x
image
ვიზა კოხაძე
ვინ არიან ის მილიარდელი ბიზნესმენები, რომლებმაც პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღსადგენად 100 მილიონზე მეტი ევრო გაიღეს

imageპარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილმა ხანძარმა 50 წლიანი ისტორიის მქონე მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლის განადგურებას სრულიად სამყარო პირდაპირ ეთერში უყურებდა.ნოტრ-დამის აღსადგენად საფრანგეთის მემკვიდრეობის ფონდმა ეროვნული კამპანია დაიწყო. პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ცეცხლის გაჩენის შემდეგ ფრანგმა მილიარდერმა ფრანსუა ჰენრი პინომ მალევე განაცხადა, რომ ტაძრის აღსადგენად ის და მისი ოჯახი 100 მილიონ ევროს გამოყოფდა. – "მამამ და მე გადავწყვიტეთ, რომ არტემის ფონდიდან 100 მილიონი ევრო გამოვყოთ და მონაწილეობა მივიღოთ პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის სრულ რეკონსტრუქციაში.” - ვკითხულობთ განცხადებაში.ფრანსუა ჰენრი პინო Kering ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორია. Kering ჯგუფი ფლობს ისეთ ცნობილ ბრენდებს, როგორიც არის "Gucci", "Saint Laurent", " Balenciaga" და "Alexander McQueen". ცნობისათვის, ფრანგი მილიარდელი ჰოლივუდის ვარსკვლავის, მექსიკურ - ამერიკული კინოს მსახიობის სალმა ჰაიაკის მეუღლე გახლავთ.imageშეგახსენებთ, რომ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი გუშინ გაჩნდა. მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია. მეხანძრეებმა 850 წლის გოთიკური კათედრალის ქვის მთავარი სტრუქტურის, მათ შორის ორი კოშკის გადარჩენა მოახერხეს.საფრანგეთის პრეზიდენტმაემანუელ მაკრონმა კი პირობა დადო, რომ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს აღადგენენ.

კიდევ ერთმა მილიარდელმა - ევროპის უმდიდრესმა ადამიანმა, კომპანია "LVMH" ის ჯგუფის მმართველმა პარტნიორმა და CEO-მ ბერნარ არნომ განაცხადა, რომ მისი ოჯახი პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის რეკონსტრუქციისთვის 200 მილიონ ევროს გამოყოფს. ფორბეს-ის შეფასებით, მისი ქონება 91.7 მილიარდ დოლარს შეადგენს.imageბერნარ არნოს "LVMH" აერთიანებს ისეთ კომპანიებს, როგორიცაა "Dior", "Bulgari", "Celine & Louis Vuitton".დღის ბოლომდე კიდევ არაერთი დონორი ბიზნესმენი გახდა ინვესტორი, მათ შორის 10 მილიონი ევრო Marc Ladreit de Lacharriere და მშენებელი მაგნატი Martin and Olivier Bouygues, რომელმაც ასევე 10 მილიონი ევრო გადარიცხა.შემოწირულობების სიაში არიან ბანკ "Credit Agricole" წარმომადგენლები, რომლებმაც 5 მილიონი ევრო გადარიცხეს, ასევე აქციონერი ამერიკელი ინვესტორი ჰენრი კრავისი, რომელიც 10 მილიონ ევროს დაპირდა დახმარების ფონს.imageimageimage


0
128
3-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
128
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0