x
6 მითი ქალებზე, მამაკაცებზე და ურთიერთობაზე

თითქმის ყველა ფიქრობს რომ ქალები და მამაკაცები განსხვავდებიან ურთიერთობაში და რაღაც მითებიც კი არსებობს იმის შესახებ თუ როგორ უნდა მოიქცეს თითოეული ურთიერთობის დროს. ხშირად ქალები და მამაკაცები ძალიან გვანან ურთიერთობაში ერთმანეთს.

ქვემოთ განვიხილოთ 6 საერთო მითი

image


ქალები უფრო რომანტიულები არიან ვიდრე მამაკაცები

რეალურად მამაკაცებს უფრო რომანტიული ხედვა აქვთ ვიდრე ქალებს. მამაკაცები უფრო მეტ ფილმს იღებენ ქალებზე და ჩანს მათი დამოკიდებულება ქალების მიმართ.


მეუღლის ფიზიკური მიმზიდველობა მამაკაცებისთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ქალებისთვის

ესეც რიგით მეორე მითი. ქალები და მამაკაცები ყოველთვის ირჩევენ ფიზიკურად მიმზიდველ პარტნიორს. ადამიანს თუ ფიზიკურად არ იზიდავს მისი მეორე ნახევარი მასთან ჯანსაღი ურთიერთობა ვერ ექნება. ამიტომ აქ სქესზე ხაზის გასმა არ შეიძლება.


ქალებს არ აინტერესებთ სექსი

მიუხედავად იმისა რომ მამაკაცებს უფრო მრავალფეროვანი სექსუალური პარტნიორები ყავთ, ქალებს უნდათ სექსი ისევე როგორც მამაკაცებს და ზუსტად ისეთივე მოთხოვნილება გააჩნიათ. მამაკაცები თითქოს ამაყობენ რაც უფრო მეტი სექსუალური პარტნიორი ყავთ, მით უფრო კარგი გონიათ ეს და სწორედ ამიტომ გონიათ რომ მამაკაცებს მეტი პარტნიორი ყავთ ვიდრე ქალებს, რადგან ქალები არასდროს აჭარბებენ პარტნიორების რაოდენობას.


ქალებს და მამაკაცებს ფუნდამენტურად განსხვავებული პიროვნება აქვთ და შესაბამისად განსხვავებულად უყურებენ ურთიერთობებს


ეს მითი ხშირად პოპულარულია მედიაში. სიმართლე ისაა რომ ინდივიდუალურ ადამიანებს შორის უფრო მეტი განსხვავებაა ვიდრე გენდერს შორის. მხოლოდ იმიტომ რომ გენდერული განსხვავება სტატისტიკურად მნიშვნელოვანია, არ ნიშნავს იმას რომ მართლაც დიდია განსხვავება. სინამდვილეში ძალიან დიდი მსგავსებაა იმის შესახებ თუ რა სურთ ქალებსა და მამაკაცებს ურთიერთობისგან: ორივე აფასებს სიკეთეს, გულახდილობას, ერთგულებას და სიყვარულს.


კონფლიქტის მოგვარების განსხვავებული გზები აქვთ ქალებსა და მამაკაცებს

ურთიერთობაში რაღაცის შეცვლა ან მოგვარება თუ არის საჭირო, ამას ზოგჯერ აკეთებს ქალი და ზოგჯერ მამაკაცი. არც ერთ ჯანსაღ ურთიერთობაში მხოლოდ ერთი სქესის წარმომადგენელი არ უნდა იღებდეს გადაწყვეტილებას და მეორე ემორჩილებოდეს. პირი რომელსაც სურს ცვლილება ძირითადად არის ადამიანი ვისაც ნაკლები ძალაუფლება აქვს და სურს რომ დაჩრდილოს მეორე ნახევარი და არ გაუშვას წინ თუნდაც კარიერაში.


ფიზიკურ შეურაცხყოფას თითქმის ყოველთვის აყენებენ მამაკაცები ქალებს და არა პირიქით

ეს სრული აბსურდია. ძალადობას სქესი არ გააჩნია, უბრალოდ ეს მაინც მენტალობის ამბავია და ჩვენნაირ ქვეყანაში სადაც ასეთი მენტალობა არის შეიძლება არ გვიკვირდეს კიდეც ეს მითი და რეალობა გვეგონოს, თუმცა როგორც ქალები ძალადობენ კაცებზე ისე ძალადობენ კაცები ქალებზე.



0
120
1-ს მოსწონს
ავტორი:გოგონა გაზაფხულიდან
გოგონა გაზაფხულიდან
120
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0