x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
პოლიტიკური პოლარიზაცია
დღევანდელ საზოგადოებაში პოლიტიკურ პოლარიზაციაზე საუბარი უფრო და უფრო აქტუალური ხდება და ხშირად გვესმის პოლიტიკოსებისგან, სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებისგან, მედიის წევრებისგან თუ მოსახლეობისგან, რომ საქართველოში გაძლიერდა უკიდურესი პოლიტიკური პოლარიზაცია და რომ ნებით, თუ უნებლიედ, ისინიც აღმოჩნდებიან ხოლმე ამ პროცესში ჩართულნი.

მაგალითად, საქართველოში მედიას შეუძლია გახსნას თავისი “შესაძლებლობების ფანჯარა“, გაახმოვანოს რომელიმე პოლიტიკური, თუ საჯარო პრობლემატური საკითხი და მოითხოვოს მისი ეფექტური გადაწყვეტა შესაბამისი ორგანოების მიერ. მედიის როლის, მისი მნიშვნელობათა საზღვრების ასეთ გაფართოებას საფუძვლად დაედო საქართველოში არსებული პოლიტიკური პოლარიზაცია, რომელმაც მედიას დაუკარგა მთავარი ფუნქცია - ყოფილიყო ინფორმაციის “გამტარი“. სწორედ პოლიტიკურმა პოლარიზაციამ განაპირობა, რომ ქართული მედია, უმეტეს შემთხვევაში, არის რომელიღაც პოლიტიკური პარტიის იდეოლოგიის გამზიარებელი და წარმოადგენს მის მხარეს. ეს კი აზიანებს მოსახლეობის საერთო ინტერესებს, რომ მიიღოს ობიექტური, სანდო და გამჭირვალე ინფორმაცია, რომლის არ არსებობაც ხელისშემწყობი ფაქტორია პოლიტიკური პოლარიზაციისა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში სახელმწიფო მართვის პროცესში არასწორი პოლიტიკური კურსის აღებამ შესაძლოა გარკვეულწილად განაპირობოს ხალხის ფრუსტრირება პოლიტიკური თემებისადმი და გამოიწვიოს მათი პოლიტიკური პოლარიზაცია, რომელიც თავის მხრივ არასაჭირო და არასასურველი პროცესია ქვეყნისა და მოსახლეობისთვის. უკიდურესი პოლარიზაცია, როგორც პროცესი, დამაზიანებელია სახელმწიფო მმართველობის ყველა სფეროში. ამის შედეგად კი, ვიღებთ არა კონსოლიდაციას, არამედ საზოგადოების მასებად დახლეჩვას, პოლარიზებას, უთანხმოებას და დაპირისპირებას სხვადასხვა ჯგუფს შორის (შესაძლებელია მოხდეს ფიზიკური დაპირისპირებაც).

უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოში უკიდურესმა პოლიტიკურმა პოლარიზაციამ განაპირობა სამთავრობო სტრუქტურებში პოლიტიკის დრის წესრიგის წარმოების პროცესის შეფერხება, პოლიტიკაში “დღის წესრიგის 4 მოდელი“ არსებობს, რომლის მიხედვითაც მნიშვნელოვან სამთავრობო ქმედების მხარდამჭერებად გვევლინებიან სოციეტალური აქტორები (საზოგადოება) და თვითონ მთავრობა. ჩვეულებისამებრ, ამა თუ იმ პოლიტიკური ქმედების განხორციელებისას საზოგადოებრივი მხარდაჭერა მაღალი ან დაბალი ხარისხისაა. იმ შემთხვევაში, როდესა მთავრობის ავტორობით გახმოვანებულ ინიციატივებს აქვს საზოგადოების მაღალი მხარდაჭერა, ხდება კონსოლიდაცია. ეს გულისხმობს, რომ თანხმობაა საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის ამა თუ იმ საკითხში და შედეგად ვიღებთ ისეთ საზოგადოებას, რომელშიც ხდება ფასეულობებზე შეთანხმება. ეს ჯანსაღი პროცესი არ ხორციელდება მაშინ, როდესაც სახელმწიფოში არის უკიდურესი პოლარიზაცია, რაც თავის მხრივ ქვეყნის წინსვლისა და ჯანსაღი განვითარების ხელისშემშლელი გარემოებაა. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ნორმალური, ევროპული განვითარება ფერხდება ამ უკიდურესი პოლარიზაციის გამო, რომლის მაგალითიც ჩვენს ყოფაში შესაძლოა იყოს საქართველოში ბოლო წლების ორი პოლიტიკური ძალისა და მათი მხარდაჭერების დაპირისპირება.


