x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134534
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
გზა სახლიდან სკოლამდე
წალკის რაიონის სოფელ დაშბაშში წვიმისგან ატალახებულ გზაზე მოსიარულე ავტომობილებსა და ქვეითად მოძრავ ადამიანებს შენიშნავ. ყოველ დილით ბავშვები ამ გზას გადიან სკოლამდე და სკოლიდან სახლამდე. მშობლები ყოველ დილით აცილებენ შვილებს, რადგანაც ეშინიათ ბავშვების ტალახში დავარდნის.

მოსახლეობას უჭირს მსუბუქი ავტომობილით გადაადგილება, რადგანაც დიდია ტალახში ჩარჩენის საფრთხე. imageimageimageimage




სოფლის მოსახლეობის დაჟინებული თხოვნის მიუხედავად სოფლის გამგებელი და დეპუტატი არანაირ ყურადღებას არ იჩენს ამ საკითხის მიმართ. რაიონული თვითმართველობა კი არ ინტერესდება სოფლებში არსებული პრობლემებით.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ წინა არჩევნების პერიოდში გზები ორ ღამეში შეაკეთეს.გზების რეკონსტრუქცია მიმდინარეობდა ღამე, რათა მოსახლეობას არ ენახა სამუშაოების მიმდინარეობის პროცესი.


ეს არის საქართველოს 21-ე საუკუნე.

0
61
შეფასება არ არის
ავტორი:სოფიკო ქარცივაძე
სოფიკო ქარცივაძე
61
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0