x
image
ღიმილიანი
„მამაჩემს ტელევიზორი არ აქვს„ - გიორგი კეკელიძე
image

როგორც წესი, დედაზე ქართულ ლიტერატურაში უფრო მეტი იწერება, ვიდრე მამაზე. რატომღაც მამის მნიშვნელობა და ფუნქიცია მივიწყებულია და მეტი ყურადღება დედის ფენომენს ეთმობა. თანამედროვე საზოგადოებაში ყოველდღიურად უფრო და უფრო აქტუალური ხდება მამის როლი, სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია გვერდი - კაცები ზრუნავენ, რომელიც გაეროს მოსახლეობის ფონდის პარტნიორობით, პროგრამის "გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის საქართველოში" ფარგლებშია შექმნილი.

თუ გადაავლებთ გვერდს თვალს, ძალიან ბევრ მაგალითს იპოვით იმისას, თუ როგორ ზრუნავენ მამები!

ბოლო დროს, თანამედროვე ავტორების მხრიდანაც ამ თემას მეტი ყურადღება ეთმობა.


გიორგი კეკელიძე ერთ-ერთი მათგანია.

გთავაზობთ ნაწყვეტს მისი მესამე წიგნიდან “გურული დღიურები“


მამაჩემს ტელევიზორი არ აქვს

-დღეს ტვ-ში ვიქნები, აქა და აქ, ამ საათზე

- მივწერე ტელეფონზე.

- აქანე რაფერ ვუყურო? - უჩვეულოდ სწრაფად მომწერა.

აქამდე პასუხს არ მიბრუნებდა ხოლმე და თუ კი, ძალიან ნელა კრეფდა ასოებს. ეგრე მოიტანა სასტიკმა ცხოვრებამ, რომ სულ ამ ტელევიზორში ვარ. მამაჩემმა კიდევ, იმ დროიდან, კანტი-კუნტად რომ ვჩნდებოდი, დამავალა, გამეგებინებინა და შემოგვრჩა ეს ჩვევა. ისედაც, ბავშვობიდან მოყოლობული, სადაც რამე დაიბეჭდებოდა ჩემზე, ყველაფერს ინახავდა და მერე წუხდა, ახლებს რომ ვერ ვუგროვებდი.
დავურეკე.
-სად ხარ? უკვე ახვედი სოფელში?
ზაფხული დგება. თხილის აღების დრო.
-რაის სოფელში კაცო, იქინე ვარ მე.
-სა იქინე?
-ზეით
ვახ - დავიბენი. სად ზევით?
- ხო მოვკტი, მე კაცო
- მითხრა სიცილით.
მაშინ მივხვდი, სიზმარში ვიყავი. არ ვიცი, რატომ ეს, მაგრამ ვკითხე:
-ძაან გეტკინა?-აფერი არ გამიგია ბოლოს. თავიდან კი მტკიოდა და მორიგე ექიმი მევიდა. მარა, იცი, რაფერაა?. არავინ არ მოგატყუოს, სიკტილის წინ არავის არ ჯერა, რომე კტება. არც არავის. ან რაფერ უნდა დეიჯერო, რომ კტები ცოცხალმა ადამიანმა? ხოდა, მეგონა, რომე ვიძინებდი და არც მითქვია, იგი, მოფიქრებული რომ მქონდა სიკტილის წინ ვიტყვი, ბაღანე მანახეთ მეთქი. უდროოდ გამეღვიძა. მინდოდა კიდევ მეკითხა რაღაც. ერთი კი არა, ბევრი რამ მეკითხა. დამფრთხალ ძილს რას გაუგებ, მაგრამ მთავარია, რომ არ ეტკინა. ეს არის მთავარი. სიზმარი იყო? მერე რა. სიზმარიც სიმართლეა. ყველაფერი სიმართლეა, რასაც ვხედავთ და ან გვინდა, რომ ვხედავდეთ. მამაჩემს არ ეტკინა. მამაჩემი ცოცხალია. ზევითაა. უბრალოდ, მამაჩემს ტელევიზორი არ აქვს.




რას ფიქრობთ თქვენ ამ საკითხთან დაკავშირებით?


გაგვიზიარეთ მოსაზრება!

0
377
3-ს მოსწონს
ავტორი:ღიმილიანი
ღიმილიანი
377
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0