x
image
Teklamaisuraze
მოზარდობა, შეიძლება ითქვას რომ ეს ყველაზე ,, საზიზღარი " ასაკია
ყოველი ადამიანი გაივლის განვითარების სხვადასხვა ეტაპებს. ყველა ეტაპი მნიშვნელოვანია და სირთულეებთან დაკავშირებული, ყალიბდება პიროვნება, თუმცა ყველაზე რთულ პერიოდად მაინც მოზარდობის ასაკია.

image

რადგან მოზარდი, მცირე ასაკის ბავშვებისგან განსხვავებით, ყველაფერს ხმამაღლა და უხეშად გამოხატავს უკმაყოფილებას. მშობლის ვისაც ასევე სირთულეს წარმოადგენს რადგან მარტივი მეთოდები, ყურადღების გადატანა, სასიამოვნო აქტივობაში ჩართვა, მულთფილმით და ტკბილეულით მოთაფლვა არ ჭრის.

image

რა არის მოზარდობა?

როგორი ემოციები, ფიქრები და ქცევები ახასიათებს?


მოზარდობის სტადიები

მოზარდობა ერთი პროცესი არაა, მისი ყოველი სტადია სხვადასხვა მახასიათებლით გამოირჩევა.

image

10 - 13 _ პუბერდატი

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს “ ყველაზე საზიზღარი " ასაკია.

საკუთარი თავის ძიება - კითხვების დასმა, განცდა, ემოციური რეაგირება . ამ დროს იწყებენ თავის დამკვიდრებას, რაც ზოგჯერ ძალიან მტკივნეული არის ხოლმე. ხშირად თან ახლავს თვითშეფასების დაწევაც.“ შავ - თეთრის" აღქმა.

სხეულის სწრაფი ცვლილება - ჰორმონების გაძლიერებული გამოყოფა, სასქესო ნიშნების განვითარება, უამრავი კითხვა დაბნეულობა. ცრუ და რეალური ინფორმაციის შეგროვება. სქესობრივი ცნობისმოყვარეობა, საკუთარი სხეულის შესწავლა, მტკივნეული რეაგირება გარეგნულ ფორმებთან დაკავშირებით.

მშობლის იდეალისა და ავტორიტეტის მსხვრევა- მშობელთან კონტაქტის შესუსტება, მათთან თავის არიდება, მუდმივი კამათი, გულჩათხრობილება, დამოუკიდებლობის მოპოვებისკენ სწრაფვა.

image

კონკრეტული აზროვნება- მოზარდს უჭირს განსაზღვრა რა გავლენას მოახდენს მისი ახლანდელი ქმედება მომავალზე, ხშირად ჰგონია რომ არაფერი მოუვა, ვერ აფასებს რისკებს, ვერ ისახავს გრძელვადიან მიზნებს.

image

გუნება განწყობილების ხშირი ცვლილება- აქვს არასტაბილური ემოციური ფონი . მუდამ განიცდის მოვლენებს, და ამავე დროს ჰგონია რომ მისი არავის ესმის.

ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის - ამ დროს ბუნებრივია წესების და შეზღუდვების წინააღმდეგ გალაშქრება. პროტესტი, ის ამგვარად სწავლობს იყოს გაბედული.

image

მშობლებისთვის, მიუხედავად იმისა რომ მოზარდებთან ურთიერთობა ძალიან რთულია, შეუძლებელი უნდა შეძლონ. თან ხელი უნდა შეუწყონ მათ მცდელობებს, მოიპოვონ დამოუკიდებლობა და ჩამოყალიბდნენ პიროვნებებად. ამავე დროს არ უნდა შეეხოთ მის თავმოყვარეობას, რადგან მათთვის რთულია აღიარონ, რომ ზოგი რამ მარტოს არ გამოსდით.

image

მშობელს უნდა ახსოვდეს, რომ ეს დროებითია და მოზარდი ამ ეტაპს წარმატებით გადალახავს . მანამდე კი მოზარდი ცალკე პიროვნებად უნდა აღვიქვათ, გავუგოთ. ბოლოს და ბოლოს ცოტა ხნის წინ ხომ თქვენც იყავით ამ ასაკში.


0
62
შეფასება არ არის
ავტორი:Teklamaisuraze
Teklamaisuraze
62
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0