x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134532
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
13 საინტერესო ფაქტი ცნობილი ადამიანების ცხოვრებიდან
image

ამა თუ იმ სფეროში მოღვაწე სახელოვანი ადამიანები სხვა დანარჩენი მოკვდავებისგან, არა მარტო მნიშვნელოვანი მიღწევებით, არამედ თავიანთი უცნაური ბუნებითაც გამოირჩევიან. საზოგადო მოღვაწეებისა თუ მსოფლიო დონის ხელოვანთა ცხოვრება იმდენ საინტერესო და უჩვეულო ინფორმაციას იტევს, რომ შეუძლებელია მათი სრულად გაცნობის სურვილი არ გაგიჩნდეს. მოდით, თვალი გადავავლოთ ცნობილი ადამიანების ცხოვრების უცნობ დეტალებს, რომელიც ისტორიამ საგულდაგულოდ შემოგვინახა.


image


ერაყის პრეზიდენტს (1979 - 2003 წლებში) - სადამ ჰუსეინს თავისი სისხლით დაწერილი ყურანი ჰქონდა, ისლამის ეს წმინდა წიგნი, რამდენიმე წლის განმავლობაში იწერებოდა.


image


ჩიკაგოს მაფიის მეფეს, ალ კაპონეს, რაოდენ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, ძმა პოლიციელი ჰყავდა.


image

"Rolling Stones” ის მუსიკოსი, ბილ უაიმანი, 47 წლის ასაკში 13 წლის მენდი სმიტს ხვდებოდა, ზუსტად 6 წლის შემდეგ, 1989 წელს შეყვარებულები დაქორწინდნენ, ხოლო 2 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ კი წყვილი ოფიციალურად დაშორდა, როგორც ცნობილია, ამ მოვლენიდან სულ რამდენიმე თვეში მუსიკოსის 30 წლის ვაჟი (პირველი ქორწინებიდან) სტივენი მენდი სმიტის დედაზე - პეტსიზე დაქორწინდა, რომელიც იმ პერიოდში 46 წლის იყო.



image

მსოფლიოში ყველაზე ხანგრძლივი სამეფო დინასტია - იაპონურია. იმპერატორი აკიჰიტო მემკვიდრეობის ტრადიციული ათვლით ამ დინასტიის 125 -ე შთამომავალია.


image


სიმონ ბოლივარი მსოფლიოში ერთადერთი პოლიტიკოსი იყო, რომლის სახელიც ორი ქვეყნის - ბოლივია და ვენესუელის ბოლივარული რესპუბლიკის სახელთან არის უკვდავყოფილი.


image

1938 წელს ჟურნალი “Time” - ის ვერსიით წლის ადამიანად ადოლფ ჰიტლერი დასახელდა.

image

პირველი მსოფლიო ომის დროს, 16 წლის უოლტ დისნეი, სამხედრო სამსახურს კანადაში გაექცა, რის შემდეგაც ის "წითელი ჯვრის" საზოგადოებაში იქნა ჩარიცხული.


image

ალბერტ აინშტაინს ისრაელის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას სთავაზობდნენ.


image


1911 წელს ცნობილი ესპანელი მხატვარი და სკუპლტორი - პაბლო პიკასო, ლეონარდო და ვინჩის ცნობილი პორტრეტის - “მონა ლიზას“ მოპარვაში იქნა ეჭვმიტანილი.


image


კოსმოსში საბჭოთა კავშირის უპირატესობის ხაზგასასმელად, ნიკიტა ხრუშჩოვმა ამერიკის 35 - ე პრეზიდენტს ჯონ კენედის კოსმოსში ნამყოფი ძაღლის - „სტრელკას“ ლეკვი აჩუქა.

image


ჩარლი ჩაპლინის გარდაცვალების შემდეგ, მისი საფლავი გაძარცვეს, ხოლო ცხედარი მოიპარეს, როცა გამტაცებლები დაიჭირეს, ჩაპლინის გვამი კუთვნილ ადგილზე დააბრუნეს და საფლავის თავზე ბეტონის კედელი აღმართეს, მომავალში მსგავსი ინციდენტის თავიდან აცილების მიზნით.


image


შოტლანდიის მეფე, ჯეიმს IV საკმაოდ უჩვეულო ჰობით - სტომატოლოგიით იყო გატაცებული, ის თავისი ქვეშევრდომების კბილების მკურნალობას საკუთარ თავზე იღებდა და ამაში მათ იქით ფულსაც კი უხდიდა.


image


კლეოპატრა თავის უმცროს ძმაზე - პტოლემე XII ზე იყო დაქორწინებული.


image




0
271
2-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
271