x
მეტი
  • 02.05.2024
  • სტატია:134568
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508706
საქართველოში მეორე მსოფლიო ომის მონაწილე 490 ვეტერანია

image
დღეს ვაკის პარკში 9 მაისთან დაკავშირებით მე-2 მსოფლიო ომის ვეტერანები შეიკრიბნენ.

ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის ცნობით, საქართველოში ამჟამად დაახლოებით ომის 490 ვეტერანია.შარშან კი -670 იყო.

მე-2 მსოფლიო ომში საქართველოდან 700 ათასი ქართველი მონაწილეობდა.საქართველომ ყველაზე დიდი დანაკარგი განიცადა ომში დაღუპული მეომრების სახით.

ომს 300 ათასი ქართველის სიცოცხლე შეეწირა. ქერჩთან -120 ათასი ქართველი დაიღუპა.700 ათასი ქართველიდან 224 ათასი ორდენითა და მედლით დააჯილდოვდა, ხოლო 164-ს გმირის წოდება მიენიჭა.

0
87
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ პირველი
მარიამ პირველი
87
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0