x
მეტი
  • 01.05.2024
  • სტატია:134567
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508702
მიხეილ ცაგარელი: "ახლა დაბადებულ ბავშვებს მამებისგან გარკვეული დამთრგუნველი ზეგავლენა ექნებათ"

image

ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის განცხადებით, ვარსკვლავები მამისა და შვილის ფენომენს ხსნიან. მისივე თქმით, ახლა დაბადებულ ბავშვებს მამების მხრიდან გარკვეული დამთრგუნველი გავლენა ექნებათ, ხოლო ვინც გაისად დაიბადება, მათი მამა წარმატების საწინდარი იქნება.


ამის შესახებ ცაგარელმა გადაცემა "პრაიმშოუს" ეთერში ისაუბრა.


"პირად ჰოროსკოპში მამის ერთ-ერთი სიმბოლო არის სატურნი პლანეტა, თხის რქების მმართველი პლანეტა ეს არის მამა, და მეათე სახლი, თხის რქას ისევ მეათე ასტროლოგიური სახლი აქვს. რომელი პლანეტა ხვდება იქ, ამისდამიხედვით შეგვიძლია დასკვნები გამოვიტანოთ. თხის რქაში იმყოფება სატურნი, მძიმე პლანეტა და გვერდზე პლუტონი. ანუ, ახლა დაბადებულ ბავშვებს მამების მხრიდან აუცილებლად გარკვეული დამთრგუნველი ზეგავლენა ექნებათ. მაგრამ გაისად ვინც დაიბადება, აქ უკვე შემოვა იუპიტერი- გამარჯვების პლანეტა, მათი მამა კი წარმატების ერთ-ერთი საწინდარი იქნება"-განაცხადა ცაგარელმა.

0
44
შეფასება არ არის
ავტორი:ელენა18
ელენა18
44
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0