x
გსურს გქონდეს ჯანსაღი ურთიერთობა? მაშინ ეს პოსტი შენთვისაა
როდესაც ვსაუბრობთ ურთიერთობაზე, თვალწინ წარმოგვიდგება დაქორწინებული ან შეყვარებული წყვილი, რომელიც ერთი შეხედვით ბედნიერია, მაგრამ არის კი ყველა ურთიერთობა ჯანმრთელი და ბედნიერი?

image

როგორი ურთიერთობა არსებობს?

არ არსებობს წესები ურთიერთობაში. თქვენ შეიძლება გქონდეთ ერთგული, თავისუფალი ან ჩვეულებრივი ურთიერთობა. შესაძლოა ასევე გქონდეთ მხოლოდ ინტიმური ურთიერთობა, მაგრამ ჯერ სერიოზული ურთიერთობისთვის არ იყოთ მზად. სანამ ერთგული არ იქნება ადამიანი, იქამდე ვერ ექნება ბედნიერი ურთიერთობა.


ზოგიერთ წყვილს შორის შეიძლება იყოს ასაკობრივი სხვაობა. შეიძლება ურთიერთობაში სტერეოტიპული როლიც გქონდეთ, მაგალითად: პასიური/დომინანტი; დიასახლისი/ოჯახში ფულის შემომტანი. თქვენ არ უნდა მოიქცეთ ისე როგორც თქვენ პარტნიორს სურს, როლები თანაბრად უნდა იყოს განაწილებული და მათ შორის საქმეც, უბრალოდ იყავით ის რაც ხართ.

რა არის ჯანსაღი ურთიერთობა?

მიუხედავად იმისა რომ ურთიერთობის სახეები შეიძლება განსხვავდებოდეს გარეგნულად, ჯანსაღი ურთიერთობა როგორც წესი ეფუძნება ურთიერთგაგებას და პატივისცემას. ყურადღებით თუ დავაკვირდებით ნებისმიერ ურთიერთობას, აღმოვაჩენთ რომ პატიოსნება, ნდობა და კომუნიკაცია მნიშვნელოვანია მისი წარმატებისთვის.

ეს ყველაფერი შეიძლება გასწავლოთ როგორც ბევრმა ფიქრმა, ასევე ინფორმაციის მოძიებამ. მთავარია ყველაფერი გააკეთოთ ბუნებრივად და არასდროს ეცადოთ დაზეპირებული ტექსტით საუბარს. იყავით ის რაც ხართ

ნიშნები იმისა გაქვთ თუ არა ჯანსაღი ურთიერთობა

თუ თქვენ გარკვეული პერიოდი შეინარჩუნეთ ურთიერთობა, ცხადია რომ შანსი არსებობს ამ კავშირის გაგრძელების.

აუცილებლად უნდა ისაუბროთ პატიოსნად და ღიად, როგორც თქვენ გსურთ და ეს აუცილებლად გამოიწვევს სტაბილურობას და კმაყოფილებას.

გაქვთ სექსი?

ჯანსაღი სექსი ურთიერთობის საწინდარია. გექნებათ თუ არა სექსი ეს თქვენი გადასაწყვეტია, რადგან ეს ძალიან ინტიმური თემაა.

თუ თქვენ განიცდით რაიმე სახის სექსუალურ ზეწოლას, ესეიგი ეს ურთიერთობა არ არის ჯანსაღი და დროა ამაზე პარტნიორს ესაუბროთ, რომ არ ხართ მზად. კარგი ურთიერთობისთვის თქვენ უნდა შეძლოთ საუბარი პარტნიორთან, გაუზიაროთ თქვნი გრძნობები და პატივი სცეთ მას.


0
66
1-ს მოსწონს
ავტორი:გოგონა გაზაფხულიდან
გოგონა გაზაფხულიდან
66
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0