x
image
ელენე გუმა
"როცა ნუცა ჯერ კიდევ სახლში მყავდა, ევა პირველად გამოვიდა სახლიდან, მოვიდა და ჩამეხუტა"
image

ატირებული შორენა ბეგაშვილი და მაია ასათიანის ემოციური მოგონება ევაზე.

თოქ-შოუ "პროფილში" გადაცემის წამყვანმა და მსახიობმა თავიანთი ცხოვრების ურთულესი პერიოდზე ისაუბრეს.

შორენა ბეგაშვილმა შვილზე ლაპარაკი ვერ შეძლო და ატირდა. რის გამოც წამყვანს მისთვის ბოდიშის მოხდა მოუხდა, მძიმე დღეების გახსენებისთვის.


მაია ასათიანმა შორენას იმ თანაგრძნობისთვის მადლობა გადაუხადა, რომელიც დედა -შვილმა მის მიმართ ნუცას გარდაცვალების დროს გამოიჩინეს.

წამყვანმა მძიმე ავადმყოფობის შემდეგ ევას პირველად ნახვა გაიხსენა.

"მოდი ჩემს ემოციებს გეტყვი, როდესაც ევა პირველად ვნახე. არასდროს არ დამავიწყდება, შენ და ევა ჩემთან მოხვედით, როცა მე მიჭირდა ყველაზე მეტად, როცა ნუცა ჯერ კიდევ სახლში მყავდა... და მაშინ მე დავინახე პირველად ევა, რომელიც დადიოდა. უმძიმეს მდგომარეობაში ვიყავი, როგორ უნდა იყოს დედა, რომელსაც შვილი წინ უსვენია? და დავინახე ბავშვი, რომელიც თავისი ფეხით მოვიდა ჩემამდე. ევა მოვიდა ჩემთან და ჩამეხუტა, ეს იყო ევას პირველი გარეთ გამოსვლა და ის ჩემთან მოვიდა მაშინ, სინათლის სხივივით იყო ეს გოგონა მთელი საქართველოსთვის. მაშინ იმდენი ადამიანი ლოცულობდამის გადასარჩენად . მადლობა მინდა გითხრათ ამისთვის", - უთხრა მაია ასათიანმა შორენა ბეგაშვილს.



1
420
3-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
420
  
2019, 27 ოქტომბერი, 1:38
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1