x
მეტი
  • 22.10.2019
  • სტატია:95806
  • ვიდეო:343150
  • სურათი:457791
„ამ მუქარებით იმას დაემუქრე ვინც მამაშენი მოკლაო"

image


ეს ამბავი ჩეჩნეთის ერთ-ერთ სოფელში სამაშკში მოხდა.

ორ ბიჭს შელაპარაკება მოუვიდა და ჩხუბის დროს ერთმა უთხრა მეორეს: ამ მუქარებით იმას დაემუქრე ვინც მამაშენი მოკლაო.

ბიჭმა არ იცოდა რომ მამა მოუკლეს, აქამდე იცოდა რომ 27 წლის წინ დაავადებით, ავადმყოფობით გარდაეცვალა სახლში, როცა ის ძალიან პატარა იყო.
ასე ატყუებდნენ დედა და ოჯახის წევრები რადგან შური არ ეძია და სისხლი არ აეღო იმაზე ვინც მამამისი მოკლა.

მოკლედ გაიგო რომ მამა მოკლულია და არა სახლში ავადმყოფობით გარდაცვლილი. და დაიწყო მამამისის მკვლელის ძებნა, გაიგო რომ მკვლელიც ჩეჩენი იყო და რუსეთში სადღაც სოფელში ცხოვრობს. სოფელში გაიგო მისი დაახლოებითი მისამართი, გაემგზავრა, იმ ადგილას მივიდა სადაც მისი სახლი იყო.
იმ სახლთან ქუჩაში ერთი კაცი იდგა, როგორც უსახლკარო ისე გამოიყურებოდა, დიდი თმით და წვერით.
ბიჭი რუსულად მიესალმა მას. კაცი იერით მიხვდა რომ ჩეჩენი იყო და ჩეჩნურად უპასუხა მე ჩეჩენი ვარ. ბიჭმა უთხრა თუ ჩეჩენი ხარ ასე რატომ გამოიყურები მოსაწესრიგებელი, ეს ხომ ჩეჩენს არ შეეფერებაო.

კაცმა უპასუხა:
- ამ ცხოვრებით გახარებული აღარ ვარ, 27 წელია რაც ეს ცხოვრება დავტოვე. 27 წლის უკან ერთი კარგი კაცი მოვკალი და მის მერე ყოველდღე ველოდები რომ ჩემს მოსაკლავად მოვლენ. (ჩეჩნებთან ასეთი წესია როცა ვინმეს მოკლავენ და თუ ნანობს იმ ადამიანის მკვლელობას თმას და წვერს იზრდის ეს მონანიების ნიშანია).

-27 წლის უკან შენ მამაჩემი მოკალი. შენს წინ ახლა მისი შვილი დგას, უპასუხა ბიჭმა.

მკვლელმა უთხრა: მე ველოდებოდი ამ მომენტს, მე მოვალ იქ სადაც შენ ისურვებ, სადაც შენ მეტყვი და აიღე ჩემი სისხლი, მე ჩემს სისხლზე ჰალალს გიკეთებ.

ამ ლაპარაკის შემდეგ ბიჭმა კაცს თავისი ხელით გაპარსა წვერი და თმა, მოაწესრიგა. ეს იმას ნიშნავდა რომ ბიჭმა აპატია ამ კაცს მამის მკვლელობა, მამის სისხლი. ეს ნიშნავდა რომ ამის შემდეგ გარანტირებული ჰქონდათ ამ ბიჭისგან უსაფრთხოება მას და მის ოჯახსაც.

ამ კაცის ღირსეულმა საქციელმა და იმ ბიჭის გონიერმა გადაწყვეტილებამ შეაჩერა ეს სისხლის აღება რომელიც შეიძლებოდა თაობებით გაგრძელებულიყო.

იმ დღეს დამთავრდა ამ ორ ოჯახს შორის შუღლი და 27 წლის შემდეგ პირველად დაბრუნდა ეს კაცი ჩეჩნეთში.
image

0
437
5-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
Mediator image
Mediator image
437
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0