x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
შალვა რამიშვილს თათია სამხარაძისთვის მორალური ზიანის ანაზღაურება დაევალა
ტელეკომპანია იმედის ყოფილი თანამშრომლის, თათია სამხარაძის თქმით, შალვა რამიშვილის წინააღმდეგ საქმე მეორე ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით საბოლოოდ დასრულდა.



image
"სასამართლომ დაადგინა, რომ სექსუალური შევიწროვება დისკრიმინაციის ფორმაა და რამიშვილს მორალური კომპენსაციის ჩემ სასარგებლოდ გადახდა დააკისრა. სამი წელი ვიბრძოლე ყველა ბერკეტის და რესურსის გამოყენებით, რათა დამემტკიცებინა, რომ მსხვერპლიდან რთულად, მაგრამ შეიძლება გამარჯვებულად იქცე. ამ დროში ბევრჯერ სრულად დავკარგე ძალები და საკუთარი თავის რწმენაც, მაგრამ ყველა ჯერზე ისევ მიწევდა გამეგრძელებინა ჩემი უფლებებისთვის ბრძოლა. დღეს, მინდა ხმამაღლა და ბოლო აკორდად ისევ გავიმეორო, ქალის სხეული და სექსუალობა მხოლოდ ქალსვე ეკუთვნის და ძალისმიერი მეთოდებით არ მოიპოვება.



ამ საქმის ყველა ეტაპზე, დიდი მადლობა ჩემს ადვოკატებს და ადამიანებს რომლებმაც თუნდაც ერთი სიტყვით მაინც სცადეს ჩემი მხარდაჭერა. თუ ჩემი გზა რომელიმე ქალს მომავალში ბრძოლას გაუადვილებს, ვიამაყებ, რომ ცხოვრებაში ერთი საზოგადოდ დიდი და კარგი საქმე გამიკეთებია" - წერს თათია სამხარაძე.



ტელეკომპანია იმედის ყოფილმა თანამშრომელმა სექსუალური შევიწროებისთვის შალვა რამიშვილს სასამართლოში 2016 წელს უჩივლა.




2018 წლის იანვარში თბილისის საქალაქო სასამართლომ თათია სამხარაძის სარჩელი დააკმაყოფილა და შალვა რამიშვილს მორალური ზიანის - 2 000 ლარის ანაზღაურება დააკისრა. საქმე სააპელაციო სასამართლოში გაგრძელდა.



1
379
შეფასება არ არის
ავტორი:ზოგადი განათლება
ზოგადი განათლება
379
  
2019, 10 აპრილი, 4:30
სასამართლომ თათია სამხარაძე 2 000 ლარად შეაფასა, თუმცა უფრო ძვირფასებიც არსებობენ და შედარებით იფსაც ბევრგან ნხავთ? საინტერესოა, რომელ კალკულატორით დაიანგარიშეს, ვაკის პარკთან ნაყიდით, თუ ცირკთან? რომელიც 10 ლარზე მეტს არ აჩვენებს???
სამართლიანი იქნებოდა თათიას მისცემოდა უფლება შალვასთვის ყვერებში ამოერტყა ფეხი, ან პანჩური ეთავაზებინა გასიებულ უკანალზე... ეხლა კი, მხოლოდ მისი ფასი ვიცით და მეტი არაფერი...თუმცა ზოგისთვის ძვირია, ზოგოსთვის არა, გააჩნია ვისთვის სად და როგორ....
0 1 1