x
მეტი
  • 21.04.2019
  • სტატია:88862
  • ვიდეო:339388
  • სურათი:451368
ტოიოტას უსაფრთხოების სისტემა და ჰიბრიდული ტექნოლოგია

image

რამდენიმე დღის წინ ტოიოტა კავკასიამ ქართველ ჟურნალისტებს ორი ახალი ავტომობილი, ტოიოტა რავ4 და ტოიოტა კოროლა წარუდგინა.

პრეზენტაციისას განასაკუთრებული აქცენტი ტოიოტას უსაფრთხოების სისტემასა (TSS) და ჰიბრიდულ ტექნოლოგიაზე გაკეთდა.

უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების დანერგვასა და ჰიბრიდული ავტომობილების წარმოებაში, ტოიოტა ნამდვილად საავტომობილო ბაზრის ლიდერია.

ტოიოტას უსაფრთხოების სისტემა

„ანზენი“ - ეს სიტყვა იაპონურად უსაფრთხოებას ნიშნავს და ტოიოტას არსებობის პირველივე დღეებიდან მის ცენტრალურ ფასეულობას წარმოადგენს.

ტოიოტას მანქანები იწარმოება იმ რწმენით, რომ უსაფრთხოებაგაცილებით მეტია, ვიდრე ავტომობილის უბრალო მახასიათებელი, რადგან ის ადამინიანების სიცოცხლეს ეხება.

ისეთი შეჯახებები, რომლებიც სხეულის სერიოზულ დაზიანებას იწვევს, უმეტესად გამოწვეულია მძღოლის მხრიდან სიტუაციის არასწორი შეფასებით და/ან დაგვიანებული რეაქციით. ტოიოტამ შეიმუშავა უსაფრთხოების აქტიური ტექნოლოგიები, სახელად ტოიოტას უსაფრთხოების სისტემა (Toyota Safety Sense, ან TSS), რომელიც ეხმარება მძღოლებს გზებზე არსებული საშიშროებების აღქმასადა შეჯახებების თავიდან არიდებაში. მსოფლიოში უკვე 10-მა მილიონმა მომხმარებელმა აირჩია ტოიოტას უსაფრთხოების სისტემით აღჭურვილი ავტომობილები და ეს რიცხვი სწრაფად იზრდება.

2019 წლიდან, ეს ტექნოლოგია ჩვენს ბაზარზეც გამოჩნდა. ახალი თაობის კოროლა, ახალი თაობის RAV4, კამრის ჰიბრიდი, C-HR და LC 200 არის იმ მოდელების ჩამონათვალი, რომლებსაც გააჩნიათ ტოიოტას უსაფრთხოების სისტემით აღჭურვილი კომპლექტაცია.

ზუსტად როგორ მუშაობს ტოიოტას უსაფრთხოების სისტემა (TSS)? TSS არის ისეთი სისტემების კოლექტიური სახელი, რომლებიც მძღოლს მართვისას ეხმარება.

შეჯახების საწინააღმდეგო სისტემა (Pre-Collision System)

რა თქმა უნდა, არავის სურს ავტოავარიაში მოხვედრა. მაგრამ როდესაც ავარია ხდება, ტოიოტას სურვილია, მინიმუმამდე შეამციროს როგორც ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება, ასევე ავტომობილის დაზიანებით გამოწვეული ზარალი. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ტოიოტამშეიმუშავა შეჯახების საწინააღმდეგო სისტემა. თუ სისტემარადარის ტექნოლოგიისგამოყენებითდაასკვნის, რომ ავტომობილის წინა მხარეს არსებობს შეჯახების მაღალი ალბათობა, ის მოგცემთ გამაფრთხილებელ ნიშანს. გარკვეულ პირობებში, თუ სისტემა დაადგენს, რომ შეჯახება გარდაუვალია, ის თვითონ დაამუხრუჭებს და დაჭიმავს ავტომობილის ღვედებს.

