x
image
ვიზა კოხაძე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ამ შოკისმომგვრელმა ფოტოებმა დღეს მსოფლიო შეძრა

imageსრული 30 წლის განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა საავადმყოფოებში მოგზაურობდა ბატონი ტანგი, რადგან მისთვის ოპერაცია გაეკეთებინათ. ყველაფერი კი ასე დაიწყო. ერთ მშვენიერ დღეს მისტერ ტანგი იმ საშინელების მომსწრე გახდა, რაც მის ზურგზე ხდებოდა. ანუ ზურგის არეში მთელ ტერიტორიაზე მისი ფილტვები, ხერხემალი და მთავარი სისხლძარღვები კიბოს ჰქონდა დაფარული, რომლის ზუსტი წონა 61 ფუნტი, ანუ 14, 9 კილოგრამი იყო.

68 წლის მამაკაცი, რომელიც ოფიციალურად მხოლოდ "მისტერ Tang" - ით არის ცნობილი, 30 წლის მანძილზე ამ უმძიმეს ტკივილს და გაუსაძლის სიმძიმეს ატარებდა.მიუხედავად არაერთი თხოვნისა და მცდელობისა, მას მრავალმა საავადმყოფომ და მათმა ქირურგებმა უარი განუცხადეს. აქ მოტივი კი ერთადერთი იყო, რომ მსგავსი სიმსივნე არასოდეს ჰქონდათ ნანახი და უამრავ რისკთან იყო დაკავშირებული. პირველ ყოვლისა კი გარდაუვალი იქნებოდა სისხლდენა, რასაც შესაძლოა გართულებები და ადამიანის დაღუპვა მოჰყვებოდა. ანუ როგორც წყარო წერს, ექიმები თავს იცავდნენ და უარით ისტუმრებდნენ პაციენტს, რომელსაც სიცოცხლე აღარც კი უღირდა.imageეს შოკისმომგვრელი ფოტო კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, თუ რამდენად მძიმე შემთვევასთან ჰქონდათ საქმე ექიმებს.ბოლოს და ბოლოს 68 წლის ბატონი ტანგი - ჩინეთიდან ოპერაციაზე მიიწვიეს და წყაროს ცნობით ოპერაცია 33 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.მან უამრავი სისხლი დაკარგა და კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებოდა დღეების განმავლობაში.თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ პროცედურები და ოპერაცია წარმატებით წარიმართა.ოპერაცია პირველ აპრილს შანხაის მეცხრე სახალხო საავადმყოფოში გაუკეთდა.ავადმყოფის ისტორიაში ვკითხულობთ, რომ ეს ყოველივე ანუ სიმსივნის ასეთი კატასტროფული ზრდა გამოწვეული იყო გენეტიკური მდგომარეობით, რომელსაც მედიცინაში "ნეიროფიბრომატოზმს" უწოდებენ.imageimageწინასწარმა კვლევებმა შეისწავლა ბატონ ტანგის სიმსივნე, რომელმაც გამოავლინა მისი ზომა და წონა, ისევე, როგორც ძირითადი ორგანოები და სტრუქტურები.პროცედურაში, რომელიც 33 საათი გაგრძელდა, 100 - ზე მეტი ქირურგი იღებდა მონაწილეობას
.ბატონ ტანგზე ზრუნვა რეანიმაციაში ოთხი დღე–ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა და მეხუთე დღეს მან შეძლო ნორმალურად ჭამა.ის ექვსდღიანი ინტენსიური მოვლის შემდეგ ჩვეულებრივ პალატაში გადაიყვანეს და მის ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება - წერს "dailymail".

1
1225
4-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
Mediator image
Mediator image
Mediator image
1225
  
18 აპრილი, 1:32
აი ამას ქვია, ძლივს, როგორც იქნა ზურგიდან მოიხსნა აქლემის საპალნე ტვირთი...
0 1 1