x
image
melody_inside
Mediator image
Mediator image
Mediator image
მდიდარი ბავშვები ღარიბ ბავშვებს ამცირებდნენ სკოლაში. აი რა მოიმოქმედა სკოლის დირექტორმა

image


„ბავშვი რომ გაზარდო, მთელი სოფელია საჭირო“, ღარადებს ძველი აფრიკული ანდაზა, მოცემულ სიტუაციაში კი, მთელი სკოლა, წერს пишет BoredPanda.


როდესაც აკბარ კუკი - ნიუარკში (ნიუ-ჯერსის შტატი) უესტ-საიდის საშუალო სკოლის დირექტორი თავისი მოვალეობის შესრულებას შეუდგა, იცოდა, რომ შეძლებდა რაღაც ახალის შეტანას მოსწავლეების ცხოვრებაში. მაგრამ ვერავის, თავად მისტერ კუკის ჩათვლით, ვერ წარმოედგინათ მომავალი ცვლილებების მასშტაბი.



image

Akbar Cook




როდესაც მისტერ კუკი ვესტ -საიდში სკოლის დირექტორი გახდა, შეშფოთებული იყო დამცირებების და შეურაწყოფების ზრდადი პრობლემით, რის გამოც მოსწავლეებს გაკვეთილების გაცდენა შეეძლოთ. სიტუაცია იმდენად გამწვავდა, რომ უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში მოსწავლეების თითქმის 85 %-მა გააცდინა გაკვეთილები.



აკბარმა შეიტყო, რომ ვესტ-საიდის საშუალო სკოლის მრავალ მოსწავლეს არ შეუძლია გაირეცხოს ტანსაცმელი, ამიტომ ურჩევნიათ სახლში დარჩნენ იმის მაგივრად, რომ სკოლაში მივიდნენ ჭუჭყიანი სამოსით და თანატოლების დაცინვის ობიექტად იქცნენ.



image

NJ.com



ხულიგანი ბავშვები სურათს უღებდნენ კლასელების ჭუჭყიან საყელოებს ან დასვრილ შარვლებს და სოციალურ ქსელში ავრცელებდნენ. დირექტორმა ასევე გაიხსენა 2016 წელს მომხდარი ინციდენტი, როდესაც უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი ერთი გოგონას ჩანთის შემოწმებას ცდილობდა, ის კი თავის მხრივ, ყვირილით ცდილობდა მის დამალვას, რათა პოლიციელს არ დაენახა შიგნით რაც იდო.



image

catresa.mcghee

მოგვიანებით ხელისუფლებამ გაიგო, რომ გოგონას ჩანთაში ჭუჭყიანი ტანსაცმელი ედო იმიტომ, რომ ის დროებით უსახლკარო იყო, ხოლო მისი აგრესიული რეაქცია გამოწვეული იყო მთელი სკოლის თვალწინ შერცხვენის შიშისგან. „ის იბრძოდა საკუთარი სიამაყისთვის“, - ახსნა მოგვიანებით ბატონმა კუკმა.


გაარკვია რა რაში მდგომარეობდა პრობლემა, მისტერ კუკმა მისი ამოძირკვა გადაწყვიტა. მან წარადგინა განაცხადი 20 000 დოლარის ოდენობის ღირებულების დანადგარებისთვის - ხუთი სარეცხი მანქანა და ხუთი საშრობი-ფონდისგან MCJ Amelior. სკოლა უზრუნველყო აუცილებელი საშუალებებით, ხოლო გასართობი ოთახი გადაიქცა სამრეცხაოდ, სადაც ბავშვებს შეეძლოთ შესვლა და ტანსაცმლის გარეცხვა.


image

CBS News




მაგრამ ინიციატივა ამით როდი დასრულდა- სანამ მოსწავლეები რეცხვას ელოდებიან, მეზობელ ოთახში, რომელსაც Makerspace ეწოდება, სკოლამდე და სკოლის შემდეგ ინიშნება მასწავლებელი მოსწავლეებთან მუშაობისთვის პროექტში STEM ( მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია და მათემატიკა) და მათი აკადემიური პოტენციალის განვითარება.


მიუხედავად ამისა, ნიუარკას საზოგადოებაში არსებობენ სხვა პრობლემებიც, რომლებიც იწვევნ გაცილებით მეტ განგაშს, ვიდრე დაცინვა და დიროქტორი მათი გადაჭრისთვისაც ისწრაფვოდა. ჯერ კიდევ 2014 წელს, აკბარის თქმით, ქუჩაში არსებული ძალადობის გამო ყოველ ზაფხულს ორი ან სამი მისი მოსწავლე იღუპებოდა. ის იხსენებს სულისშემძვრელ მომენტს, როდესაც ერთ-ერთი მისი მოსწავლე პირდაპირ სკოლის უკან ნაგვის ურნაში იყო გარდაცლილი ნაპოვნი.„მე უნდა მომეძებნა მათი გდარჩენის გზა“, - თქვა აკბარმა გასულ წელს ჟურნალისტებთან.



დირექტორმა წარმოადგინა პროგრამა "გათიშვა", რომელიც მიმართული იყო იმისკენ, რომ ბავშვები არ ყოფილიყვნენ ქუჩაში ღამის საათებში.


