x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134573
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
რას უნდა ველოდოთ ჩემპიონისგნა ამ ზაფხულს?!
image

რამდენიმე თვეში საქართველოს მოქმედი ჩემპიონი თბილისის "საბურთალო" ევროტურნირებზე საქართველოს ღირსებას დაიცავს და ეცდება ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი დასძლიოს. გია ჭიაბრიშვილის გუნდი საკმაოდ ლამაზ ფეხბურთს თამაშობს და მართლაც საინტერესო იქნება ამ გუნდის ხილვა ევროსარბიელზე.

ახლა კი მოკლედ მიმოვიხილოთ "საბურთალოს" დღევანდელი შემადგენლობა, თუმცა გარდუვალია, რომ გუნდი ევროტურნირებამდე გაძლიერდება, რაზეც გუნდის მწვრთნელმა და პრეზიდენტმა არაერთხელ ისაუბრეს:

მეკარეები:


ამ პოზიციაზე "საბურთალოს" კარს გამოცდილი, 34 წლის ომარ მიგინეიშვილი იცავს, რომელიც გუნდისთვის მართლაც დიდი ძალაა. ის კარიერაში ერთ-ერთ უკანასკნელ სეზონს ატარებს და ყველანაირად ეცდება კარიერა მაღალ ნოტზე დაასრულოს. მისი სახით თბილისელებს საიმედო კარის დარაჯი ჰყავთ.

მისი დუბლიორი უკრაინელი დენის შელიხოვია, რომელსაც თავდაპირველად ძირითად მეკარედ მიიჩნევდნენ, თუმცა ის ჯერ-ჯერობით საქმეში არ გვიხილავს. ამის მიუხედავად თბილისელებს ამ პოზიციაზე ყველაზე ნაკლებად სჭირდებათ გაძლიერება.


მცველები:

დაცვის ცენტრში "საბურთალოს" კარგი დუეტი ჰყავს კაპიტან გაგი მარგველაშვილისა და ლევან კაკუბავას სახით. ორივე ფეხბურთელი ფიზიკური მონაცემებით გამოირჩევა და საკმაოდ კარგად უგებენ ერთმანეთს, ზაფხულამდე კი, კიდე უფრო შეთამაშდებიან. ამ წყვილის დუბლიორი დაჩი ცნობილაძეა, რომელიც შიგადაშიგ ძირითადში თამაშობს ხოლმე და არაა გამორიცული კაკუბავას ნაცვლად ის იყოს ძირითადი მცველი, ამ შემთხვევაში მარგველაშვილი უალტერნატივოა. გუნდის განაცხადშია ასევე ძალიან საიმედო მცველი თედორე გრიგალაშვილიც, რომელიც კვლავ ტრავმირებულაი და იმედი ვიქონიოთ, რომ "საბურთალოს" ზაფხულში თედოს იმედი ექნება.

მარჯვენა მცველის პოზიციაზე ერთმანეთის კონკურენტები არიან გოგა ჩაბრაძე და ნიკა მალი. ორივე ფეხბურთელი ძალიან ნიჭიერები არიან და ოპტიმალურ ფორმას ნელ-ნელა უახლოვდებიან რაც სწორედ ამ კონკურენციის დამსახურებაა. ამ პოზიცია ჭიაბრიშვილის არჩევანის გაკეთება ძალიან გაუჭირდება. დაცვის მარცხენა ფლანგზეც ამ მხრივ დიდი კონკურენციაა. ლუკა ლაკვეხელიანი ამ მომენტში ძირითადის ფეხბურთელად ითვლება, თუმცა ნელ-ნელა სასურველ ფორმას იბრუნებს "საბურთალოში" დაბრუნებული გიორგი თევზაძეც. კიდევ ერთი მარცხენა მცველი, რომელიც ჭიაბრიშვილის განაცხადში ჰყავს არის 22 წლის ცოტნე ნადარაია.


ნახევამრცველები:

ჭიაბრიშვილი გუნდს ერთი გამოკვეთილი საყრდენით ათამაშებს. ამ პოზიციაზე კი გუნდს ძალიან ნიჭიერი სანდრო ალთუნაშვილი და აფრიკელი ელვინ ტერა ჰყავთ. რთულია ნამდვილად ამ ორ ფეხბურთელს შორის არჩევანის გაკეთება. ალბათ ძირითადში ის იქნება, ვინც კონკრეტულ მომენტში უკეთეს ფორმაში იქნება.

შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე გეგა დიასამიძე უალტერნატივოა. გეგა ძალიან კარგ ფორმაში იმყოფება და ის გუნდის ნამდვილი ლიდერია. საინტერესო კი ისაა, თუ ვინ შეუწყვილდება დიასამიძეს. გამოცდილი თორნიკე გორგიაშვილი რომელსაც ზურგს დიდი გამოცდილება უმაგრებს თუ ახალგაზრდა ბექა გვარაძე? ამ პოზიციაზე შეუძლია ასევე ითამაშოს ინტერს გისაც, მაგრამ "საბურთალოს" ლეგიონერი ჯერ სასურველი ფორმისგან ძალიან შორსაა. ისე, არ გამოვრიცხოთ ამ პოზიციაზე გუნდმა რომელიმე ფეხბურთელი დაიმატოს.


თავდამსხმელები:

ლადო დვალიშვილის სახით გუნდს ძალიან გამოცდილი ცენტრფორვარდი ჰყავს, რომელიც სავარაუდოდ ძირითადში იქნება. მეორე ფორვარდად კი, ჭიაბრიშვილს მონტენეგროელი ოგნიენ როლოვიჩი ჰყავს, რომელიმაც უკვე მოახდიან ერთგვარი ეფექტი ქართველ გულშემატკივრებზე და ბომბარდირთა დავაში ჩართულია. ეს იმის მიუხედავად, რომ ის იშვიათად ჩნდება გუნდის ძირითად შემადგენლობაში.

"საბურთალოს" ფლანგებზეც ძალიან კარგი ფეხბურთელები ჰყავს. აუცილებელია (!) რომ ჯანმრთელად იყოს ფრანგი ვაგნერ გონსალვეში, რომელი გუნდისთვის უდიდეს ძალას წარმოადგენს. ამას ემატება ახალგაზრდა, ძალიან სწრაფი და შრომისმოყვარე გიორგი კოხრეიძეც. დიდი ალბათობით, ევროტურნირებზე გონსალვეჩი-კოხრეიძე-დვალიშვილის ტრიოს ვიხილავთ. მწვრთნელის განკარგულებაშია ასევე ლაშა შინდაგორიძეც, რომელიც ყოველთვის აქტიურია და გუნდისთვის ყოველთვის სარგებელი მოაქვს. თუმცა, სავარაუდოდ ამ პოზიციაზეც მოხდება გუნდის გაძლიერება

0
10
შეფასება არ არის
ავტორი:გურამ მელქაძე
გურამ მელქაძე
10
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0