როგორ უნდა გადაიჭრას აღნიშნული პრობლემა? როგორ ვებრძოლოთ საქართველოს მოსახლეობაში დამკვიდრებულ უკიდურეს პოლარიზაციას?

ვფიქრობთ, მთავრობას სჭირდება გარკვეული დონის მობილიზაცია, რათა უზრუნველყოს უკიდურესი პოლიტიკური პოლარიზაციის გავლენის შესუსტება საქართველოს მოსახლეობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყნის პოლიტიკა ვერ იქნება ლეგიტიმური და დროთა მანძილზე საზოგადოებრივი მხარდაჭერა უფრო და უფრო უარყოფითი გახდება, რაც გამოვლინდება გაუარესებულ ეკონომიკურ, სოციალურ, თუ პოლიტიკურ მდგომარეობაში.

ერთ-ერთი საშუალება, რომლითაც აღნიშნული პრობლემა შესაძლოა გადაიჭრას არის ხშირი დებატების მოწყობა პოლარიზებულ მხარეების წარმომადგენლებს შორის, სადაც “ასჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი“-ს პრინციპით მოხდება პიროვნებების საერთო ღირებულებებზე დაყვანა, ურთიერთშეთანხმების მიღწევა და საერთო იდეოლოგიაზე ჩამოყალიბება.

უკიდურესი პოლიტიკური პოლარიზაცია მავნებელი ფენომენია ნებისმიერი ქვეყნის საზოგადოებისთვის. იგი დამღუპველია მაშინაც, როდესაც უკიდურესი პოლიტიკური პოლარიზაცია ჩნდება მაღალ სამთავრობო სტრუქტურებსა და და გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან. უკიდურესი პოლიტიკური პოლარიზაცია იწვევს პოლიტიკის დღის წესრიგის განხორციელების და საჯარო პოლიტიკური პროცესის შეფერხებას, რამაც საფრთხის წინაშე შესაძლოა დააყენოს ქვეყანა.




9
97
3-ს მოსწონს
ავტორი:მარიამი გოგოჭური
მარიამი გოგოჭური
97
  
2019, 24 აპრილი, 9:23
ძალიან მომეწონა სტატია, უმაგრესია. ყოჩაღ მარ, დიდ წარმარტებებს გისურვებ სიხარულოოო
მშვენიერია მარიამ, უაღრესად ზუსტადაა ფორმულირებული ყველაფერი - ოღონდ, ვისაც ეხება, თავისით ვერ "გაიგონებენ" და როგორ გავაგებინოთ, ეგაა ყველასგან მოსაფიქრებელი.
წარმატებები...
2019, 20 აპრილი, 18:33
მარი, წარმატებები, ძვირფასო :* :*
2019, 20 აპრილი, 18:30
წარმატებები მარიამ! გგულშემატკივრობ!
2019, 20 აპრილი, 18:26
წარმატებები ავტორს!
2019, 20 აპრილი, 14:00
მარიკოოოო, შენ ძალიან ბევრს მიაღწევ, ჩემო პოლიტიკოსოოოოო !
2019, 20 აპრილი, 13:55
წარმატებებიიიი! მიყვარხარ..
2019, 20 აპრილი, 13:32
ნამდვილად ძალიან კარგი სტატია, მომეწონა. ავტორი მსჯელობს სწორად და ნათლად, რაც მთავარია სახავს გზებს ამ პრობლემიდან ყოჩაღ!
2019, 20 აპრილი, 10:56
საინტერესოდაა შეფასებული საქართველოს პოლიტიკაში არსებული რადიკალურად პოლარიზებული გარემო და გამოსავალი გზებიც დასახულია, ბრავო ავტორს!
0 1 9