x
მეტი
  • 30.04.2024
  • სტატია:134528
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508648
FIFA 19 – მწვრთნელის კარიერა: “მანჩესტერ იუნაიტედი”
ფიქრობ რომ შენ უკეთ შეგიძლია ათამაშო „მანჩესტერ იუნაიტედის“ ამჟამინდელი შემადგენლობა ვიდრე ეს მოახერხა ჟოზემ მოურინიომ ან მოახერხებს ოლე გუნარ სოლსკიაერი?

„წითელი ეშმაკები“ ნორვეგიელი მწვრთნელის ხელში შესანიშნავად გამოიყურებიან თუმცა ეს მხოლოდ მოჩვენებითია და მათ ძალიან ბევრი უკლიათ რომ სტაბილურად მიაწყონ მოგებათა სერია, რასაც ვერ ვიტყვით მათ თანაქალაქელებზე, „მანჩესტერ სიტი“ პრემიერ ლიგის ტიტულის დასაცავად ბრძოლაშია და მწვრთნელის პრობლემაც დიდი ხანია მოგვარებული აქვს.

ქვემოთ გაეცნობით, რა უნდა გააკეთოთ FIFA 19-ში, როდესაც მანჩესტერ იუნაიტედის სამწვრთნელო კარიერას დაიწყებთ.


დირექტორთა საბჭოს მოლოდინები

ბორდი მოგთხოვთ რომ რადაც არ უნდა დაგიჯდეთ, თქვენ უნდა მოიგოთ ყველა ტურნირი რაშიც მონაწილეობას მიიღებთ. ერთ წელში/სეზონში თქვენ მოგეთხოვებათ რომ მოიგოთ 2 ტიტული: „ფა ქაფი“ და „პრემიერ ლიგა“, ასევე უნდა გააღწიოთ „ჩემპიონთა ლიგის“ ფინალში.


იმ შემთხვევაში თუ პირველივე სეზონში „ჩემპიონთა ლიგის“ ტიტულს ვერ მოიგებთ, ბორდისთვის არც ეს იქნება პრობლემა, რადგან ტოპ ევროპული ტიტულის თავიანთ კაბინეტში განთავსება კლუბის იერარქიას სამი წლის განმავლობაში სურს.


სატრანსფერო ბიუჯეტი და სახელფასო ჭერი

image

დიდი ალბათობით თქვენ არ გამოუცხადებთ იმხელა ნდობას მცველებს და ნახევარმცველებს როგორ ნდობასაც ყოფილი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო უცხადებდა ხოლმე.

საბედნიეროდ, მენეჯმენტი გვერდს გიმაგრებთ £166.8 მილიონიანი სატრანსფერო ბიუჯეტით და £295, 000 ათასიანი სახელფასო ჭერით - შესანიშნავი ორი მსოფლიო დონის ან რამდენიმე საშუალო დონის ფეხბურთელების მოსაყვანად.

სამი ფეხბურთელი რომელიც უნდა შეიძინოთ

ალვარო ოდრიოსოლა

თუ გრძელვადიანი ამბიციებით ჩაიბარეთ მანჩესტერ იუნაიტედის სავარძელი, მაშინ აუცილებლად დაგჭირდებათ ახალგაზრდა მცველი რომელიც სრულფასოვნად შეცვლის ანტონიო ვალენსიას.

სასწრაფოდ შეიძინეთ „რეალ მადრიდის“ ალვარო ოდრიოსოლა. 22 წლის ესპანელი არ არის ყველაზე ძლიერი მარჯვენა მცველი FIFA 19-ში, მაგრამ აქვს პოტენციალი რომ გახდეს და ის სერ ალექს ფერგიუსონის ყოფილი კლუბისთვის ბრწყინვალე შენაძენი იქნება.

175 სმ სიმაღლის მქონე მცველს ფაქტობრივად ყველაფერის გაკეთება შეუძლია: კარგი დარტყმა, კარგი ჩაწოდება, სისწრაფე, კაცის აყვანა და გამძლეობა.


რაფაელ ვარანი

რეალურ ცხოვრებაში, ერიკ ბაი (ბეილი) შეიძლება კლუბის მთავარი გუნდიდან გარიყული იყოს, მაგრამ თამაშში სიტუაცია რადიკალურად განსხვავებულია. შეუწყვილეთ მას „ლოს ბლანკოსის“ ფრანგი მცველი და თქვენ მიიღებთ შესანიშნავ ცენტრალურ მცველთა დუეტს.

იმისთვის რომ მსოფლიო ჩემპიონი თქვენ გუნდში იხილოთ, დიდი თანხის გასროლა მოგიწევთ, თუმცა ეს ამად ღირს. FIFA 19-ში ვარანი გასაოცარი მცველია: 85 - სისწრაფე, 84 - სიძლიერე, 88 - მდგომი ვარდნა და 87 - ვარდნა.

image

ფაბიან რუისი

იმისთვის რომ პოლ პოგბასგან ბევრი რამ მიიღოთ, მას არ უნდა შეუზღუდოთ მოქმედების არეალი და არ უნდა გადააქციოთ უფრო დაცვითი სტილის ნახევარმცველად.

