x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
ბაკურ სვანიძე:სულ გურამ კაშიას არ ჰგავს?-ისრაელ ფოლაუ,რომელმაც ჰომოსექსუალები ჯოჯოხეთში გააგზავნა
image

ბლოგერი და ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე ავტრალიელ რაგბისტის ისრაელ ფოლაუს გარშემო ატეხილ სკანდალს ეხმაურება და წერს:


"ჩემთვის მთავარი ღ მ ე რ თ ი, ჩემი რ წ მ ე ნ ა და ჩემი ო ჯ ა ხ ი ა! ჩემი კ ა რ ი ე რ ა მხოლოდ ამის შემდეგ მოდის. მე ბედნიერი ვარ, რომ ვაკეთებ იმას, რაც ღმერთს სურს. არასოდეს არ ვაპირებ ბ ო დ ი შ ი მოვიხადო ჩემი რწმენის
გამო. ღმერთმა უკეთ უწყის ჩემი გზა, ვიდრე მე!“


ავსტრალიელი მორაგბის ისრაელ ფოლაუს განცხადებიდან ფრაზა. ის დაიბარეს ავსტრალიის რაგბის ფედერაციაში და მოსთხოვეს ბოდიშის მოხდა იმის გამო, რომ ტვიტერზე დაწერა - "ჩემი რელიგიის მიხედვით, ჰ ო მ ს ე ქ ს უ ა ლ ე ბ ი ჯოჯხეთში ხვდებიან და მათ მოვუწოდებ ღმერთს შ ე ნ დ ო ბ ა სთხოვონო"!


შეგახსენებთ, რომ ფოლაუს "რაგბის მ ე ს ი ს" უწოდებენ!

ფედერაციიდან გამოსული ფოლაუ პირდაპირ ეკლესიაში წ ი რ ვ ა ზ ე მივიდა და იქიდან გამოსულმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არათუ ავსტრალიის ნ ა კ რ ე ბ ი დ ა ნ, არამედ, კ ლ უ ბ ი დ ა ნ ა ც და დედამიწიდანაც რომ გ ა ა გ დ ო ნ, ის მაინც ღმერთის გზაზე ივლის!


ის მზადაა იყოს მ შ ი ე რ ი და წამებული ამ გზაზე!ის არასოდეს მოუხდის ბოდიშს ც ო დ ვ ი ლ ე ბ ს!ისე, სულ გ უ რ ა მ კ ა შ ი ა ს არ ჰგავს?"-წერს სვანიძე.

image

შეგახსენებთ, ისრაელ ფოლაუმ აპრილის შუა რიცხვებში სოციალურ ქსელში დაწერა პოსტი, სადაც წერს, რომ ლოთებს, ჰომოსექსუალებს, მოღალატეებს, მატყუარებს, მეძავებს, ქურდებს, ათეისტებსა და კერპთაყვანისმცემლებს ჯოჯოხეთი ელოდებათ და მათი გადარჩენა მხოლოდ ღმერთს შეუძლია., თუმცა აქცენტი რატომღაც მხოლოდ ჰომოსექსუალებზე გაკეთდა და მას ჰომოფობიაში დასდეს ბრალი, ამის გამო 30 წლის რაგბისტი ნაკრებიდან გარიცხეს, იგი 2019 წლის მსოფლიო თასზე აღარ ითამაშებს.

image

ამჟამად ფოლაუს მეგობრები და ნათესავები მის დასაცავად გამოვიდნენ, ისინი ცდილობენ შეუნარჩუნონ ავსტრალიელ ვარსკვლავს კარიერა.

7 მაისს სამშაბათს, ავტრალიის რაგბის შტაბ-ბინაში გაიმართება რიგირ მესამე სხდომა, სადაც გადაწყდება შეინარჩუნებს თუ არა საკუთარ სპორტულ კარიერას ავსტრალიელი რაგბისტი.

რაგბისტის მეგობარმა ეველინ ჰემამ პრესას განუცხადა, რომ ფოლაუს სულ არ აინტერესებს, რა განაჩენს გამოუტანს ფედერაცია, ფოლაუს მხოლოდ აინტერესებს ის, რომ ღმერთის წინაშე იყოს მართალი.

"მას არ აინტერესებს, თუ როგორ იდევნება ამ სამყაროში, სადაც დროებითაა მოსული"ციტირებს გამოცემა sportingnews-ი.


"ის კეთილი და მოსიყვარულე ადამიანია"-დასძინა ფოლაუს კუზენმა ჯოშიამ.





0
69
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
69
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0