x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134535
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508596
როგორ დავამზადოთ სააღდგომო დეკორაციები - კრაფტის სპეციალისტის რჩევები
image


აღ­დგო­მის დღე­სას­წა­უ­ლი დიდ სი­ხა­რულ­თან ერ­თად უკვე ლა­მაზ დე­კო­რა­ცი­ებ­სა და მორ­თუ­ლო­ბას­თან ასო­ცირ­დე­ბა. ისე­ვე რო­გორც წი­ნა­სა­ა­ხალ­წლო პე­რი­ოდ­ში, სა­აღ­დგო­მო­დაც მა­ღა­ზი­ის ვიტ­რი­ნე­ბი ლა­მა­ზად ირ­თვე­ბა. გან­სა­კუ­რე­ბით აქ­ტი­ურ­დე­ბა სა­ო­ჯა­ხო მა­ღა­ზი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც მომ­ხმა­რე­ბელს მრა­ვალ­ფე­რო­ვან დე­კო­რა­ცი­ებს სთა­ვა­ზო­ბს. ბოლო პე­რი­ოდ­ში კი ძა­ლი­ან აქ­ტუ­ა­ლუ­რი გახ­და ხელ­ნა­კე­თი ნივ­თე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით კი სა­კუ­თა­რი ხე­ლით დამ­ზა­დე­ბუ­ლი ნივ­თე­ბით სახ­ლის მორ­თვა და გა­ლა­მა­ზე­ბა.


აღ­დგო­მის სიმ­ბო­ლო ტრა­დი­ცი­უ­ლად წი­თე­ლი კვერ­ცხია, თუმ­ცა ბოლო პე­რი­ოდ­ში ევ­რო­პუ­ლი სა­აღ­დგო­მო ტრა­დი­ცი­ე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­შიც გად­მო­დის და დი­ზა­ინ­ში ხში­რად შეხ­ვდე­ბით კურ­დღელს, ღია პას­ტე­ლურ ფე­რებ­ში შე­ღე­ბილ კვერ­ცხებს. სა­აღ­დგო­მო ტრა­დი­ცი­ებ­სა და დე­კო­რა­ცი­ებ­ზე სა­სა­უბ­როდ კრაფ­ტის სპე­ცი­ა­ლისტს, ანა უთურ­გა­ი­ძეს მივ­მარ­თეთ, რო­მელ­მაც სა­აღ­დგო­მოდ რამ­დე­ნი­მე აქ­სე­სუ­ა­რის გა­კე­თე­ბაც გვას­წავ­ლა.


რო­გო­რია სა­აღ­დგო­მო ტრა­დი­ცი­ე­ბი სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში?


