x
image
melody_inside
Mediator image
Mediator image
Mediator image
ქალს  დედობა  უფრო  სწრაფად აბერებს,  ვიდრე მოწევა- დამტკიცებულია მეცნიერების მიერ!

image



ქალების უმრავლესობითვის დედობა ცხოვრების საუკეთესო საჩუქარია. მაგრამ დედები სასიამოვნო ემოციებთან ერთად ასევე განიცდიან წარმოუდგენელ ემოციურ დატვირთვას – განიცდიან რა ასობით სხვადასხვა სტრესს დღის განმავლობაში.


აშშ-ში ჯორჯ მეისონის სახელობის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა და აღმოაჩინეს, რომ ქალს დედობა უფრო მალე აბერებს, ვიდრე სიგარეტის მოწევა ან ზედმეტი წონა.



image



ექსპერიმენტის მიმდინარეობისას შესწავლილი იქნა 20-დან 44 წლამდე ასაკის 2000 ქალის ქრომოსომის სტრუქტურა. მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ თელომერა -Telomerase ( ქრომოსომის ბოლო ნაწილი, რომელიც პასუხისმგებელია ასაკზე და სიცოცხლის ხანგრძლივობაზე) დედებს ჩვეულებრივზე მოკლე აქვთ და შეესაბამება იმ პარამეტრებს, რომლებიც ახასიათებთ მათზე 11 წლით უფროს უშვილო ქალებს.


ადამიანის ასაკის მატებასთან ერთად თელომერი ნამდვილად მოკლდება სიგრძეში, მაგრამ შვილებიან ქალებთან ეს გაცილებით სწრაფად მიმდინარეობს. და ეს ყველაფერი როდია: კვლევის შედეგები აჩვენებენ, რომ ყოველი მომდევნო ბავშვის მერე თელომერი სულ უფრო და უფრო მოკლდება.

დედის სიცოცხლის ხანგრძლივობის შესამოკლებელ სხვა ფაქტორებს მეცნიერები მიაკუთვნებენ ცხოვრების მჯდომარე წესს, ორგაზმის მიუღწევადობას და მუდმივ გამოუძინებლობას.


image


ყველა ეს ფაქტორი ორგანიზმისთვის დამატებით სტრესს ქმნის, რაც უარყოფითად აისახება შინაგანი ორგანოების და ტვინის მუშაობაზე.




მაგრამ არის კარგი ახალი ამბავიც! კოლუმბიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ქალებს, რომლებმაც 33 წლის შემდეგ გააჩინეს პირველი შვილი, ორმაგად ეზრდებათ შანსი, მიაღწიონ ღრმა მოხუცებულობამდე იმათთან შედარებით, ვინც 29 წლამდე გახდა დედა.


წყარო dailymail.co.uk



იხილეთ ასევე:




ეს ნამდვილად ასეა! ზოგი ჩვენგანი საგონებელშია, რატომ არიან ისევ მარტოები? იქნებ იმიტომ, რომ თქვენ - ზედმეტად ჭკვიანი ხართ? და მართლაც, ინტელექტუალებს უფრო უჭირთ საკუთარი მეორე ნახევრის პოვნა, წერს пишет Puro Sarcasmo. თქვენ შეგიძლიათ სკეპტიკურად მოეკიდოთ ამ პოსტულატს, მაგრამ აი მიზეზები იმისა, თუ რატომ უძნელდებათ ჭკვიან...


ასაკოვანი ადამიანები სულ უფრო ხშირად რატომ ისხამენ მოზარდების სისხლს სიცოცხლის გახანგრძლივებისთვის? ნუთუ მარადი ახალგაზრდობის საიდუმლო გახსნილია? დაბერდე და მოკვდე _ ეს ხომ ისეთი სადარდებელია! ცხოვრების ჯანსაღი წესი და სწორი კვება რა თქმა უნდა, მხოლოდ ათი წლის გადავადებას მოგცემთ, მაგრამ არა




ყველა ქალს აქვს ის საიდუმლო ასაკი, როდესაც მამაკაცის მიმართ გულგრილი ხდება. ზოგიერთ შემთხვევაში ეს საპენსიო ასაკთან ახლოს ხდება, სხვებს კლიმაქსის პერიოდში, ზოგს კი ამ საკითხის გადაწყვეტა ოცდაათი წლის ასაკში უხდება. ასეთი მამაკაც- დავიწყებული ქალის გამოთვლა ეგრევე შეიძლება. მთავარი ნიშანი - ის არის დეიდა ცუდი ვარცხნ...



სამწუხაროა, რომ ჩვენი სხეული უფრო გარკვევით ვერ "გვესაუბრება". ერთ-ერთი ყველაზე გამოუცნობი სიგნალი, რომელსაც ორგანიზმი გვიგზავნის, თავის ტკივილია. ის შეიძლება იყოს ნიშანი სერიოზული, თუნდაც სასიკვდილო დაავადებისა, ან უბრალოდ მძიმე დღის სტრესის შედეგი. საბედნიეროდ, არსებობს გზა, რათა დადგინდეს, რომელს მიეკუთვნება




0
170
7-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
Mediator image
Mediator image
Mediator image
170
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0