აკბარს მიაჩნდა, რომ სკოლის სპორტული დარბაზი იდეალურად შეეფერებოდა მისი პროექტის რეალიზებას. სასწავლო წლის განმავლობაში მისი კარი ღიაა პარასკევს 18:00 -დან 23:00-მდე. ზაფხულში კი ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევს 18:00- დან 23:00--მდე.




image

wscampus



საზოგადოების წევრებს შეუძლიათ ითამაშონ კალათბურთი, მაგიდის ტენისი, სამაგიდო თამაშები, თამაშები X-box ან PlayStaytion, იცეკვონ, ისწავლონ კერვა, დიზაინი, გაიკეთონ მაკიაჟი და სხვა მრავალი რამ. მოსწავლეები ასვე იღებენ უფასო ცხელ კვებას, ამიტომ ისინი სახლებში ცარიელი კუჭებით არ მიდიან.


იმის გამო, რომ სხვადასხვა სოციალურ პლატფორმებზე კუკის მიერ წარდგენილი პროგრამები გამოჩნდა, მრავალ სკოლაში დაიწყეს მისი ინიციატივის რელიზება.


image


Akbar Cook

აკბარ კუკმა ორჯერ სთხოვა ჟურნალისტებს მოეთხროთ მთელი მსოფლიოსთვის მისი ისტორია და დახმარებოდნენ ქალაქის ზოგიერთ სკოლაში არსებული რეალური სიტუაციის შესახებ ინფორმაციის გავრცელებაში. პროგრამაში გასული მისი ბოლო გამოსვლის შემდეგ მან მიიღო 50 000 დოლარის ოდენობის შემოწირულობა მისი პროექტების შემდგომი რეალიზების და განვითარებისთვის.

ძლიერი ადამიანია! და, რა ინიციატივები შემოდის ჩვენს სკოლებში?! გაგვიზიარეთ თქვენი შეხედულებები კომენტარებში და გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს.

იხელეთ ასევე:


რაც უფრო ცოტა აქვს ბავშვს სათამაშო, მით უფრო მხიარული იქნება ის! ახალი კვლევა ჩვენ ყველა ვცდილობთ ბავშვებს ახალი და ბევრი სათამაშო ვუყიდოთ. მაგრამ ეს ყოველთვის კარგი როდია. და საქმე ეხება არა მარტო განებივრებას! ოჰაიოს შტატის ტოლედოს უნივერსიტეტის ახალმა კვლევამ დაადასტურა, რომ სათამაშოების სიმრავლე ბავშვის


საფრანგეთში 15 წლამდე ასაკის ბავშვებს აეკრძალათ სკოლაში ტელეფონით სარგებლობა. მასწავლებლები ჩივიან, რომ ბავშვები უყურადღებოები გახდნენ და გაკვეთილებზე ტელეფონებში არიან ჩამძვრალები. საფრანგეთში გამოსავალი ნახეს. 15 წლამდე ასაკის ყველა ფრანგ ბავშვს აეკრძალა სკოლაშ...


წაკითხვა აუცილებელია! მე ვკითხულობ კომენტარებს ნარკომანებზე და ჩუმად ვარ. ვხედავ უცოდინართა პოსტებს ნალოქსონზე და ჩუმად ვარ. ვისმენ, რომ ყველა ნარკომოვაჭრე სიკვდილით უნდა დაისაჯოს, და ჩუმად ვარ. ვხედავ საშინელ გამონათქვამებს ბუნებრივ გადარჩევაზე და დაე თავად გაანადგურონ ერთმანეთი და ჩუმად ვარ. მე არ ვიცი, ვინ და


1939 წელს აიოვას უნივერსიტეტის მეცნიერებმა ექსპერიმენტის ჩატარება გადაწყვიტეს. ის მიზნად ისახავდა უშუალოდ ბავშვებში, მათ სრულყოფილ საუბარზე შეფასებითი მსჯელობების ზემოქმედების შესწავლას. აღნიშნული ცდებისთვის აიყვანეს ბავშვთა სახლის 22 აღსაზრდელი, რომელთა უმრავლესობის ცხოვრება ამ ექსპერიმენტის


ვინ უნდა იყოს პასუხისმგებელი იმაზე, რაც სკოლაში ხდება? მშობლები თუ მასწავლებელი და დირექტორი? უყვებით თუ არა შვილებს, რაში გამოიხატება სექსუალური შევიწროება და როგორ დავიცვათ თავი მისგან? ეს ისტორია გიჩვენებთ, რომ თუ ბავშვებს ასწავლით მარტივი მოვლენების სწორ აღქმას დ...


აცხადებენ: ბავშვებს, რომლებიც დღეში დაახლოებით 30 წუთი უყურებენ ანიმაციურ ფილმ გოჭი პეპა-ს, 56 %-ით მეტი ალბათობა აქვთ აუტიზმის განვითარების. ეს სიცრუეა: 2016 წლის 20 ოქტომბერს საიტმა აშშ-ს დილის ახალი ამბები, გამოაქვეყნა სტატია, სადაც ნათქვამი იყო, რომ პოპულარული სატელევიზიო საბავშვო პერსონაჟი სახელად გოჭი პეპა ბავშვებში ხელს უწყობდა აუტიზმის განვითა...

0
365
9-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
Mediator image
Mediator image
Mediator image
365
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0