x
image
worldsport.ge
საქართველოს ნაკრებმა პორტუგალია დაამარცხა

imageსაქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა 2014 წლის ერთა თასისა და
2015 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის მორიგ მატჩში, ლისაბონში
მასპინძელი პორტუგალია აქამდე არნახული სხვაობით დაამარცხა და შვიდი ტურის
შემდეგ სატურნირო ცხრილს ისევ სათავეში უდგას.
ტაიმის 17:3 მოგების შემდეგ, მეორე ნახევარში “ბორჯღალოსნებმა” ორი
ჯარიმა გაუშვეს, თავად ჯერ ჯარიმა, მერე კი, ორი ლელო გაიტანეს და საბოლოო
შედეგი დააფიქსირეს - 34:9. ამ შეხვედრაში ცუდი მხოლოდ ის იყო, რომ მილტონ
ჰეიგის შეგირდებმა მეოთხე ლელოს გატანა და პრემიალური ქულის აღება ვერ
მოახერხეს. ახლა მათ რუმინელთა მსგავსად 28 ქულა აქვთ და მეტოქეს
დამატებითი მაჩვენებლებით უსწრებენ. რუმინეთმა რუსეთს სტუმრად ოთხი ლელო
გაუტანა, 34:3 იმარჯვა და პრემიალური ქულაც მიითვალა.
საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 22 თებერვალს, “ბორის პაიჭაძეზე”
რუსეთის წინააღმდეგ გამართავს და გამარჯვების შემთხვევაში დიდი ბრიტანეთის
საგზურს ვადაზე ორი ტურით ადრე ოფიციალურად დაიბევებს.



ზურა ქსოვრელი

www.worldsport.ge

0
46
2-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
46
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0