x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134508
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
თავის ტკივილი საშიშია თუ არა- როგორ გამოვიცნოთ!
სამწუხაროა, რომ ჩვენი სხეული უფრო გარკვევით ვერ "გვესაუბრება". ერთ-ერთი ყველაზე გამოუცნობი სიგნალი, რომელსაც ორგანიზმი გვიგზავნის, თავის ტკივილია. ის შეიძლება იყოს ნიშანი სერიოზული, თუნდაც სასიკვდილო დაავადებისა, ან უბრალოდ მძიმე დღის სტრესის შედეგი.


საბედნიეროდ, არსებობს გზა, რათა დადგინდეს, რომელს მიეკუთვნება თქვენი თავის ტკივილი.



არსებობს რამდენიმე ტიპის თავის ტკივილი.



ყველაზე ხშირად ადამიანი განიცდის დაძაბულობის თავის ტკივილს. როგორც წესი, ეს არის ყრუ ტკივილი, რომელიც თანდათან იზრდება.



image

მაგრამ, ზოგიერთი თავის ტკივილი შეიძლება იყოს ნიშანი ინსულტის, ანევრიზმის, სიმსივნის ან ტვინში სისხლჩაქცევის.



ასე რომ, თუ თქვენ განიცდით თავის ტკივილს რომელიც ქვევითაა ჩამოთვლილი, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს.


image



თუ თავის ტკივილი მკვეთრია და აუტანელი, ეს "ელვისებური" თავის ტკივილია.




ასეთი უეცარი და ძლიერი ტკივილი გრძელდება 60 წამი და ხშირად ტვინში სისხლჩაქცევაზე მიუთითებს.



image



ფრიად საყურადღებოა, თუ თავის ტკივილი ჩნდება ფიზიკური დატვირთვის ან სექსის შემდეგ.


ეს შეიძლება იყოს ნიშანი ტვინის სიმსივნის ან ანევრიზმის.


image


ძლიერმა თავის ტკივილმა შეიძლება გამოიწვიოს მეტყველების არევა და მხედველობის დაბინდვა.



კიდევ, შეიძლება გამოიწვიოს პრობლემები სხეულის ბალანსის დაცვაში, დეზორიენტაცია ან მეხსიერების დაკარგვა.


ყველაფერი ეს ინსულტის ნიშანია!


image



იყავით ფრთხილად, თუ თქვენი თავის ტკივილი გეჩვენებათ რომ "ყველაზე ძლიერია ცხოვრებაში"!


მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ხშირად გტკივათ თავი, ძალიან ძლიერი ტკივილისას დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.


image


ცუდი ნიშანია, თუ თავის ტკივილი ჩნდება 55 წლის შემდეგ.


თუ თქვენ ადრე გტკიოდათ თავი, მაგრამ ახალი ტკივილები განსხვავდება წინა ტკივილებისგან, მიმართეთ ექიმს.





image



კიდევ ერთი ცუდი ნიშანი, თუ ტკივილები დაგეწყოთ თავის დარტყმის შემდეგ.



ეს სავარაუდოდ ტვინის შერყევაა, რომელმაც შეიძლება თავის ტვინის დაზიანება გამოიწვიოს, თუ არ ვიმკურნალებთ მალე.


image



თუ ტკივილი ორიენტირებულია თვალის გარშემო, ეს არის ე. წ. კლასტერული ტკივილი.


დაზიანებული თვალი წითლდება. ეს შეიძლება იყოს სიმსივნის ან ანევრიზმის ნიშანი.


image


კლასტერული ტიპის თავის ტკივილებს ახლავს გულის რევის შეგრძნება და ღებინება.



თუ ამასთანავე გიბრუჟდებათ კისერი და ტემპერატურა იწევს, ეს შეიძლება მენინგიტი იყოს.


image



იყავით ყურადღებით, თუ თავის ტკივილი 24 საათის შემდეგ ძლიერდება!


ზოგჯერ თავის ტკივილი 24 საათი გრძელდება, მაგრამ თუ ტკივილი ძლიერდება ამ დროის გასვლის შემდეგ, მაშინ სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს.



image


თუ თქვენს ოჯახში ვინმე დაავადებული იყო სიმსივნით, ფრთხილად იყავით. ახალი ტიპის თავის ტკივილისას მიმართეთ ექიმს.


ახალი ტიპის თავის ტკივილი შეიძლება ტვინის სიმსივნეზე გვაფრთხილებდეს.


image

0
4597
12-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
4597
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0