ხორვატიის ქალაქ ოპატიაში დასრულდა ვეტერან ქალ მოჭადრაკეთა მსოფლიოს ჩემპიონატი, რომელშიც 9 ქვეყნის 25 მოჭადრაკე მონაწილეობდა. მათ შორის სამი ქართველი ქალბატონი: მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ნონა გაფრინდაშვილი, ვეტერანთა შორის მრავაგზის ჩემპიონი თამარ ხმიადაშვილი და საერთაშორისო ოსტატი ნინო მელაშვილი.
ბოლო ტურამდე გაურკვეველი იყო პრიზიორთა ვინაობა. 6, 5 ქულით მეორე ადგილზე ნონა გაფრინდაშვილი გავიდა, რომელმაც დასკვნით ტურში რუსეთის წარმომადგენელი ტატიანა ბოგუმილი დაამარცხა. ერთ-ერთი სინჯის მედლის მოპოვების შანსი საქართველოს კიდევ ერთ წარმომადგენელ თამარ ხმიადაშვილს ჰქონდა, რომელიც რუსეთის კიდევ ერთ წარმომადგენელ ელენა ფათალიბეკოვას ეთამაშებოდა. დაძაბული შეხვედრა ყაიმით დასრულდა. საბოლოოდ, 9 შესაძლებლობიდან 6-6 ქულა ხმიადაშვილმა, ფათალიბეკოვამ და გალინა სტრუტინსკაიამ (რუსეთი) დააგროვეს. ამ უკანასკნელმა ბოლო ტურში მარგარიტა ბალიუნიენეს მოუგო. უკეთესი კოეფიციენტის გამო ბრინჯაოს მედალი ხმიადაშვილს გადაეცა. 7, 0 ქულით პირველი ადგილი და ოქროს მედალი ელენა ანკუდინოვამ (ყაზახეთი) მოიპოვა. მომავალმა ჩემპიონმა ბოლო ტურში თეთრებით მოთამაშე ლარისა ხრიპოვას (რუსეთი) გააჩერებინა სათი.
როლანდ ლაბუჩიძე
www.worldsport.ge