x
როგორ გადავარჩინოთ ურთიერთობა?

ყოველ გრძელვადიან ურთიერთობაში ჩნდება მომენტი, როცა ურთიერთობის დასასრულისკენ მივდივართ, ეს შეიძლება არც ერთ ჩვენგანს არ უნდოდეს, მაგრამ ასე ხდება მაინც.

ეს სტატია მოგცემთ რამდენიმე რჩევას, თუ როგორ დაეხმაროთ ურთიერთობას, რათა ისევ აღდგეს და ისეთი იყოს, როგორიც თქვენ გსურთ.


image


თუ შეამჩნიე, რომ თქვენი ურთოერთობა უარესდება, საკუთარ თავს დაუსვი სამი შეკითხვა:


რა მიყვარს მასში?


რა მაინტერესებს მასზე?


როგორ მივიღო მისგან უკეთესი რამ?



თუ ამ სამ კითხვაზე პასუხი გაქვს და ის ისევ გიყვარს, ისევ გაინტერესებს და ისევ გინდა მისგან რაღაცის მიღება, როგორიცაა სითბო და ა.შ. ესე იგი მზად ხარ ურთიერთობის გადასარჩენად და დროა იბრძოლო.



ტყუილით დაწყებული ურთიერთობა


ხშირად ადამიანები ურთიერთობას იწყებენ ტყუილით და რაღაცების დამალვით, სწორედ ასეთ ურთიერთობაში იწყება შემდეგ ძალიან ბევრი პრობლემა, როგორიცაა: გაუცხოება, ხშირი კამათი, უინტერესო საუბარი და ა.შ. ამიტომ ყველას გირჩევთ არასდროს დამალოთ თქვენი ნამდვილი სახე ურთიერთობის დაწყებისას. პარტნიორს ესაუბრეთ ძალიან ბევრი და ნახავთ, რომ ყველაფერი გამოვა.



მიიღე შენი პარტნიორი ისეთი, როგორიც არის და თუ საჭიროა შეცვალე საკუთარი თავი


არასდროს უნდა მოსთხოვო პარტნიორს, რომ შეიცვალოს და გახდეს ისეთი, როგორიც შენ გინდა რომ იყოს. ყოველთვის ისეთი უნდა მიიღო, როგორიც არის და თუ რამე არ მოგწონს, ან უნდა დაშორდე ან შეცვალო რაღაც საკუთარ თავში.

დიახ ჩვენ შეგვიძლია გავლენა მოვახდინოთ სხვა ადამიანის ქცევაზე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ამის უფლება გაგვაჩნია.

სინამდვილეში, იმას უნდა აკეთებდე, რაც გინდა და არავის უნდა დაემორჩილო (იარო კინოში, წაიკითხო ის წიგნი, რომელიც გინდა, იმეგობრო მასთან, ვისთანაც გინდა) შემდეგ კი ნახავ, როგორ შემოგთავაზებს შენი პარტნიორი მეტ თავისუფლებას.



დაგეგმეთ სექსის თარიღი


image


სექსი განუყოფელია წარმატებული ურთიერთობისთვის. სექსი ყველა ადამიანისთვის განსხვავებულია, მაგრამ ყველასთვის უნდა ნიშნავდეს სიყვარულის გამოხატულებას და არა მხოლოდ ვნების.

თქვენი სხეული კომუნიკაციის გზაა პარტნიორთან და რთულ სიტუაციაში სწორედ მაგ გზით შეგიძლიათ გადაარჩინოთ ურთიერთობა.




3
36
2-ს მოსწონს
ავტორი:გოგონა გაზაფხულიდან
გოგონა გაზაფხულიდან
36
  
2019, 11 აპრილი, 11:53
Mesameshi bolo vigulisxme ki ????
მგონი ბოლოსაც არაუშავს :D
2019, 11 აპრილი, 9:39
Mesame kai variantia
0 1 3