x
ზიგმუნდ ფროიდის მიხედვით, ფსიქიკის სამი ინსტანცია არსებობს

ზიგმუნდ ფროიდის მიხედვით, ფსიქიკის სამი ინსტანცია არსებობს: "იდი", "ეგო" და "სუპერ ეგო", ანუ ცნობიერი, ქვე-ცნობიერი და არაცნობიერი.image


"იდი"(ქვეცნობიერი)- ერთადერთი შრეა, რომელიც ადამიანში დაბადებიდან არსებობს და ძალიან მნიშვნელოვანია.სწორედ ის უზრუნველყოფს ჩვილის სურვილებს. მაგალითად, თუ ბავშვი მშიერია და არაკომფორტულად გრძნობს თავს, ტირის, სანამ მისი მოთხოვნილებები არ დაქმაყოფილდება."იდი" მოქმედებს "მე მინდა!"-ს პრინციპით, რომელიც ილტვის ყველა სურვილის დაკმაყოფილებისაკენ და მთლიანად სიამოვნების მიღებაზეა ორიენტირებული.

"სუპერ ეგო"(ცნობიერ)- ადამიანის განვითარების მაქსიმალური ევოლუციის შედეგია. მასში თავს იყრის მთელი ჩვენი შეძენილი და შეთვისებული სტანდარტები და იდეალები. თუკი, "იდი" ყველა ცოცხალ არსებას ახასიათებს, "სუპერ ეგო" აქვს მხოლოდ ადამიანს, ის სოციო-კულტურული ქმედების პროცესში ყალიბდება. თუკი ბავშვი ველურ გარემოში იზრდება, მაგალითად, როგორც "მაუგლი", მას "სუპერ ეგო" ვერ ჩამოუყალიბდება.


ცნობიერი "უნდა გავაკეთო", "საჭიროა"-ს პრინციპით მოქმედებს. მე ვალდებული ვარ, იმიტომ რომ მე ადამიანი ვარ, და უნდა გავითვალისწინო ის ღირებულებები, ფასეულობები, რომლებიც მხოლოდ ადამიანს ახასიათებს: სამართლიანობა, სიკეთე, ალტრუიზმი, ინტელექტი, მორალი - ეს "სუპერ ეგოა".


დაპირისპირებულ "სუპერ ეგოს" და "იდის" შორის შუამავალი არის "ეგო". ერთი მხრივ მან უნდა გაითვალისწინოს "იდის" მოთხოვნები და მეორე მხრივ, ეს მოთხოვნები "სუპერ ეგოს" მორალთან უნდა შეათავსოს.


სამი "კაცუნა", რომელიც ცხოვრობს ჩვენში... image

0
187
1-ს მოსწონს
ავტორი:Gიოგიო1011
Gიოგიო1011
187
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0