ჭადრაკი ლეგენდარულ ქართველ მოჭადრაკეებზე ფილმს გადაიღებენ 2019, 23 აპრილი, 0:00 ლეგენდარულ ქართველ ქალ მოჭადრაკეებზე სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი გამოვა, ქალებზე, რომლებმაც გასული საუკუნის მეორე ნახევარში მსოფლიო ჭადრაკის სამყაროში ერთპიროვნული ლიდერობა იგდეს ხელთ. ესენი არიან:ნონა გაფრინდაშვილი, ნანა ალექსანდრია, მაია ჩიბურდანიძე და ნანა იოსელიანი. საქართველოს ეროვნული კინოცენტრი მსურველებს გადასაღებ მოედანზე ეპატიჟება: "22 აპრილს, 16:30 საათზე, გადასაღებ მოედანზე გეპატიჟებით. თბილისში სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის, “შეხვედრა” (სამუშაო სახელი) გადაღება დაიწყო, რომელიც ოთხი ქართველი მოჭადრაკე ქალის – ნონა გაფრინდაშვილის, ნანა ალექსანდრიას, მაია ჩიბურდანიძისა და ნანა იოსელიანის ცხოვრებაზე მოგვითხრობს.
“შეხვედრა” მსოფლიო ჭადრაკის ვარსკვლავების დღევანდელ ცხოვრებას გვიჩვენებს და ამავდროულად მათი პროფესიული ბიოგრაფიის შესახებ უნიკალურ საარქივო მასალას გვაწვდის."-ნათქვამია განცხადებაში.
ფილმს "შეხვედრა"გადაიღებს ქართული საპროდიუსერო კომპანია 1991 Productions, ავსტიული კომპანიები berg hammer film და Amour Fou Vienna და აგრეთვე სერბული კომპანია Playground Produkcija . ფილმის რეჟისორია ავსტრიაში მცხოვრები ქართველი მხატვარი და ვიზუალური არტისტი თათია სხირტლაძე, ხოლო თანარეჟისორი – ანა ხაზარაძე. ოპერატორია: სებასტიან ტალერი, ხმის ოპერატორი: ირაკლი ივანიშვილი და ლაზარ ჟივანაცი, ხოლო კომპოზიტორი: ალექსანდრა ვრებალოვი. ფილმის გადაღება 13 აპრილს როდოსში დაიწყო და 2019 წლის შემოდგომაზე დასრულდება. შეგახსენებთ ოთხი ლეგენდარული მოჭარდაკის ტიტულებს: ნონა გაფრინდაშვილი- მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი (1962-1978). 11 გუნდური და 9 პირადი ოლიმპიური ოქროს მფლობელი, ნონა გაფრინდაშვილი გახდა პირველი ქალი მოჭადრაკეა მსოფლიოში, ვისაც დიდოსტატის წოდება მიენიჭა ვაჟთა შორის. მაია ჩიბურდანიძე:მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ქალთა შორის, 9-გზის ოლიმპიური ჩემპიონი და 3-გზის ვიცე-ჩემპიონი. ნანა იოსელიანი:საერთაშორისო დიდოსტატი, ხუთგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ორგზის ევროპის ჩემპიონი. ნანა ალექსანდრია:დიდოსტატი, საჭადრაკო ოლიმპიადის ორგზის და ევროპის ჩემპიონატთა თასი გამარჯვებული, მსოფლიო ჩემპიონატის მესამე პრიზიორი, მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული. 80 2-ს მოსწონს
|