x
მეტი
  • 22.05.2019
  • სტატია:90230
  • ვიდეო:340123
  • სურათი:452523
ნახეთ, რას წერს ინგა გრიგოლია ნინა წკრიალაშვილზე მისი სკანდალური ეთერის შემდეგ

image


„რუსთავი2“-ის გადაცემაში „ფარული კონვერტი“, რომლის წამყვანიც მსახიობი ია ფარულავაა, მომღერალი ნინა წკრიალაშილი პირად საკითხებზე ალაპარაკდა და სკანდალური განცხადება გააკეთა.


ნინამ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოს გავრცელებაზე ისაუბრა და იმ ადამიანის სახელი და გვარი დაასახელა ვინც მას ეროტიული სახის პირადი ვიდეო გაუსაჯაროვა.


როგორც ნინამ განაცხადა, საქმე უკვე აღძრულია და ზუსტად იცის რომ ეს ადამიანი დამსახურებულ სასჯელს მიიღებს, თუმცა აქვე დასძინა რომ ამ სახელის გასაჯაროვებით მან სიცოცხლე საფრთხის ქვეშ ჩაიგდო.


"შეიძლება ძალიან ცუდი რაღაცეები მოყვეს ამ ყველაფერს, ძალიან ვრისკავ, მაგრამ არ მეშინია, "- განაცხადა ნინამ.


აღნიშნული გადაცემის შემდეგ მის ფეისბუქ გვერდზე გამამხნევებელი კომენტარები არ წყდება.


ნინას სიმამაცისთვის აქებენ და გვერდში დგომას სთავაზობენ.


ერთ-ერთი ასეთი ფბპოსტის ქვეშ კომენტარის სახით საკუთარი აზრი ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამაც დააფიქსირა.


"ვუსმინე, ვინერვიულე მასთან ერთად და ჩემი თავი და განცდები გამახსენდა! უმაგრესი გოგოა ნინა! ძალიან ძლიერი" - წერს ინგა გრიგოლია.


ცნობისთვის, ნინა წკრიალაშვილმა ამ გადაცემაში აფრული კონვერტი გახსნა, რის სანაცვლოდაც გარკვეული თანხა მოიგო, თანხის ნაწილი, 2000 ლარი კი ცხოველთა თავშესაფარს გადაურიცხა.


ასევე დაგაინტერესებთ:

ნინა წკრიალაშვილმა მიხეილ სააკაშვილთან მის ურთიერთობაზე ისაუბრა - „ხალხნო, კარგით რა..."


"ძალიან ვრისკავ...." - ნინა წკრიალაშვილის სკანდალური განცხადება ტელეეთერში



0
1838
3-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
1838
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0