x
image
ნიკოლოზ ხუციშვილი
„არასდროს დამავიწყდება ერთმანეთში არეული ტირილისა და დაჩოქილი ხალხის გალობის ხმები"

imageდიზაინერი თამუსია ტაბატაძე, რომელიც ნოტრ-დამის ხანძარს შეესწრო, სოციალურ ქსელში ვრცელ წერილს ავრცელებს.



პაღი ქალაქი, რომელიც ყველამ იცის როგორ თავის დაკარგვამდე მიყვარს. ქალაქი, სადაც თავს, როგორც საკუთარ სახლში ისე ვგრძნობ და ალბათ, ამიტომაც აღმოვჩნდი ასეთ მძიმე დღეს მის გვერდით.
ყოველ ჯერზე პარიზში ჩამოსვლა ისე მიხარია, მოუთმენლობა მიპყრობს და ემოციების კონტროლიც კი მიჭირს. ამიტომაც, არ იყო გასაკვირი, როგორი ბედნიერი ჩამოვფრინდით მე და „მაღალი“ და ზუსტად ერთ საათში ეს ამბავი დაიწყო.
საკუთარი თვალით ვუყურე ტრაგედიას. ცეცხლში გახვეულ ნოტრდამს, ათასობით ადამიანთან ერთად ვუყურებდი, როგორ იცვლებოდა ჩვენს თვალწინ ისტორია.
არასოდეს დამავიწყდება ერთმანეთში არეული ხმები, სახანძრო მანქანები, ტირილის, მუხლზე დაჩოქილი ხალხის საგალობლების ხმა. სრულიად უცხო ადამიანების ერთმანეთის მიმართ გამოხატული თანაგრძნობა, ჩახუტება, გამხნევება.
ლოცულობდნენ არა მხოლოდ ქალაქზე, არამედ იქ მყოფ მეხანძრეებსა და მაშველებზე, რომლებიც არიან ძალიან პროფესიონალები და ტირილამდე გმირები. შეძლეს და მოახერხეს ხელოვნების ნიმუშების, საგანძურის ძალიან დიდი ნაწილის გადარჩენა, მაგრამ დანაკლისი არის ძალიან დიდი და ძალიან მტკივნეული.


არსებობს ამბები, ისტორიული ძეგლები, საგანძურები, რომლებიც არ არის მხოლოდ კონკრეტულად ერთი ქვეყნის საკუთრება. ის ეკუთვნის ყველას, ყველა ადამიანს თავისი დანიშნულებით და ზუსტად ასეთი იყო პარიზის ღვთისმშობლის ტაძარიც.
მსოფლიო მოახერხებს და ის კვლავ იდგება, კიდევ ათასი საუკუნეები, მაგრამ მე არასოდეს დამავიწყდება, როგორ ვიდექი ჩემი ყველაზე საყვარელი ქალაქის ქუჩაში და როგორ დავტიროდი ჩემს დამწვარ ბავშვობას ადგილზე, რომელიც ყველას ესმერალდასა და კვაზიმოდოს ჯადოსნური ისტორიით გვახსოვს, რომელსაც მსოფლიომ მიუძღვნა ბევრი წიგნი, სპექტაკლი, ოპერა, მუსიკა.


აღდგება, დაბრუნდება, მაგრამ აღარასოდეს იქნება ისეთი, როგორც მე, რომელიც მსგავსი ემოციისა და ამბის გადატანის შემდეგ, ვერასოდეს ვიქნები ძველი თამუსია.image

0
141
4-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
141
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0