x
image
ელენე გუმა
ნახეთ, როგორ გამოიყურებიან 60-70 -იანი წლების სექს-სიმბოლოდ წოდებული მსახიობები
1960-1970 წლები მდიდარი იყო იმ ადამიანებით, რომლებსაც პლანეტის ყველა დროის ყველაზე სასურველ ადამიანებს უწოდებდნენ.

თუმცა დრო არავის ინდობს და უჩენს ნაოჭებს და ჭაღარას ცნობილებსაც ისე, როგორც, უბრალო ადამიანებს.


საინტერესოა, როგორ შეიცვალნენ წლებთან ერთად სოფი ლორენი, ჯეინ ფონდა, ალენ დელონი და სხვა ვარსკვლავები, რომლებთან მსგავსებაც 50-60 წლის წინ მილიონობით ადამიანს ოცნებად ქონდა.


მაშ ასე დავიწყოთ და თქვენ შეაფასეთ:



სოფი ლორენი - იტალიელი მსახიობი და მომღერალი . მრავალი ჯილდოს მფლობელი, რომელიც სპეციალურად მისთვის გამოიგონეს. 2019 წლის 20 სექტემბერს ის 85 წლის გახდება.


image


ჟან-პოლ ბელმონდო - 9 აპრილს მას 86 წელი შეურულდა. ის იყო საფრანგეთის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი. 2001 წელს ინსულტის გამო 8 წლით კინოს და თეატრს ჩამოშორდა.

image


ბრიჯიტ ბარდო- მსახიობი, ფოტომოდელი და მომღერალი 1970 წლიდან ცხოველთა უფლებების აქტიური დამცველია. ბოლო წლებში ბარდო იშვიათად ჩნდება საზოგადოებაში. მას 28 სექტემბერს 85 წელი შეუსრულდება.


image


ალენ დელონი- როდესაც მან მეგობრების რჩევით პროდიუსერს ფოტო გაუგზავნა, მას უპასუხეს "ძალიან ლამაზი ხარ, კარიერას ვერ ააწყობ". ის განსაკუთრებით პოპულარული იყო ქალებში. მისი სახელი ქალებს ჭკუას აკარგინებდა. დელონს 8 ნოემბერს 84 წელი შუსრულდება.


image


ორნელა მუტი- აღნიშნული ფსევდონიმი ფრანჩესკა რომანა რიველიმ კინორეჟისორ დამიანო დამიანისგან მიიღო, როდესაც 15 წლის ასაკში მისი დებიუტი შედგა ფილმში "ყველაზე ლამაზი ცოლი" . 9 მარტს მსახიობს 64 წელი შეუსრულდა.

image

ალ პაჩინო - ფილმების პარალელურად ის თეატრის კარგი მსახიობიც იყო. 1969-77 წლებში მიღებული აქვს პრესტიჟული თეატრალური ჯილდო "ტონი" . მას 25 აპრილს 79 წელი შეუსრულდება.

image


ჯეინ ფონდა - სექსიმბოლო, რომელიც 1968 წელს გადაიღეს ფრანგულ-იტალიურ ერთობლივ კინოპროექტში "ბარბარელა".

21 დეკემბერს მას 82 წელი შეუსრულდება.

image


შონ კონერი- 1989 წელს გახდა ყველაზე სასურველი მსახიობი, როდესაც ჟურნალმა People-მა მას სექს-სიმბოლოს ტიტული მიანიჭა, მაშინ 59 წლის იყო. 10 წლის შემდეგ კი იგივე ჟურნალმა XX საუკუნის ყველაზე სექსუალურ მამაკაცად დაასახელა. 25 აგვისტოს აგენტი 007-ის შემსრულებელს 89 წელი შეუსრულდება.


image


ჯინა ლოლობრიჯიდა - 1947 წელს მან გადაწყვიტა "მის იტალიის" კონკურსში მონაწილეობა და მესამე ადგილიც დაიკავა. მსახიობი სერიოზულად იყო გატაცებული ფოტოგრაფიით, მისი ფოტოები შესულია ენციკლოპედიაშიც. 4 ივლისს მსახიობს 92 წელი შეუსრულდება.

image


კლაუდია კარდინალე - 1957 წელს დასახელდა როგორც ყველაზე ლამაზი იტალიელი ტუნისში და მიწვეულ იქნა ვენეციის კინოფესტივალზე. მაშინ ის 19 წლის იყო. 2011 წლის თებერვალში კი Los Angeles Times -მა კინოს ისტორიაში ყველაზე ლამაზ 50 მსახიობს შორის დაასახელა.

15 აპრილს 81 წელი შეუსრულდება.


image

უორენ ბიტი- მსახიობი პოპულარული გახადა ქლაიდის როლმა ფილმიდან "ბონი და ქლაიდი". პოპულარობის მიხედავად უორენ ბიტმა კარიერა მიატოვა და პოლიტიკაში წავიდა. 30 მარტს 81 წელი შეისრულდა.

image

რაკელ უელჩი - მსახიობი ცნობილი გახდა 1966 წელს, ფილმის "მილიონი წელი ჩვენს ერამდე" გამოსვლის შემდეგ. ჟურნალმა Playboy -მ ის 70 -იანების ყველაზე სექსუალურ ქალად დაასახელა. 5 სექტემბერს რაკელი 79 წლის გახდება.

image

კლინტ ისტვუდი - 1960-80 იანი წლების კაშკაშა ვარსკვლავი, რომელმაც უამრავი დასამახსოვრებელი როლი შექმნა, ის ასევე გატაცებული იყო ჯაზით და მისი რამდენიმე კომპოზიცია მისივე ფილმებში ჟღერს.

ისტვუდი 31 მაისს 89 წლის იუბილეს იზეიმებს.

image

კეტრინ დენევის აღმავლობა დაიწყო ფილმიდან "შერბურის ქოლგები" . 1970 წელს ის იყოს სარეკლმაო სახე Chanel № 5-ის. ამის შემდეგ პრესამ ის დაასახელა მსოფლიოს ყველაზე ელეგანტური ქალების სიაში. მან ასევე გამოუშვა საკუთარი სუნამო. არის დიზაინერი. დენევს 22ოქტომბერს 76 წელი შეუსრულდება.

image

ჯოან კოლინზი - 1950 წელს დასახელდა ყველაზე ლამაზი გოგონად დიდ ბრიტანეთში. მას ყველაზე დიდი პოპულარობა მოუტანა სერიალმა "დინასტია". კოლინზი 23 მაისს 86 წლის გახდება.

image


ჟაკლინ ბისე - ულამაზეი მსახიობი, რომელმაც არაერთ ცნობილ სამხიობთან ერთად ითამაშა. ის გათხოვილი არასოდეს ყოფილა, თუმცა 15 წლიანი სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებდა რუს ბალეტმეისტერთან. არის ანჯელინა ჯოლის ნათლია. ბისეს 13 სექტემბერს 75 წელი შეუსრულდება.


image


ფეი დენაუეი- ბონის როლის შემსრულებელი ფილმში "ბონი და ქლაიდი" . ის დასახელდა თანამედროვეობის ყველაზე ლამაზ ქალად. 14 იანვარს ფეი 78 წლის გახდა.

image

და ბოლოს ოლივია დე ხევილენდი- 1930-40-იანი წლების პოპულარული მსახიობი, ის ერთადერთი ცოცხალი ლეგენდაა 30-იანი წლების კინოსი. მას 1 ივლისს 103 წელი შეუსრულდება.


image

0
571
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
571
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0