x
მეტი
  • 18.07.2019
  • სტატია:92444
  • ვიდეო:341511
  • სურათი:454461
3 მნიშვნელოვანი რჩევა ავტომობილის მფლობელებს- ამას ავტოსკოლებში არ ასწავლიან!

image

ბევრი თვლის, რომ უსაფრთხო მოძრაობისთვის მხოლოდ მოძრაობის წესების ცოდნაა საკმარისი. მაგრამ ამ წესების გარდა სხვა წესებიც არსებობს, როგორიცაა მაგალითად, სავარძლის გამართვა სწორ პოზიციაში, რაც თავიდან აგვაცილებს სერიოზულ დაზიანებებს უმნიშვნელო შეჯახებისას.

მაშ ასე, ეს სამი წესია:


1.დაარეგულირეთ მძღოლის სავარძელი

მანქანის მართვა “როგორც მოსახერხებელია" და “ასე უფრო კომფორტულად ვზივარ" პოზიციიდან, გაუმართლებელია. ასეთ მძღოლებს თავისი უსაფრთხოება არ აღელვებთ.

რატომ არის ეს ასეთი მნიშვნელოვანი?

ავარიული სიტუაციების დროს ადამიანი ინსტინქტურად მოქმედებს. შეჯახების წინ მაქსიმალურად წინ გაჭიმული ხელებით ეყრდნობა საჭეს, ფეხებით კი სატერფულებს და საჯდომის კუნთებს. ასეთი -“გაფშეკილი" ხელებით და ფეხებით კი შესაძლოა სახსრების სერიოზული დაზიანება მივიღოთ უმნიშვნელო შეჯახებისასაც კი. ასეთი არასწორი პოზაა ასახული სურათზე: მძღოლი უკანაა გადაწეული, ხელებით საჭე კი არ უჭირავს, საჭეზე უდევს ხელები და ფეხებიც ძალიან აქვს წინ გაწეული, რომ სატერფულებს მისწვდეს.

image

მარჯვენა ფეხი მუხრუჭს დაადგით, მარცხენათი კი ბოლომდე დააწექით აქსელერატორს( თუ მანქანას გადაცემათა ავტომატური კოლოფი აქვს, მაშინ მარცხენა ფეხი თავისუფლად დადგით წინ). მისწიეთ სავარძელი წინ და ასე შეარჩევთ მუხლებში მოხრის მოხერხებულ პოზას და მანძილს სატერფულებამდე. ახლა კი სავარძლის საზურგე უნდა გაასწოროთ - გააკეთეთ ეს ისე, რომ თქვენი სხეული არც წინ იყოს გადმოხრილი და არც უკან უნდა გიწევდეთ გადაწოლა.

სწორი პოზიცია შეგიძლიათ ასე შეამოწმოთ:

ფეხსა და საჭეს შორის თქვენი ხელისგული უნდა თავსდებოდეს, როგორც ეს ფოტოზეა.

გაიწვდინეთ ხელი წინ: თუ თქვენი მაჯა საჭის ზედა ნაწილს ეხება, სავარძლის და მისი საზურგის დაშორება საჭიდან ნორმალურია. იხილეთ ფოტო:

image

2. გასინჯეთ სამუხრუჭე მილები

image

გაუმართავი სამუხრუჭე სისტემის ნიშნებია:

ღრჭიალის და სხვა უცნაური ხმები დამუხრუჭებისას

მუხრუჭის სატერფულის პულსირება. ეს მხოლოდ ABS-ის მუშაობის დროსაა დაშვებული.

ავტომობილი დამუხრუჭებისას გვერდზე მიდის

ბორბლების შიდა მხარეს სამუხრუჭე სითხის კვალი შეინიშნება

ნუ დაელოდებით, სანამ ამ ჩამოთვლილ ნიშნებს შეამჩნევთ. სამუხრუჭე სისტემას ყოველთვის უნდა აკონტროლებდეთ და გამართულ მდგომარეობაში გქონდეთ. სამუხრუჭე მილზე არსებულმა უმნიშვნელო ნაპრალმაც კი შესაძლოა ძალიან ცუდ სიტუაციაში ჩაგაგდოთ.

ხელის შეხებით შეამოწმეთ სამუხრუჭე მილები - თუ მყარია და გადაკეცვის დროს იფშხალება, აუცილებელია შეცვალოთ. შეხებისას მშრალი უნდა იყოს, არ უნდა იგრძნოთ სისველე.


3.შეცვალეთ სატერფულები ისე, რომ ქუსლი არ აიღოთ

imageთუმცა, ამ რჩევის დროს ისიც გასათვალისწინებელია, რომ რაც უფრო პატარაა ტერფი, მით უფრო რთულია ამ რჩევის გათვალისწინება.გამოსავალი ამ შემთხვევაშიც არსებობს - გადაანაცვლეთ ფეხი სატერფულებს შორის ქუსლიდან ქუსლზე. თუ ამ წესს გაითვალისწინებთ, სატერფულები ფეხიდან არ “გაგისხლტებათ."

1
666
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
666
  
4 აპრილი, 23:11
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1