გავითვალისწინოთ რა სერბი ნემანია მატიჩის კარგი პერფორმანსები, ნახევარდაცვის შესავსებად მხოლოდ მესამე ფეხბურთელის ყიდვა ხდება საჭირო და ეს კაცი გახლავთ „ნაპოლის“ ნახევარმცველი, ფაბიან რუისი.

ესპანელი დაცვითი ფუნქციებით ნაკლებად გამოირჩევა, თუმცა საკუთარი შესაძლებლობები ფაბიანს აძლევს საშუალებას მოედანზე ყველაფერი გააკონტროლოს. თუ მის თავით თამაშს და კაცის აყვანას გააუმჯობესებთ, რამდენიმე წელი თქვენ გეყოლებათ ბრწყინვალე CDM.

image

სამი ფეხბურთელი რომელიც უნდა გაყიდოთ

მარუან ფელაინი

თუ თქვენ მოურინიოს მსგავსად უიმედოდ რომანტიკოსი არ ხართ, რომ გეჯდეთ დიდი ბიჭი სკამზე რომელსაც შეუძლია ბოლო წამზე გამარჯება მოუტანოს თავის გუნდს, უმჯობესი იქნება თუ დევიდ მოიესის შენაძენს გაყიდით.

თამაშში მაროკოული ფესვების მქონე ბელგიელი ნახევარმცველი 30 წლის გახლავთ მაგრამ სატრანსფერო ღირებულება £10 მილიონს შეადგენს. ამ თანხის გადახდა კლუბებს არ გაუჭირდებათ, მაგრამ მისი კვირეული ხელფასი, რომელიც £100 ათას შეადგენს, დაინტერესებული კლუბებისთვის დამაბრკოლებელი ბარიერი იქნება.

image

სკოტ მაკტომინეი

მაკტომინეი 71 რეიტინგიანი ფეხბურთელია რომელსაც პოტენციალი აქვს რომ 81-ანი გახდეს. 21 წლის ფეხბურთელს განსაკუთრებული მონაცემები, რომელიც მოგხიბლავთ, არ გააჩნია. წლოვანებით მასზე დიდი მატიჩიც კი სკოტს სათამაშო დროის გარეშე ტოვებს.

ფილ ჯონსი

კლუბის წევრების ერთ-ერთი წარმომადგენელი, რომელსაც კონტრაქტი ერთ წელში უმთავრდება, ფილ ჯონსია. ისევე როგორც ფელაინში, ინგლისელ ფეხბურთელშიც შეგიძლიათ მომგებიანი გარიგება გაჩარხოთ.

იმ შემთხვევაში თუ გადაწყვიტეთ რომ ის კლუბში დარჩენის ღირსია, ამ შემთხვევაშიც თქვენ მომგებიან პოზიციას დაიკავებთ.

ის კმაყოფილია როტაციული როლით, რადგან სასტარტო შემადგენლობისთვის ერიკ ბაისთან (ბეილისთან) და კრის სმოლინგთან ჭიდილს ჯონსი არ დაიწყებს.


image

სამი ფეხბურთელი რომელიც მომავლისთვის უნდა შეიძინოთ

ანჟელ გომესი

18 წლის პორტუგალიური წარმოშობის ინგლისელ ანჟელ გომესს შუეძლია FIFA 19-ში ერთ-ერთი საუკეთესო გახდეს, რაზეც პოტენციური რეიტინგიც (87) მეტყველებს, საერთო რეიტინგი კი 67-ა.

ახალგაზრდა ფეხბურთელის მთავარი პოზიცია შემტევი ნახევარმცველია (AMF), შეუძლია ასევე მარცხენა ფლანგის შემტევად და ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე თამაში.

გამოირჩევა ბურთის ფლობით და შესანიშნავად იმორჩილებს ბალანსს, მაგრამ სჭირდება დამამთავრებელი ფაზის დახვეწა და გასაუმჯობესებელი აქვს პასის კულტურა.

ტაჰით ჩონი

კიდევ ერთი ფლანგის ფეხბურთელი, რომელსაც გომესის მსგავსად ცენტრშიც შეუძლია თამაში, მაგრამ ტაჰითი ყველაზე კარგად თავს მარჯვენა ფლანგზე გრძნობს. ჩონის პოტენციალი ანჟელზე ორით ნაკლებია - 85.

ჰოლანდიელი შემტევის, რომელიც წარმოშობით კურასაოდანაა, შედარება მარკუს რეშფორდთან შეიძლება, მისი სოლიდური სისწრაფის და სიმარდის გათვალისწინებით.


image

აქსელ ტუანზებე

კარიერის დაწყებიდან ერთი წელი ის განათხოვრების წესით „ასტონ ვილაში“ გაირჯება, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში მოხდება თუ მას არ უკან არ გამოიძახებთ (Recall). მისი დაბრუნების შემდეგ შეგიძლიათ აქსელი მარჯვენა ან ცენტრალური მცველის პოზიციაზე გაამწესოთ.

აკადემიის აღზრდილი რამდენიმე გამორჩეულ უნარს ფლობს რაც მას აუცილებლად გამოსაყენებელ ფეხბურთელს ხდის. მისი საერთო რეიტინგი ტაჰითზე და ანჟელზე დიდია - 72, პოტენციალი კი ორივეზე დაბალი - 83.

0
35
1-ს მოსწონს
ავტორი:გიგი წერეთელი
გიგი წერეთელი
35
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0