სხვა ელექტრომობილები პლანეტას უფრო ვნებენ, ვიდრე დიზელის ძრავიანი მანქანები! კვლევა (ელექტრო)შოკი! 2019, 6 მაისი, 12:59
ასეთია მიუნხენში იფო-ს ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული პროფესორ კრისტოფ ბუხალის კვლევების შედეგი, რომლის თანახმად ელექტრომობილები წარმოქმნიან გაცილებით მეტ მავნე გამონაბოლქვს, თუ გავითვალისწინებთ ანგარიშებში მისი აკუმულატორების წარმოებისას გამოყოფილ CO2-ს. ჯამში მაჩვენებლები 11-28 %-ით უფრო ცუდია, ვიდრე დიზელის ძრავიანებში. და ყველაფერი იმიტომ, რომ ლითიუმის, კობალტის და მანგანუმის მიღების და დამუშავების პროცესები - ელექტრომობილის ბატარეის ძირითადი ელემენტების - მოითხოვს ენერგიის უდიდეს რაოდენობას. კვლევის ავტორები ადარებდნენ Mercedes C220d და Tesla Model 3- ს. მათი მტკიცებით, Tesla Model 3-ის ბატარეა ატმოსფეროში გამოყოფს 15 ტონამდე СО2- ს. ბატარეის მომსახურების ვადაში ( 10 წელი) და წელიწადში 15 000 კმ გარბენისას, ეს არის დაახლოებით 73- 98 გ/კმ. დაუმატეთ ამას გერმანიის ენერგეტიკული სისტემა, რომელიც 2018 წელს შედგებოდა 50 % წიაღისეული საწვავისგან, და გამოდის, რომ Tesla გამოყოფს 156-181 გ/კმ-ს _ ეს კი მნიშვნელოვნად მეტია, ვიდრე დიზელიანი მერსედესისა. კვლევის ავტორები აკრიტიკებენ ЕС-ის კანონმდებლებს იმისთვის, რომ ისინი ელექტრომობილებს თვლიან როგორც CO2-ის „ნულოვანი დონით“ გამომყოფ ტრანსპორტად.
თუმცა, შიგაწვის თანამედროვე ძრავებიც არაა კარგი ვარიანტი: 2030 წლიდან CO2-ის გამოყოფის ზღვარი 59 გ/კმ-ზე ექვივალენტურია 2, 2ლ დიზელის საწვავის ან 2, 6 აირისა 100 კმ-ზე - ეს კი „ტექნიკურად განუხორციელებელია“.
ამიტომ, მეცნიერები რეკომენდაციას უწევენ მეთანზე მომუშავე ძრავებს იმ მანქანების გარდამავალ ტექნოლოგიის ხარისხში, რომლებიც იმუშავებენ წყალბადზე ან „მწვანე მეთანზე“ (მოიპოვება CO2-ის გამონაბოლქვის წარმოქმნის გარეშე). ასეთ შემთხვევაში ჯამური გამონაბოლქვი სამჯერ დაბალია, ვიდრე დიზელის საწვავის შემთხვევაში.
იხილეთ ასევე:
1476 7-ს მოსწონს |
არაა ასე ფართოდ რეკლამირებული ჰიბრიდული ძრავის მქონე მანქანები ასე ეკონომიური და გეტყვით რატომაც.
ჰიბრიდული ძრავის მქონე მანქანებში გამოყენებულია აკუმულატორების საკმაოდ დიდი რაოდენობა, რომელთა სრულ დამუხტვას საკმაოდ დიდი დრო ჭირდება, აკუმულატორების დამუხტვა მოითხოვს მაღალ ამპერაჟს, რაც თქვენს მრიცხველებზე თვის ბოლოს საკმაოდ სოლიდური თანხით განისაზღვრება.