x
ღორის გრიპი - როგორ დავიცვათ თავი ღორის გრიპისგან?
image

ღორის გრიპი, ანუ იგივე H1N1 ვირუსი, გრიპის გამომწვევი ვირუსების შედარებით ახალ სახეობას წარმოადგენს. მას გრიპის მაგვარი სიმპტომები ახასიათებს, თავდაპირველად ღორებში აღმოაჩინეს, ახლა კი ადამიანიდან ადამიანებში ვრცელდება.


ღორის გრიპი პირველად 2009 წელს გამოჩნდა და პანდემიური აღმოჩნდა თითქმის მთელი მსოფლიოსთვის. მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციამ ღორის გრიპი პანდემიურად ცნო 2010 წლის აგვისტოში. მას შემდეგ, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციები იცავს ორგანიზმს H1N1 ვირუსისგანაც, გრიპის გამომწვევი სხვა ტიპის ვირუსების მსგავსად.


როგორ ვრცელდება ღორის გრიპი?



გრიპის გამოწვევი სხვა ვირუსების მსგავსად, ღორის გრიპიც ვრცელდება ჰაერ-წვეთოვანი გზით. მისი გადაცემა ხდება დაცემინებისას და დახველების შემთხვევაში. ერთი დაცემინების დროს ათასობით გამომწვევი გამოიყოფა, რისი გავრცელებაც კიდევ უფრო მარტივია ზამთრის პერიოდში დახურული სივრცის პირობებში. ვირუსი რჩება ოფისის მაგიდებზე და კარის სახელურებზე, ამიტომ მნიშვნელოვანია ზედაპირების სველი წესით დამუშავება და დასუფთავება.


გრიპის ვირუსის გადაცემა ხდება პირველივე სიმპტომის გამოვლენიდან 5-7 დღის მანძილზე.


ვინ არიან გრიპის ვირუსით დაავადების მაღალი რისკის ქვეშ?


ადამიანები, ვისაც აქვთ სუსტი იმუნიტეტი;


5 წლამდე ბავშვები და 65 წელს ზემოთ მოხუცები;


ორსულები;


ის ადამიანები, რომლმებსაც აწუხებთ რომელიმე ქრონიკული დაავადება;


როგორ დავიცვათ თავი ღორის გრიპისა და გრიპის მსგავსი სხვა ვირუსებისაგან?


ჩაიტარეთ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, განსაკუთრებით იმ ადამიანებმა, ვისაც უფრო მაღალი რისკი აქვს დაავადების.


დაიბანეთ ხელები რაც შეიძლება ხშირად თბილი წყლით და საპნით, ხოლო თუ ვერ ახერხებთ ხშირად დაბანას, საჭირეობის დროს გამოიყენეთ სპირტზე დამზადებული სადეზინფექციო ხსნარები.


არ შეეხოთ ჭუჭყიანი ხელებით თვალებს და კანს, ასეთ შემთხვევაში ვირუსი კიდევ უფრო სწრაფად ვრცელდება.


მიირთვით ბევრი ხილი და ბოსტნეული.


ისეირნეთ სუფთა ჰაერზე.


დაიცავით ძილის რეჟიმი.


მოერიდეთ გრიპით დაავადებულ ადამიანებს.


მგზავრობის დროს მოერიდეთ ჩახუთულ სივრცეში დიდი ხნით ყოფნას.


თქვენთვის შეიძლება საინტერესო იყოს:


საკვები, რომელიც ზრდის პოტენციას მამაკაცებში


გლუტენი - რატომ არის ის საშიში და რა არის ცელიაკია?


რა არის ალერგია და რა იწვევს მას?



1
36
1-ს მოსწონს
ავტორი:მეტრიკ
მეტრიკ
36
  
2019, 4 აპრილი, 23:15
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1