"დავდგეთ მარიამ კუბლაშვილის გვერდით..." - ზაზა ხატიაშვილის მიმართვა ადვოკატებს

image

ადვოკატ მარიამ კუბლაშვილისა და “ქრონიკა +" - ის რედაქტორ ელისო კილაძის დაპირისპირებას სოციალურ ქსელში ადვოკატთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი ეხმაურება:

"პატივცემულო კოლეგებო! გაიზიარეთ და გამომეხმაურეთ! კოლეგებო! დავდგეთ ადვოკატ მარიამ კუბლაშვილის გვერდით. ძვირფასო ადვოკატებო! სამარცხვინო სახელმწიფოში ვცხოვრობთ, ადვოკატ მარიამ კუბლაშვილს თავს ესხმიან კლიენტის ინტერესების დაცვის გამო, რაც არის ფეოდალური მიდგომა. გაეროს კონვენციის თანახმად, არ შეიძლება ადვოკატის კლიენტთან იდენტიფიცირება. ეს არის სირცხვილი მთელი სამზოგადოების, ეს არის იურიდიული გაუნათლებლობა და უვიციზმი", -დაწერა ზაზა ხატიაშვილმა "ფეისბუქის" გვერდზე რამდენიმე დღის წინ.

შეგახსენებთ, ელისო კილაძემ მარიამ კუბლაშვილს "ქოცი" და სუს-ის აგენტი უწოდა. თავის მხრივ, მარიამ კუბლაშვილმა კი განაცხადა, რომ კილაძეს სიცრუის გავრცელებისთვის პასუხისმგებლობა მოუწევს.

0
144
შეფასება არ არის
ავტორი:ელენა18
ელენა18
144
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0