x
ეკონომიკის მინისტრი გაქურდეს
საქართველოს ეკონომიკის მინისტრის გიორგი ქობულიას სახლი გაქურდეს. მძარცველებმა წყენთში, უსაფრთხოების კარგად აღჭურვილ სახლში უკანა კარიდან შეაღწიეს.

ადგილობრივების ინფორმაციით მინისტრის სახლიდან ძვირადღირებული ნივთებია წაღებული.

იმ ღამეს მძარცველების სამიზნე წყენთში არაერთი სახლი გახდა, ადგილობრივების აზრით მძარცველებმა იდეალურად იმუშავებს და სამწუხაროდ კვალი არსად არ დაუტოვებიათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში თავდაპირველად ფაქტი არ დაადასტურეს და უარჰყვეს თუმცა მალევე შეიცვალეს პოზიცია და უწყებაში განმარტეს რომ, ოფიციალური გამოძახება არ შესულა


სამართალდამცავები წყენთში გიორგი ქობულიას სახლში-გოგობეშვილის 20 ნომერში საგამოძიებო მოქმედებებს რამდენიმე დღის განმავლობაში ანხორციელებდნენ.

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის შემდეგ, გიორგი ქობულია ქართული ოცნების მეორე მაღალი თანამდებობის პირია რომლის სახლიც გაქურდეს.

imageimageimage


0
51
შეფასება არ არის
ავტორი:დავით ჩხობაძე
დავით ჩხობაძე
51
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0