x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134562
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508621
ღირსეულად ჩანაცვლებული "ძველი თაობა" თუ საფრთხის წინაშე დამდგარი ქართული კალათბურთი?!
ეროვნული ნაკრები

ქართული კალათბურთის გულშემატკივარს კარგად მოეხსენება, რომ სპორტის ეს სახეობა ჩვენს ქვეყანაში არაერთი გამოწვევის წინაშე დგას. ეს შეეხება, როგორც საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ჩემპიონატს, სუპერლიგას, ისე - ეროვნულ ნაკრებს. თუმცა ამ შემთხვევაში აქცენტი ეროვნულ გუნდზე გავაკეთოთ.

ქართველი გულშემატკივრისთვის ნაცნობი ფაქტია ის, რომ ჩვენს ნაკრებში დაწყებულია თაობათა ცვლის პროცესი. ანუ ეროვნული გუნდი იმ ფაქტის წინაშეა, რომ „ძველი თაობის“ კალათბურთელები, რომელთაც ქართველ გულშემატკივარს არაერთი სიხარული და სიამაყის გრძნობა აჩუქეს, ნელ-ნელა ემშვიდობებიან ეროვნულ ნაკრებს და მათი ადგილი ახალმა თაობამ უნდა დაიკავოს. სანაკრებო კარიერა დაასრულა ყოფილმა კაპიტანმა და NBA-ს ორ გზის ჩემპიონმა ზაზა ფაჩულიამ, ტრავმების გამო ნაკრებთან დამშვიდობება მოუწია AIR-GEORGIA-ს, ანუ ვიქტორ სანიკიძეს. პატარა ასაკში არ არიან ასევე "ძველი თაობის" სხვა წარმომადგენლებიც, იგივე თუნდაც - მანუჩარ მარკოიშვილი, გიორგი შერმადინი, გიორგი ცინცაძე და რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს არც თუ ისე დიდი ხნის შემდეგ მათაც მოუწევთ ნაკრებთან დამშვიდობება. ანუ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეროვნულ გუნდში თაობათა ცვლის პროცესი მიმდინარეობს. როდესაც ამ ყველაფერზე ვსაუბრობთ ქართული კალათბურთის გულშემატკივარს მნიშვნელოვანი კითხვა ებადება. ჩაანაცვლებს კი ღირსეულად ახალგაზრდა თაობა ე.წ ძველ თაობას, თუ საფრთხის წინაშე დადგება ქართული კალათბურთის მომავალი? რეალობას, რომ თვალი გავუსწოროთ ვითარება ასეთია. დღეს ჩვენ, მართლაც, უნიჭერესი და საკმაოდ პერსპექტიული ახალგაზრდა თაობა გვყავს. იგივე თუნდაც:

გოგა ბითაძე, რომელიც ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე გამორეჩეული ჩემპიონატის, „ადრიატიკის ლიგის“ უძვირფასესი მოთამაშე გახდა. გარდა ამისა, ქართველი გულშემატკივარი და საკალათბურთო ექსპერტები მის NBA-ს დრაფტის პირველ რაუნდში არჩევის მოლოდინშია.გოგა ბითაძე


გვყავს 19 წლის სანდრო მამუკელაშვილი, რომელიც NCAA-ში შთამბეჭდავად ირჯება.სანდრო მამუკელაშვილი

რატი ანდრონიკაშვილი, რომელიც მხოლოდ 17 წლისაა და საკუთარი სითამამით და ნიჭით ეროვნული ნაკრების გულშენატკივარს თავი უკვე კარგად დაგვამახსოვრა.რატი ანდრონიკაშვილი

ასევე ბექა ბურჯანაძე და კიდევ ბევრი ახალგაზრდა კალათბურთელი, მათ შორის საქართველოს სუპერლიგაში, რომლებიც განვითარებისთვის ეროვნულ ჩემპიონატში გაცილებით მეტ დროსა და შანსებს იმსახურებენ.

ამრიგად, კითხვაზე ღირსეულად ჩაანაცვლებს თუ არა ახალგაზრდა თაობა „ძველი თაობის“ წარმომადგენლებს, არსებული ვითარება ოპტიმიზმის საფუძველს ნამდვილად გვაძლევს. საქართველოს, მართლაც, საკმაოდ ნიჭიერი და პერსპექტიული ახალგაზრდა თაობა ჰყავს. ყველაფერი კი დამოკიდებულია მათზე. თუ ისინი თავდაუზოგავად იშრომებენ, იბრძოლებენ და საკუთარ კარიერაში მთელ სულსა და გულს ჩააქსოვენ წარმატება აუცილებლად მოვა. ქართული სული კი ავალდებულებს მათ, რომ იბრძოლონ, იშრომონ და ჩვენი ქვეყნის ნაკრების გულშემატკივარს თვალები სიხარულის ცრემლებით აუვსონ.

1
155
შეფასება არ არის
ავტორი:ლაშჯავახი
ლაშჯავახი
155
  
2019, 4 აპრილი, 23:03
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1