ბევრ ქვე­ყა­ნა­ში სა­აღ­დგო­მო ტრა­დი­ცი­ებ­სა და მორ­თუ­ლო­ბას დიდ ყუ­რა­დღე­ბას აქ­ცე­ვენ და ცდი­ლო­ბენ, ეს დღე­სას­წა­უ­ლი უფრო მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი და სა­ზე­ი­მო გა­ხა­დონ. მა­გა­ლი­თად, იტა­ლი­ა­ში ყო­ველ აღ­დგო­მას ამ­ზა­დე­ბენ ხელ­ნა­კეთ პალ­მებ­სა და უგემ­რი­ე­ლეს იტა­ლი­ურ ორ­ცხო­ბი­ლებს. უკ­რა­ი­ნა­სა და რუ­სეთ­ში გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კვერ­ცხე­ბის მო­ხატ­ვაა, მათ ულა­მა­ზე­სი ორ­ნა­მენ­ტე­ბით აფორ­მე­ბენ. ფრან­გე­ბი სა­აღ­დგო­მოდ აცხო­ბენ ტკბილ პურს- ბრი­ოშს, გვა­ტე­მა­ლა­ში კი ადა­მი­ა­ნე­ბი ერ­თად ამ­ზა­დე­ბენ ძა­ლი­ან დიდ ხა­ლი­ჩას ყვა­ვი­ლე­ბის, ხი­ლი­სა და მარ­ცვე­უ­ლი­სა­გან. სკან­დი­ნა­ვი­ის ქვეყ­ნებ­ში უფ­რო­სე­ბი პა­ტა­რებ­თან ერ­თად ჯა­დოს­ნურ ჯო­ხებს აფორ­მე­ბენ, ხის ჯო­ხებ­ზე ამაგ­რე­ბენ ფე­რად ბუმ­ბუ­ლებ­სა და მძი­ვებს. გერ­მა­ნი­ა­ში სა­აღ­დგო­მოდ კვერ­ცხებს ხე­ებ­ზე კი­დე­ბენ, ამი­ტომ ქუ­ჩა­ში სე­ირ­ნო­ბი­სას უამ­რავ, ფე­რა­დი კვერ­ცხე­ბით მორ­თულ და გა­ლა­მა­ზე­ბულ ხეს შეხ­ვდე­ბით. ზო­გა­დად, ევ­რო­პა­ში სა­აღ­დგო­მო დღე­სას­წა­უ­ლის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლი კურ­დღლე­ბი არი­ან. ტრა­დი­ცი­ის თა­ნახ­მად, სა­აღ­დგო­მოდ ისი­ნი ბავ­შვებს ფე­რად კვერ­ცხებს უმა­ლა­ვენ და ვინც ყვე­ლა­ზე მეტ კვერ­ცხს მო­აგ­რო­ვებს ამ სა­ხა­ლი­სო თა­მაშ­ში, ის არის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი. ფე­რა­დი კვერ­ცხე­ბი კი მათ­თვის დღე­სას­წა­უ­ლის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია.


სა­ქარ­თვე­ლო­ში რო­გო­რი ტრა­დი­ცი­ე­ბი გვაქვს, რო­გორ ალა­მა­ზენ სა­აღ­დგო­მოდ ინ­ტე­რი­ერ­სა და სუფ­რას?

სა­ქარ­თვე­ლო­ში უძ­ვე­ლე­სი დრო­ი­დან კვერ­ცხებს ძი­რი­თა­დად მხო­ლოდ წით­ლად ღე­ბავ­დნენ, ჯე­ჯილს ზრდიდ­ნენ და პას­კებს აცხობ­დნენ. ყვე­ლაფ­რის მე­ტად გამ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა ნაკ­ლებ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო, თუმ­ცა ბოლო ხა­ნებ­ში შე­მო­ვი­და ტენ­დენ­ცია, რომ ამ ბედ­ნი­ე­რი დღის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად, ყვე­ლა­ფერს ახ­ლე­ბუ­რი იერი უნდა შევ­ძი­ნოთ. პა­ტარ-პა­ტა­რა მორ­თუ­ლო­ბა და მეტი ფე­რე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბულ დატ­ვირ­თვას მი­ა­ნი­ჭე­ბენ თქვენს დღე­სას­წა­ულს.


აქ­ტუ­ა­ლუ­რია სა­აღ­დგო­მო ჭურ­ჭე­ლი და დე­კო­რა­ცი­ე­ბი. ძი­რი­თა­დად გვხვდე­ბა ქათ­მით, ცხვრი­თა და კურ­დღლით გა­ფორ­მე­ბუ­ლი ნივ­თე­ბი. ასე­ვე ბოლო პე­რი­ოდ­ში პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და წი­თელ­თან ერ­თად, კვერ­ცხე­ბის სხვა­დას­ხვაფრად შე­ღებ­ვა და მათი მო­ხატ­ვა.


image


სა­აღ­დგო­მო აქ­სე­სუ­ა­რე­ბის სა­კუ­თა­რი ხე­ლით შექ­მნა რამ­დე­ნად აქ­ტუ­ა­ლუ­რია?

ზო­გა­დად, ბოლო პე­რი­ოდ­ში კრაფტ­მა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბა შე­ი­ძი­ნა. სა­კუ­თა­რი ხე­ლით დამ­ზა­დე­ბუ­ლი ნივ­თე­ბი ინ­ტე­რი­ე­რის გა­ნუყ­რე­ლი და სა­ა­მა­ყო ნა­წი­ლი გახ­და. ის ასე­ვე ძა­ლი­ან კარ­გი სა­ჩუ­ქა­რია.

