x
მეტი
  • 11.05.2024
  • სტატია:134707
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508924
"უკიდურესად შეშფოთებული ვარ, თქვენ უბრალოდ ვერ აცნობიერებთ ვის ეხებით "
image




ადვოკატი ირმა ჭკადუა სოციალურ ქსელში სტატუსს წერს და იმ ადამიანებს მიმართავს, ვინ საქართველოს პატრიარქის მისამართით შეურაცხმყოფელი სიტყვების კორიანტელს არ იშურებს.


როგორც ჭკადუა წერს, არცერთი გრანტი არ ღირს ამად და მსგავსი შეტევა ილია მეორეზე არის ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორებისთვის ძალიან მიუღებელი.


"უკიდურესად შეშფოთებული ვარ იმ შეურაცხყოფების ნიაღვარის გამო, რომელიც მიმართულია საქართველოს პატრიარქის ილია მეორესადმი.


უწმინდესი, რომელიც მდუმარედ იტანს ამდენ შეურაცხყოფას და ლოცულობს თქვენთვის და თქვენი ოჯახებისთვის, ეს გაუაზრებელი სიტყვების რახა - რუხი გარკვეული ინტერესების სასარგებლოდ არის უკიდურესად ამორალური საქციელი.

ჩვენი ეკლესიის და მისი უწმინდესობის როლი დამოუკიდებელი საქართველოს ჩამოყალიბებაში არის უდიდესი და თქვენ სწორედ ამ როლის გაუფერულებას ცდილობთ.

პატივს ვცემ ყველა ადამიანის რწმენას და შეხედულებას და მე, როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანი არასოდეს ვაკნინებ არცერთ რელიგიას და არ შევდივარ არავის რწმენაში.

სწორედ აქედან გამომდინარე არ მივცემ არავის უფლებას შეეხოს ჩემს სარწმუნოებას და ჩემი შეგნებით ყველაზე სუფთა გულის ადამიანს, დღევანდელ რეალობაში ცოცხალ წმინდანს ილია მეორეს.

თუ არაფრის რწმენა არ გაგაჩნიათ, მის სიბრძნეს და ნამოღვაწარს მაინც ეცით პატივი.

ჩვენმა უწმინდესმა კომუნისტური სახელმწიფო ქრისტიანულ ფერხულში ჩააბა და მსოფლიო რელიგიურ საზოგადოებაში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული სასულიერო პირია.

თქვენ არ იცით ილია მეორეს დიპლომატიამ რა როლი ითამაშა საქართველოს უახლეს ისტორიაში.
თქვენ უბრალოდ ვერ აცნობიერებთ ვის ეხებით.

კარგად გაიაზრეთ სანამ კლავიატურას მიუსხდებით. დამიჯერეთ არცერთი გრანტი არ ღირს ამად და დამერწმუნეთ, ამას გეუბნებით სრული სერიოზულობით,
გარდა თქვდნი მწირი დამფინანსებლებისა, მსგავსი შეტევა ილია მეორეზე არის ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორებისთვის ძალიან მიუღებელი.


ყოველი მათი ვიზიტი საქართველოში მათივე დიდი თხოვნით და მათი შეფასებით სრულდება ცოცხალ წმინდანთან (ისინი უწმინდესს ესე მოიხსენიებენ) და თქვენ ამ ყველაფრის დანახვა უბრალოდ არ გინდათ"- წერს ჭკადუა.

0
3971
2-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
3971
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0