x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
ნოტრ-დამის ცეცხლის კვამლში იესოს სილუეტი შენიშნეს
image
შოტლანდიის მკვიდრი ლესლი როუენი ამბობს, რომ პარიზის საკათედრო ტაძარში საგანგებო მდგომარეობის შესახებ ახალი ამბავი წაიკითხა და ხანძრის ფოტოების დათვალიერებისას ცეხლის ალში იესო ქრისტეს სილუეტი შენიშნა.

სოციალური ქსელების მომხმარებლებიც წერენ, რომ პარიზის ნოტრ-დამის ტაძარში ხანძრის ფოტოებში დაინახეს იესო ქრისტეს ფიგურა.

როუენის თქმით, მან კვამლში რამდენიმე ფოტოსურათში შენიშნა იესო ქრისტეს ფიგურა, რომელიც ცაში ავიდა.

მან გაუზიარა თავისი დაკვირვება სოციალური ქსელების მომხმარებლებს და მიიღო უამრავი კომენტარი. აღმოჩნდა, რომ სხვა ადამიანებმაც შენიშნეს ცეცხლში ქრისტეს ღვთაებრივი სილუეტი.


"მე ვგრძნობ, რომ ეს მოუტანს სიმშვიდეს პარიზისა და მთელი მსოფლიოს ხალხს." - ამბობს გოგონა.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის დედაქალაქში, ნოტრ-დამში ცეცხლი ორშაბათს საღამოს გაჩნდა, რის შედეგადაც, სახურავის უმეტესი ნაწილი განადგურდა. გარდა ამისა, ჩამოინგრა ტაძრის შპილი.




0
116
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
116
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0