x
მეტი
  • 22.04.2019
  • სტატია:88899
  • ვიდეო:339391
  • სურათი:451409
კრწანისი ერეკლე II- ის დროს და კრწანისი შევარდნაძის დროს, რა შედარებას აკეთებს ედუარდ შევარდნაძე მემუარებში

(სტატია დაწერილია ედუარდ შევარდნაძის მემუარების მიხედვით)

“ ვილა მთებში " ასე უწოდა ერთმა საზღვარგარეთელმა ჟურნალისტმა ჩემს ახალ საცხოვრებელს თბილისში.

image

დარჩეს ეს მის სინდისზე 1992 წლის მარტიდან ჩემს ცხოვრებაში ყველაფერმა იმდენად გაზვიადებული ხასიათი მიიღო, რომ ეს ჟურნალისტური ჰიპერბოლა სხვასთან შეფარდებით სრულიად უმანკო იყო.

ჩემი ახალი თბილისური კერა გახდა სასტუმრო სახლი მთავრობის რეზიდენციაში. რომელიც განლაგებულია საქართველოს დედაქალაქის სამხრეთ - აღმოსავლეთ გარეუბანში, კრწანისში, თელეთის ვულკანური ქედის ძირში.

image

თელეთის ფერდობები ჩემი პირადი დაცვისთვის გამუდმებული სადარდებელი გახდა. სახლი რომელშიც ვცხოთრობდი შესანიშნავ სამიზნეს წარმოადგენს იმ ნებისმიერი მსროლელისათვის, რომელიც შეინიღბება ეკლიან ბუჩქებში.

დაცვა მარწმუნებდა, იქ შეიძლება ფარულად გამართო არათუ ოპტიკური სამიზნით აღჭურვილი შაშხანა, არამედ თვით ქვემეხიც კი, და ერთი პირდაპირი გასროლით ნანგრევებად აქციო მთელი შენობაო .

მცველები სულ უფრო დაბეჯითებით მოითხოვდნენ კაბინეტი სხვა შენობაში ან საძილე ოთახში გადაგვეტანა . ან საერთოდ დამეტოვებინა ეს სახლი.

კრწანისი ქართული თერმოფილეა, 1795 წლის სექტემბერში აქედან ახლოს ქართველთა მეფის ერეკლე მეორის ლაშქარი შეება ირანის შაჰის აღა - მაჰმად - ხანის არმიას. ბრძოლა უთანასწორო იყო . ჯარი რომ გადაერჩინა ერეკლე მეორემ გადაწყვიტა იგი კავკასიონის მთისწინეთში, და არიერგარდის დაცვა დაავალა მხედრებს მდინარე არაგვის ხეობიდან .

image

სამასნი იყვნენ ისინი და ყველა დაეცა კრწანისის ველზე. ეს იყო დიდი მიზნისთვის თავშეწირვის მაგალითი, მე კი ჩემს თანამებრძოლებს ვთავაზობდი გვეცოცხლა დიდი მიზნისათვის, ერთად დაგვემარცხებინა გაჭირვება .

ასევე დააინტერესებთ

გერმანელი პილოტი, რომელსაც “ შეშლილ მაიორს " უწოდებდნენ, აეროშოუს დგამდა, ომი ჰაერში

image

მოზარდობა, შეიძლება ითქვას რომ ეს ყველაზე “ საზიზღარი " ასაკია

image

შვილის წერილი ემიგრანტ დედას, სულით ხორცამდე შეგძრავთ

image

“ ყველაზე მეტად ის გამიხარდა, რომ ჯონ მალკოვიჩმა საქართველო ძალიან კარგად იცოდა" ზურა მჭედლიძე

image

0
345
1-ს მოსწონს
ავტორი:Teklamaisuraze
Teklamaisuraze
345
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0