x
მეტი
  • 01.05.2024
  • სტატია:134567
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508702
"გამარჯობა, მე ვარ გვანცა აბრამიშვილი - გთხოვთ ყველას დამეხმაროთ, მე მჯერა თქვენი"
image


32 წლის გვანცა აბრამიშვილი საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად საზოგადოებას დახმარებს სთხოვს.


გვანცას მიმართვას ფეისბუქგევერდზე "For Gvanca - გვანცასთვის" ვრცელდება.


"გამარჯობა, მე ვარ გვანცა აბრამიშვილი 32 წლის. 2 წლის ასაკში დამიდგინდა ურთულესი დიაგნოზო სპინალური ამიოტროფია და მას შემდეგ ჩემი ყოველი დღე გადარჩენისთვის ბრძოლაა. დიდ ხანს არ მიოცნებია იმაზე რომ გამევლო, ისეთი მივიღე და შევიყვარე ჩემი სიცოცხლე როგორიც ვარ შევქმენი ვფიქრობ ჩემგან ძლიერი და დამოუკიდებელი ადამინი და ამით ვამაყობ. ვცდილობდი ჩემი დიაგნოზის მიუხედავად სხვა ადამიანებივით მეცხოვრა, თუმცა დღეს სიცოცხლის შესანარჩუნებლად თქვენი დახმარება მჭირდება.



მესაჭიროება სასწრაფო და ძალიან რთული 12 საათიანი ოპერაცია სტამბოლში რომელიც ჯდება 25 000 $. გადარჩენის შემთხვევაში გასწორდება სხეული და გასწორდება შესაბამისად ორგანოები დაიწყებენ ნორმალურად ფუნქციორებას. სხეულის დეფორმაციის გამო ჩემი მეორე ფილტვი ჩაყოლილია ნეკნებში და არ მუშაობს, რის გამოც მიჭირს სუნთქვა ყოველი უბრალო გაციების დროსაც კი. ამის გამო არაერთხელ ვხვდები სავადმყოფოში და ორჯერ მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ ექიმები ჩემი გადარჩენის იმედს არც იძლეოდნენ. ჩემი ცხოვრება აი ისეა ზუსტად როგორც სიმღერაშია ''როგორმე ზამთარს თუ გადავურჩიო''


2 კვირის წინ, როცა კიდევ სუნთქვის უკმარისობით არც ვიცი მერამდენედ გადამიყვანეს სავადმყოფოში, ექიმებმა მითხრეს რომ მჭირდება გადაუდებელი ოპერაცია, რომელსაც თუ აგვისტომდე არ გავიკეთებ, შეიძლება მომავალი შემოდგომა-ზამთრის ვირუსებს ან უბრალოდ სურდოსაც კი ჩემმა ფილტვმა ვეღარ გაუძლოს. მეგონა რომ ოპერაციის ნაწილის დაფინანსებას მივიღებდი სწრაფად მაგრამ დრო იმდენად მცირეა, არც ვიცი დაფინანსებას რამდენი ხანი უნდა ველოდო ან დამაფინანსებენ თუ არა საერთოდ და რა თანხით. 2 თვეში კი ამ რაოდენობის თანხის მოგროვება ჩემთვის შეუძლებელია.


ამიტომ გთხოვთ ყველას, ვისაც რითიც შეგიძლიათ დამეხმაროთ, თითო ლარიც კი ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი სიცოცხლისვის. დრო ძალიან მცირე თუმცა მე მჯერა თქვენი


დიდი მადლობა ყველას წინასწარ


თიბისი ბანკი: GE45TB7294145061100015


მიმღები: ანა ქათამაძე

0
142
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
142
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0