x
image
ნიკოლოზ ხუციშვილი
„2011 წელს განაცხადა, რომ გამსახურდია იყო გიჟი და ის უნდა მომკვდარიყო “ - შალვა ნათელაშვილი

image

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:


ცინიზმს მომხვეჭველობასთან ერთად როგორც სჩანს საზღვარი არა აქვს. ამ დითრამბებს ზვიად გამსახურდიას მიმართ აცხადებს არსება რომელიც თბილისის ზღვაზე მოსკოვის მეკავშირე იყო აჯანყებულ კიტოვანთან და რომელიც ახორციელებდა ზვიადის დასამხობად სახელმწიფო გადატრიალების ფინანსურ მხარდაჭერას ლუბიანკიდან. ამ სიტყვების ავტორია იმ რუსი გენერალ ლებედის საპრეზიდენტო სააჩევნო შტაბის უფროსი და დამფინანსებელი რომელმა ჯალათმაც 9 აპრილს რუსთაველზე ნიჩბებით აჩეხა დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი ჩვენი გმირები.აღნიშნულ აზრებს აფრქვევს ავაზაკი რომელმაც ასავალ-დასავალი ჟურნალისტებს 2011 წელს პირდაპირ განუცხადა რომ გამსახურდია იყო გიჟი და ის უნდა მომკვდარიყო ფსიქიატრიულში (რაც რა თქმა უნდა არ გამოაქვეყნეს მაგრამ იმ წუთში მე მაცნობეს) და ამ ტექსტების ავტორია გამსახურიას მიერ აღდგენილი ქართული სახელმწიფოს მესაფლავე, რომელმაც უკვე საჯაროდ ბრძანა, რომ გამსახურდიას თურმე პრეზიდენტის მანერები არ ქონდა. ეგრეთწოდებულო ზვიადისტებო რომლებიც ნერვიულობთ იმის გამო კი არა, რომ სახელმწიფო დაგვექცა მაშინ თავზე, არამედ ავადმყოფურად განიცდის ძალაუფლების დაკარგვას, რომლებსაც ტყეში მიმწყვდეული თქვენი ლიდერი არც გაგხსენებიათ, რომლებმაც ზვიადისტობა სავაჭრო ტალონად გადააქციეთ, რომლებსაც კიტოვანი და გადატრიალების სხვა ლიდერები ყველა ინტერვიუში თავზე გაშარდავენ და დუმხართ, რომლებსაც ჩემთან გაქვთ დიდი გული და რომლებიც სააკაშვილისა და შევარდნაძისგან დასაჩუქრებულნი 2003 წელს მე დამდევდით სასტვენებით მიტინგებზე რათა ჩემი მოსვლა არ დაგეშვათ, გეკითხებით ახლა--რატომ დუმხართ და რატომ უძვრებით თქვენი კერპის მტერს, ამ სტატუსს მე უნდა ვწერდე თუ თქვენ.ვაი თქვენს პატრონს.ზვიადმა კი დაისვენა უთქვენოდ მაგრამ ჩვენ რა დავაშავეთ ასეთი. (რა თქმა უნდა ეს შენიშვნა ყველა ზვიადის მიმდევარს არ ეხება)image

0
211
5-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
211
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0