x
image
Yoona
ექიმები მოგიწოდებენ, 18 წლამდე ასაკის ბავშვებზე ტკბილეულის გაყიდვა აკრძალოთ
ამერიკელი მეცნიერები უკვე დიდი ხანია მოუწოდებენ საზოგადოებას, რომ შაქრის შემცველი სასმელების მოხმარება შეამცირონ, ხოლო მთავრობას კი ასეთ სასმელებზე ბავშვებისა და მოზარდების ხელმისაწვდომობის შეზღუდვას სთხოვენ.

image

ამერიკული პედიატრთა აკადემია კარდიოლოგიის ამერიკულ ასოციაციასთან ერთად რეკომენდაციას იძლევა, რომ ბავშვებს კანონმდებლობის დონეზე ტკბილი გაზიანი, ენერგეტიკული სასმელების და წვენების მიღება აეკრძალოთ.

„ჩემს პაციენტებს ყოველთვის ვეუბნები, თუ რამდენად საზიანოა ტკბილი გაზიანი სასმელები. ამასთან, წყლის და რძის მოხმარების სარგებელზე ვუყვები. ამასთან, გაზიანი სასმელები ბავშვების მენიუში ხშირად შედის.


ის იაფი და ხელმისაწვდომია, ასეთ სასმელებს სასიამოვნო გემო აქვს, რომელიც ბავშვებს ძალიან მოსწონთ“ - ამბობს პედიატრი, ნატალი მუტი.


image

ამავდროულად, ბავშვებს მე-2 ტიპის დიაბეტის, ღვიძლის დაავადების, გასუქების და ქოლესტერინის მაღალი დონის დიაგნოზს ხშირად უსვამენ. წარსულში ბავშვებში ასეთი პრობლემები იშვიათად გვხვდებოდა. ეს პრობლემები შაქრის დიდი რაოდენობით მოხმარებასთან არის დაკავშირებული.

საგანმანათლებლო ​ლექციებისა და ინდივიდუალური მიდგომის დახმარებით ბავშვებზე ზეგავლენის მოხდენა ვერ შევძელით. საჭიროა, ამ პროცესში მთავრობა ჩაერიოს, როგორც ეს თამბაქოს და ალკოჰოლის შემთხვევაში მოხდა“.

ამერიკელი და ბრიტანელი მკვლევარების ჯგუფი თვლის, რომ ყოველწლიურად ტკბილი გაზიანი სასმელებით გამოწვეული დაავადებების გამო 184 ათასი ადამიანი იღუპება.

133 ათასი ადამიანი იღუპება დიაბეტის გამო

6450 ადამიანი - სიმსივნით

45 ათასი ადამიანი - გულ-სისხლძარღვთა დაავადებით


აი, რამდენ შაქარს შეიცავს წვენი:

image

სხვადასხვა ქვეყნებში ბავშვების სიმსუქნეზე 20-30% მოდის, ყველა ისინი მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის და გულ-სისხლძარღვთა დაავადების რისკში უკვე ახალგაზრდობიდანვე შედიან.

გაზიანი სასმელი დამოკიდებულებას იწვევს და მას სულ უფრო და უფრო ბევრს ღებულობთ. ასეთი მოხმარება ნეირო-ჰორმონალურ სისტემას სიმსუქნის განვითარებაზე აპროგნოზებს, ასე არის მოწყობილი ადამიანის ნივთიერებათა ცვლა.

სწორედ ამიტომ, გაზიანი ტკბილი სასმლის შემცირების ნებისმიერი მეთოდი, მათ შორის აქციზი, გამართლებულია, ასე თვლიან ამერიკელი ექიმები.

აქციზით შეგროვებული თანხა მიზანმიმართულად შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ ან ღარიბი მოსახლეობისთვის ბოსტნეულის, ხილის ან სხვა სასარგებლო პროდუქტების სუბსიდირებაში უნდა ჩაიდოს.



ასევე დაგაინტერესებთ:

1. „ერთმა „სასარგებლო“ საკვებმა დანამატმა ჩემი ღვიძლი გაანადგურა“

image

2. 14 ყველაზე სულელური შეკითხვა, რომელსაც პაციენტები ექიმებს უსვამენ

image

3. როგორ შევამოწმოთ ფარისებრი ჯირკვალი თერმომეტრის დახმარებით

image

4. ადამიანების 90%-ს 18 წლის ასაკიდან ეს პრობლემა აწუხებს. უთხარი „შეჩერდი“ კისრის ოსტეოქონდროზს

image

5. ამ წამლის შესახებ სტალინმა გაჩუმება ბრძანა: თეთრები ღირს და ყველაფერს კურნავს

image

უფრო მეტი კი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

0
293
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
293
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0