x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
ნიკა გვარამიას და "ტელეიმედის" დაპირისპირება უფრო მწვავდება - "ტელეიმედი მგონი ჩემი გახდა "
image


“რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიასა და ტელეკომპანია "იმედს" შორის დაპირისპირება გრძელდება.

გვარამია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ტელეკომპანია იმედის შესახებ წერს და მათ სიუჟეტს აზიარებს.


სიუჟეტში, რომლითაც ნიკა გვარამიას პასუხობენ, მის ყველა დაპირებაზე იქნა ხაზი გასმული, რომელიც მან არ შეასრულა და ასევე ყველა მისი უცენზურო ეთერი, თუ ფბსტატუსი იყო განხილული.



სიუჟეტში ასევე გაკეთებული აქვთ ხალხის გამოკითხვა, სადაც ხალხი ნიკა გვარამიას აგინებს და მასზე შეურაცხმყოფელ სიტყვებს ამბობს.


აი, ასე გამოეხმაურა ამ ყველაფერს ნიკა გვარამია.


"ტელეიმედი მგონი ჩემი გახდა - ზუსტად იმას აკეთებს, რაც მე მინდა . დიდი მადლობა . მალადეც, ლაშა, სუ ვიცოდი, რომ ბიძინას ფულზე ზიხარ, მაგრამ სინამდვილეში ჩემკენ ხარ.

p. s ცოტა ბანძად, მარა მაინც. მაგათმაც რა ქნან, სხვანაირად არ შეუძლიათ მუშობა .

p . p . s წერილი მაინც არა აქვთ, ტექსტი თვითონ მოიგონეს და ახლა ხელმომწერებს ვერ პოულობენ "- წერს გვარამია.


შეგახსენებთ, რომ წინა კვირას ტელეკომპანია " იმედში" გავიდა სიუჟეტი სახელწოდებით "ერის მაგინებელი - გვარამიას ბილწისტყვაობას საზოგადოების პროტესტი მოჰყვა" .

როგორც სიუჟეტში ამბობდნენ, მათ საპროტესტო წერილი მიიღეს და სწორედ ამიტომ რეპორტაჟიც გააკეთეს.



იხილეთ სიუჟეტი, რომელიც ტელეკომპანია იმედმა მოამზადა.


image

1
573
2-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
573
  
2019, 15 აპრილი, 12:09
ვინ ხარ, რა ხარ, რა ადამიანი ხარ, ადამიანო?(
0 1 1