x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134368
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508451
„ჩემი ჰეროინის ნარკომანი“...

წაკითხვა აუცილებელია!



image



მე ვკითხულობ კომენტარებს ნარკომანებზე და ჩუმად ვარ. ვხედავ უცოდინართა პოსტებს ნალოქსონზე და ჩუმად ვარ. ვისმენ, რომ ყველა ნარკომოვაჭრე სიკვდილით უნდა დაისაჯოს, და ჩუმად ვარ. ვხედავ საშინელ გამონათქვამებს „ბუნებრივ გადარჩევაზე“ და „დაე თავად გაანადგურონ ერთმანეთი“ და ჩუმად ვარ.


მე არ ვიცი, ვინ და როგორი წარმოუდგენიათ, როდესაც საუბრობენ ჰეროინის ნარკომანებზე, ამიტომ მინდა ჩემი გაგაცნოთ.




ჩემი ნარკომანი დაიბადა წონით 3, 1 კგ.



ჩემი ნარკომანი აგროვებდა ჰოკეისტების ბარათებს და 5 წლისამ ზეპირად იცოდა ყველა ჰოკეისტის სახელი.




ჩემი ნარკომანი ტიროდა, რადგან მამა არ მოვიდა დაბადების დღეზე, 7 წლის როდესაც გახდა.




ჩემს ნარკომანს პირველად ეჭირა ხელში პაწაწინა დაიკო და აღფრთოვანებული იყო მისით.





ჩემი ნარკომანი ბეისბოლს თამაშობდა მცირე ლიგაში მსოფლიოს პირველობაზე. ორჯერ.




ჩემი ნარკომანი საშუალო სკოლაში გოგონას დაშორდა და იმდენად განიცდიდა, რომ მე მთხოვა მისთვის დამერეკა.




ჩემი ნარკომანი თავის უმცროს დასთან ერთად წავიდა მამების და ქალიშვილების ცეკვაზე იმიტომ, რომ მამა სხვაგან იყო წასული.





ჩემი ნარკომანი ცემით დაემუქარა მასზე გაცილებით დიდ ბიჭს იმიტომ, რომ ის მის დას აწუხებდა.




ჩემი ნარკომანი ყოველთვის ამჩნევდა ჩემს ახალ ვარცხნილობას.




ჩემი ნარკომანი მეორე კლასში ისე კითხულობდა, როგორ უფროსკლასელი.




ჩემი ნარკომანი ტიროდა იმიტომ, რომ სახლი ენატრებოდა როდესაც დასასვენებლად წავიდა ბიძაშვილთან.




ჩემს ნარკომანს ჯეროდა უცხოპლანეტელების და მოჩვენებების, და, ეს ჩემი აზრით მაგარია.




ჩემი ნარკომანი არასოდეს თიშავს ტელეფონს, სანამ არ მეტყვის, რომ ვუყვარვარ. არასოდეს.




ჩემს ნარკომანს ყავს ორი წლის ქალიშვილი, რომელიც მას ძალიან ჰგავს.



ჩემი ნარკომანი თვალცრემლიანი მიხდის მადლობას, როდესაც ციხეში მივდივარ მის სანახავად.



ჩემი ნარკომანი ბოდიშს მიხდის ყოველთვის, როდესაც ვერ ერევა თავის დამოკიდებულებას.

.


ჩემი ნარკომანი მთელი ძალებით იბრძვის, რომ აღარ გამოიყენოს ნარკოტიკი.



ჩემი ნარკომანი ძალიან ბევრ ადამიანს უყვარს.




ასე რომ, მოდით ყველას გვახსოვდეს: რა მდგომარეობაშიც არ უნდა იყოს ადამიანი დღეს, სადღაც არის ლოცვებით მუხლებ დასისხლიანებული დედა, რომელსაც უბრალოდ უნდა რომ დაიბრუნოს თავისი ბავშვი.




იმის მაგივრად რომ დავგმოთ, მოდით ჯობს ვილოცოთ. მოდით, დავინტერესდეთ თემით და შევწიროთ სარეაბილიტაციო ცენტრებს. მოდით მივწეროთ კანონმდებლებს და მოვითხოვოთ მათგან სასარგებლო კანონები ნარკომანიაზე, რეაბილიტაციაზე და გისოსებს მიღმა ნარკომანების მიმართ მოპყრობაზე.


ეს საშინელი დაავადება გვართმევს მთელ თაობას. მოდით გამოვიჩინოთ თანაგრძნობა და არა ზიზიღი.



მოდით გვახსოვდეს, რომ ყოველი ნარკომანი- ვიღაცის ბავშვია.




ეს ღია წერილი საიტზე Love What Matters გამოაქვეყნა ბობი ტინტონ კალმაიერმა მისისიპიდან.



******

გაუზიარეთ ეს მნიშვნელოვანი მოწოდება მეგობრებს!





იხილეთ ასევე:

1. სად იკარგებიან ბავშვები? ყოველწლიურად სად ქრება 8 მილიონი ბავშვი



2. საშინელი ექსპერიმენტი, რის გამოც ბავშვებმა ლაპარაკი შეწყვიტეს





3. შეიძლება თუ არა ბავშვს დავარქვათ გარდაცვლილი ნათესავის სახელი? რა ვუყოთ გარდაცვლილი ახლობლების სურათებს? შეიძლება თუ არა გარდაცვლილი ნათესავის საწოლზე ან ტახტზე ძილი?




***

0
147
9-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
147
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0