რჩევები რატომ არ უნდა დაიწუნოთ სამოსი მანამ, სანამ არ მოიზომებთ 2019, 25 აპრილი, 11:22 ჩაცმა-დახურვის საკითხი კაცობრიობის მანძილზე მუდამ იყო აქტუალური. ქალებმა უხსოვარი დროიდან იცოდნენ, რომ სილამაზე მსხვერპლს მოითხოვდა და მზად იყვნენ გაერისკათ. ყოველთვის არსებობდნენ სტილისტები, დიზაინერები და მკერავები, რომლებიც ამ საკითხს სეზონის მიხედვით უზრუნველყოფდნენ დახვეწილი და თანამედროვე "შტრიხებით".
მოდის ექსპერტი-დიზაინერები ხშირად გვთავაზობენ განახლებულ ვარიანტებს, თუმცა არსებობს უნივერსალური სამოსები, რომლებიც არასდროს გადადის მოდიდან. ზოგიერთი ფერი არა მარტო სხეულის ფორმების შენიღბვას ემსახურება, არამედ გვმატებს თავდაჯერებულობას და ნებისმიერი ასაკის ქალბატონს სტილის მიხედვით შეუძლია ყველაზე ელეგანტური და მაცდური ფერის კაბა ნებისმიერ სიტუაციაში -კინოთეატრი, წვეულება, რესტორანი და ა.შ, მოირგოს. არსებობს 12 უნივერსალური სამოსი, რომელიც არასდროს გადადის მოდიდან და ის ყველა ქალის კარადაში აუცილებლად უნდა იყოს. ესენია: ჯინსი, ქუსლიანი ფეხსაცმელი, ტყავის შავი ქურთუკი, ქვედაბოლო- ფანქარი, თეთრი პერანგი (სარუჩკა), პიჯაკი, გრძელი ქვედაბოლო, როლინგი, მაღალყელიანი ჩექმა, კარდიგანი, ტრენჩი (პლაში) და რაღა თქმა უნდა შავი კაბა. შოპინგი ხომ ერთ–ერთი მშვენიერი რამაა, რაც ქალებს აბედნიერებს და ცხოვრებისეული ჯუნგლებიდან თავის დაღწევაში, ცოტახნით მაინც ეხმარება. მთავარია თავის კონტროლი შევძლოთ და ის შოპოჰოლიზმში არ გადავიდეს. ზოგი ხშირად, ზოგი კი მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში დადიხართ ალბათ საყიდლებზე. ჯერ თვალს მოწონს ესა თუ ის სამოსი და მხოლოდ ამის შემდეგ ვიზომავთ მას, თუმცა აქ ცდებით და უშვებთ უდიდეს შეცდომას, რადგან თვალს ზოგჯერ არ შეუძლია გააკეთოს ზუსტი ანალიზი, თუ როგორი იქნება ის თქვენს ტანზე. ამას კი მოწმობს დღევანდელი კოლაჟი, რომელიც თქვენთვის შევარჩიე. ასე, რომ ნუ შეხედავთ მათ სკეპტიკურად, რადგან თქვენს სხეულს შეუძლია მცდარი აზრები გაფანტოს და ამიტომ ნუ დააყოვნებთ და მოიზომეთ "ის". იხილეთ აგრეთვე: რა გავლენას ახდენს შოპინგი ჩვენს ჯანმრთელობაზე? ეს უნდა იცოდეთ! 2019 წლის ზაფხულის ყველაზე მოდური ფეხსაცმელები ყველაზე მოდური საღამოს კაბები 390 11-ს მოსწონს
|