x
image
Yoona
Mediator image
„ერთმა „სასარგებლო“ საკვებმა დანამატმა ჩემი ღვიძლი გაანადგურა“
ჯიმ მაკენტესს ჯანმრთელობის გაძლიერება სურდა, მაგრამ ამან ღვიძლის გადანერგვამდე მიიყვანა.

image

ჯიმის ავადმყოფობის ისტორია

მის ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი დღე უნდა ყოფილიყო, მაგრამ ჯიმ მაკენტესი შვილის სკოლის გამოსაშვებ დღეს შერეული გრძნობებით იხსენებს. როცა დარბაზში ისხდნენ და ატესტატის გადაცემას ელოდნენ, ცოლმა შენიშნა, რომ ჯინს სახე და თვალები გაუყვითლდა.


image


ეს უცნაური იყო, რადგან ჯიმი, რომელსაც მაშინ 50 წელი შეუსრულდა, ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევდა. ჯანსაღ კვებას და რეგულარულად ვარჯიშის შესრულებს დიდ ყურადღებას უთმობდა. ჯიმი ნერვიულობდა, რომ მამის ბედს გაიმეორებდა, რომელსაც 59 წლისას მოულოდნელად გულის შეტევა დაემართა.

იმ დღესვე ჯიმი ღვიძლის დაზიანების ეჭვით საავადმყოფოში დააწვინეს. ექიმებმა ალკოჰოლი გამორიცხეს, რადგან ჯიმი არ სვამდა. ასევე რეცეპტით მიღებული სამკურნალო საშუალებები და მოწევა გამორიცხეს. და მოულოდნელად ჰეპატოლოგმა ჯიმს ჰკითხა, რაიმე სახის დიეტურ დანამატს ხომ არ ღებულობდა.


image

ნამდვილად, ჯიმმა მწვანე ჩაის ექსტრაქტის კაფსულების დალევა დაიწყო, რადგან მის ანტიოქსიდანტურ თვისებებზე ბევრი სმენოდა.

„მაშინ თავს კარგად ვგრძნობდი“ - იხსენებს ჯიმი. კაფსულებს უკვე 2-3 თვე ღებულობდა, როცა ავად გახდა. და ექიმები თვლიან, რომ სწორედ ამ დანამატმა ღვიძლის დაავადება გამოიწვია. ანალიზებმა აჩვენა, რომ ღვიძლი იმდენად დაზიანებულია, რომ სასწრაფო გადანერგვა სჭირდება.


სახიფათო ექსტრაქტი

მწვანე ჩაი არის პროდუქტი, რომელიც უკვე ათასი წლისაა და მისი სასარგებლო თვისებები უდავოა. აი, კონცენტრირებული ფხვნილის მქონე კაფსულები ოფიციალურად კვების პროდუქტად ითვლება და არა სამკურნალოდ. ეს იმას ნიშნავს, რომ მას სპეციალური უსაფრთხოების ტესტის გავლა არ სჭირდება, ამიტომ სამეცნიერო სურათი, თუ რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ჯანმრთელობაზე, არასრულია.

პროფესორი გერბერტ ბონკოვსკი, ღვიძლის კვლევის განყოფილების დირექტორი სამხრეთ კალორინის უეიკ ფორესტის სამედიცინო სკოლაში, კონცენტრირებული მწვანე ჩაით მიღებულ დაზიანებებს უკვე 20 წელია აკვირდება. „მცირე რაოდენობით მწვანე ჩაი საზიანო არაა. სახიფათოა მხოლოდ მაღალ კონცენტრირებული ექსტრაქტები“.

განყოფილება მწვანე ჩაის პოტენციურ ტოქსიკურ ინგრედიენტს ასახელებს, გალატ ეპიგალოკატექინი (EGCG). სავარაუდოდ, არსებობს რიგი ფაქტორები, რომელმაც ადამიანი EGCG-ის მიმართ შეიძლება მგრძნობიარე გახადოს. მაგალითად, გენეტიკა და დანამატების გამოყენების მეთოდი.

„ჩვეულებრივ, ადამიანები მწვანე ჩაის ექსტრაქტს ღებულობენ და ცდილობენ დაკლებას, ამიტომ ამასთან შიმშილობასაც ცდილობენ“ - განმარტავს ექიმი ბონკოვსკი. „ცხოველებზე კვლევით ჩვენ ვიცით, რომ მშიერი ცხოველი უფრო მეტ კატექინს შთანთქავს, ვიდრე დანაყრებული“.

მაშინ, როცა მწვანე ჩაის დანამატს მილიონობით ადამიანი უკუ შედეგების გარეშე ღებულობს, მთელ მსოფლიოში 80-ზე მეტი ღვიძლის დაზიანების შემთხვევაა დაფიქსირებული, რომელიც მწვანე ჩაისთან არის დაკავშირებული.

მწვანე ჩაის უსაფრთხოების შესახებ ევროპის სურსათის უვნებლობის ორგანოს მიერ ბოლო დროს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მწვანე ჩაის სასმელებიდან კატეხინები "ზოგადად უსაფრთხოა", მაგრამ როდესაც დღეში 800 მგ-ზე მეტს ღებულობენ, შეიძლება "ჯანმრთელობის პრობლემები გამოიწვიოს“.


image

EFSA-მ მის ხელმისაწვდომ მონაცემებზე დაყრდნობით უსაფრთხო დოზის განსაზღვრა ვერ შეძლო და დამატებითი კვლების ჩატარება დაიწყეს.

ჯიმს გაუმართლა. მას თითქმის მეორე დღეს შესაფერისი ღვიძლი უპოვეს და გადანერგვით ცხოვრება გაუხანგრძლივეს, მაგრამ ამას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები მოჰყვა, მათ შორის თირკმლბის დაავადება, რომელსაც შეიძლება დიალიზი და მომავალში გადანერგვა დასჭირდეს. წელიწადში ორჯერ ექიმს სტუმრობს და მუცლის ქრონიკული ტკივილით ცხოვრობს.

ჯიმმა ამერიკულ ფირმა Vitacost-ის წინააღმდეგ, რომელიც მწვანე ჩაის დანამატებს უშვებს, სასამართლოში სარჩელი შეიტანა. „ვიმედოვნებ, რომ მომხარებლებისთვის ეტიკეტზე გაფრთხილებას დააწერენ“ - ამბობს ის.


image

Vitacost-მა სასამართლო საქმეზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა, მაგრამ თქვა: „ჩვენ უსაფრთხოებას სერიოზულ ყურადღებას ვუთმობთ და ჩვენი პროდუქტების ხარისხზე გარანტიას ვიძლევით“ .


ასევე დაგაინტერესებთ:

1. გაიგეთ, გემუქრებათ თუ არა ალცჰაიმერის დაავადება - 3 მარტივი ტესტი

image

2. ადამიანების 90%-ს 18 წლის ასაკიდან ეს პრობლემა აწუხებს. უთხარი „შეჩერდი“ კისრის ოსტეოქონდროზს

image

3. 7 ნიშანი, რომ თქვენთვის რძის დალევა არ შეიძლება

image

4. 5 მითი ართრიტის შესახებ, რის გამოც ადამიანი ქმედუუნარო ხდებაimage

5. როგორ შევამოწმოთ ფარისებრი ჯირკვალი თერმომეტრის დახმარებით

image

უფრო მეტი კი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

0
1467
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
1467
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0