ისი­ნი, ვი­საც ხელ­საქ­მე ეხერ­ხე­ბა, ძა­ლი­ან ალა­მა­ზე­ბენ სა­აღ­დგო­მო სუფ­რას და უკე­თეს გან­წყო­ბას იქ­მნი­ან. სა­აღ­დგო­მო დე­კო­რა­ცი­ე­ბის გა­სა­კე­თებ­ლად შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ი­ყე­ნოთ თექა, მუ­ყა­ოს ქა­ღალ­დი, ლენ­ტე­ბი, მაქ­მა­ნე­ბი, თიხა. სა­აღ­დგო­მოდ უმე­ტე­სად დაგ­ჭირ­დე­ბათ წი­თე­ლი, მწვა­ნე და ასე­ვე, ღია პას­ტე­ლუ­რი ფე­რე­ბი. კვერ­ცხებს ხში­რად აფორ­მე­ბენ მაქ­მა­ნე­ბი­თა და ძა­ფე­ბით, შე­საძ­ლე­ბე­ლია მისი მო­ხატ­ვა და დე­კუ­პა­ჟის გა­კე­თე­ბაც. ასე­ვე შე­საძ­ლე­ბე­ლია კვერ­ცხი­სა და პას­კის ჩა­სა­ლა­გე­ბე­ლი ლა­მა­ზი კა­ლა­თე­ბის გა­კე­თე­ბაც.


image


ზო­გა­დად, კრაფტს ძა­ლი­ან დიდი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი აქვს. ნე­ბის­მი­ე­რი სა­აღ­დგო­მო თუ არა­სა­აღ­დგო­მო ნივ­თი, რომლსაც მა­ღა­ზი­ა­ში ნა­ხავთ, შე­გიძ­ლი­ათ თქვე­ნი ხე­ლი­თაც გა­ა­კე­თოთ. შე­იძ­ლე­ბა ზუს­ტად იდენ­ტუ­რი არ გა­მო­ვი­დეს, მაგ­რამ ამას არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა. მთა­ვა­რი იდე­აა და კრაფ­ტის მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ინ­სტრუ­მენ­ტე­ბი მათი სა­კუ­თა­რი ხე­ლით გა­კე­თე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ცემთ.


მა­გა­ლი­თად, თე­ქი­თა და წე­ბო­თი შე­გიძ­ლი­ათ გა­ა­კე­თოთ კვერ­ცხის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ჩა­სა­დე­ბი ბა­ჭი­ის ან სხვა თქვენ­თვის სა­სურ­ვე­ლი ფორ­მის. კა­ლა­თის გა­სა­კე­თებ­ლად ცოტა მეტი მა­სა­ლა დაგ­ჭირ­დე­ბათ. მა­გა­ლი­თად, ყვა­ვი­ლე­ბი და ლენ­ტი გა­სა­ფორ­მებ­ლად. ეს ყვე­ლა­ფე­რი სრუ­ლი­ად თქვენს ფან­ტა­ზი­ა­სა და გე­მოვ­ნე­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. მის და­სამ­ზა­დებ­ლად კი სულ რა­ღაც 15-20 წუთი დაგ­ჭრ­დე­ბათ. სა­ჭი­რო მა­სა­ლა შე­გიძ­ლი­ათ იყი­დოთ „ბიბ­ლუ­სი გა­ლე­რე­ა­ში“ გან­თავ­სე­ბულ კრაფ­ტის კუ­თხე­ში. კონ­სულ­ტან­ტე­ბი სა­ჭი­რო ნივ­თე­ბის შერ­ჩე­ვა­შიც და­გეხ­მა­რე­ბი­ან და ნივ­თე­ბის და­სამ­ზა­დებ­ლად კვა­ლი­ფი­ცი­ურ რჩე­ვა­საც მოგ­ცე­მენ. ხელ­საქ­მის კე­თე­ბი­სას კი თქვენ სა­სი­ა­მოვ­ნოდ გა­ნიტ­ვირ­თე­ბით და მი­ღე­ბუ­ლი შე­დე­გი­თაც ია­მა­ყებთ.

0
84
3-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
84
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0