x
უკრაინაში მეორე ტური 21 აპრილს გაიმართება
უკრაინის პრეზიდენტის არჩევნების პირველ ტურში ვლადიმერ ზელენსკი ლიდერობს, ამ დროისათვის ხმების 65 % უკვე დათვლილია.

უკრაინის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მსახიობს და ტელეწამყვანს ამ დროისათვის 30 % ზე მეტი ხმა აქვს მიღებული, რითაც მას თითქმის გარანტირებული აქვს პირველი ადგილი, ხოლო როგორც ჩანს მეორე ტური ვლადიმერ ზელენსკისა და პეტრო პოროშენკოს შორის გაიმართება რომელმაც მოსახლეობის 17 % უჭერს მხარს.

პრეზიდენტობის კიდევ ერთი კანდიდატი პარტია “ბატკავშინას'' ლიდერი იულია ტიმოშენკო არ ენდობა ეგზიტპოლის შედეგებს და ცეკოს საბოლოო შედეგების გამოქვეყნებას ელოდება.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებში ძირითადად მოქმედი პრეზიდენტი ტიმოშენკო ლიდერობს, ხოლო მეორე ადგილს ტიმოშენკო იკავებს, მის შემდეგ კი ზელენსკი მოდის.


ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით ამ ეტაპზე ბათილად მიჩნეული ბიულეტინების მხოლოდ 1%-ია .

უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მე-2 ტური 21 აპრილს გაიმართება. image
image

0
71
შეფასება არ არის
ავტორი:დავით ჩხობაძე
დავით ჩხობაძე
71
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0