x
მეტი
  • 07.05.2024
  • სტატია:134655
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508852
"შარშან ძალიან ცუდი წელიწადი მქონდა და ხანდახან მგონია, რომ ჯანეტა დედაჩემის გზავნილია..."
image


პროდიუსერი და ტელეწამყვანი ნოე სულაბერიძე სოციალურ ქსელში პოსტს წერს და იმ ადამიანებს უხდის მადლობას, ვინც მისი და ჯანეტ ქერდიყოშვილის შესახებ მომზადებული სიუჟეტის ეთერში გასვლის შემდეგ ამდენი პოზიტიური კომენტარი დაწერა.


როგორც სულაბერიძე პოსტში აღნიშნავს, პირადი ამბის საჯაროდ გამოტანა ძალიან ეუხერხულებოდა, თუმცა ეს ნაბიჯი მეგობრების დაჟინებული თხოვნით მაინც გადადგა.


მისივე თქმით, შარშან მას ძალიან ცუდი წელი ჰქონდა და ამიტომ ფიქრობს, რომ ჯანეტა დედამისის გზავნილია.




"ბოლო ოთხშაბათის გადაცემაზე განსაკუთრებულად ვნერვიულობდი. მეგობრების დაჟინებული რჩევა რომ არა, სიმართლე გითხრათ, მეუხერხულებოდა პირადის ისტორიის მცირე ნაწილისაც კი საჯაროდ გამოტანა, თუმცა ეს ნაბიჯი მაინც გადაიდგა. მესამე დღეა ვკითხულობთ თქვენს კომანტარებს. ასეთი დოზით პოზიტიურმა განწობამ ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა და ამისთვის, თითოეულ თქვენგანს მინდა გითხრათ ერთი დიდი მადლობა!

ამბობენ, რომ ადამიანებს ჭირში გაიცნობო. პირადი დაკვირვებით მინდა გითხრათ, რომ ლხინში მეტად თუ არა, ნაკლებადაც არ იფილტრება ადამიანი. ასეთ დროს თქვენ მიერ მოწერილი ყოველი კეთილი სიტყვა განსაკუთრებულია. შარშან ძალიან ცუდი წელიწადი მქონდა და ხანდახან მგონია რომ ჯანეტა დედაჩემის გზავნილია. ამას რომ ვათვითცნობიერებ, კიდევ უფრო მეტად ვგრძნობ, თუ როგორ უნდა გავუფრთხილდეთ იმას, რაც ასე ძვირფასია ჩვენთვის.

მათ, ვისაც ნაპოვნი გყავთ თქვენი ცხოვრების თანამგზავრი, სიბერემდე ბედნიერებას გისურვებთ. მათ, ვისაც ჯერ არა, მალე გეპოვოთ და იგივე ემოციები გენახოთ, რაც ჩვენ გვხვდა წილად.

მადლობა კიდევ ერთხელ"- წერს სულაბერიძე.


ტელეპროდიუსერი და “პრაიმშოუს” წამყვანი ნოე სულაბერიძე და ჯანეტ ქერდიყოშვილი, რომელმაც 2011 წელს “მის საქართველოს” ტიტული მოიპოვა, დაქორწინდნენ.


ნოე სულაბერიძისთვის ეს მესამე ქორწინებაა, ჯანეტისთვის – პირველი. ნოე ორი შვილის მამაა. მისი მეორე მეუღლე ცნობილი წამყვანი, “რუსთავი 2″-ის სახე ეკა სამხარაძე იყო. მათ ერთი ქალიშვილი ჰყავთ.




0
422
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
422
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0