როგორ მუშაობს სისტემა:

image

ზოლიდან გადასვლის საწინააღმდეგო გარფთხილების სისტემა (Lane Departure Alert)

ზოლიდან გადასვლის საწინააღმდეგო გაფრთხილების სისტემის მეშვეობით, თქვენი ტოიოტა შეგატყობინებთ, თუ ის დააფიქსირებს, რომ თქვენი ზოლის ფარგლებს გადაცდით. 50 კმ/სთ-ზე მაღალი სიჩქარით ისეთ გზაზე გადაადგილებისას, რომელსაც გააჩნია ზოლის მონიშვნა, სისტემა იყენებს სპეციალურ კამერას, რომელიც ცნობს ზოლის აღმნიშვნელ ხაზებს და ხვდება, თუ თქვენ მათ გადაუხვევთ. ამ დროს, ავტომობილი გაძლევთ ხმოვან შენიშვნას და ანთებს შესაბამის ნიშანს ხელსაწყოთა პანელზე.

როგორ მუშაობს სისტემა:

image

ავტომატური შორი განათება (Automatic High Beams)

ავტომატური შორი განათება წარმოადგენს უსაფრთხოების სისტემის ნაწილს, რომელიც მიზნად ისახავს ღამით ხილვადობის გაზრდას სხვა მძღოლებისთვის ხელის შეშლის გარეშე. ის ირთვება 40 კმ/სთ სიჩქარის გადაჭარბებისას. მანქანაში ჩამონტაჟებული კამერის მეშვეობით, ავტომატური შორი განათების სისტემა აფიქსირებს როგორც საპირისპირო მიმართულებით მომავალი ავტომობილების წინა ფარების სინათლეს, ასევე წინმავალი ავტომობილების უკანა გაბარიტული ფარების ნათებას და ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ავტომატურად რთავს ახლო თუ შორი განათების ფარებს. შორი განათების უფრო ხშირი და სწორი გამოყენებით, სისტემა მოგცემთ ქვეითად მოსიარულეების ან გზაზე არსებული დაბრკოლების ადრეული შემჩნევის საშუალებას.

როგორ მუშაობს სისტემა:

image

დინამიური კრუიზ-კონტროლი

ეს სისტემა იყენებს მილიმეტრულ ტალღათა დიაპაზონზე მომუშავე რადიოლოკაციურ სენსორს და ერთ-ლინზიან კამერას წინმავალი ავტომობილის დასაფიქსირებლად, ასევე მისი გადაადგილების სიჩქარის გამოსათვლელად. ამის შედეგად, ის არეგულირებს თქვენი ავტომობილის სიჩქარეს (წინასწარ მითითებულ ფარგლებში) და ამგვარად გეხმარებათ წინასწარ განსაზღვრული მანქანათაშორისი მანძილის დაცვაში. შემდგომში, მძღოლს შეუძლია ამ მანძილის რეგულირება საჭეზე დამონტაჟებული სამართავის მეშვეობით.

როგორ მუშაობს სისტემა:

image

ტოიოტაგვახსენებს, რომესუსაფრთხოებისსისტემა(Toyota Safety Sense) შექმნილიატარებისპროცესშიმძღოლისმხოლოდდასახმარებლადდაავტომობილისსრულყოფილადმართვამხოლოდადამიანსშეუძლია. თუმცა, მსგავსისისტემებინამდვილადგვიმარტივებსმართვისპროცესს.

ტოიოტას ჰიბრიდები

გარემოს დაცვასთან დაკავშირებული გამოწვევების საპასუხოდ, 1993 წლის გაზაფხულზე ტოიოტამ საკუთარ თავს გამორჩეულად რთული ამოცანა დაუსახა. ეს ამოცანა გულისხმობდა 21-ე საუკუნის ავტომობილის პროექტის შექმნას, რომელსაც იმავე კლასის ავტომობილებთან შედარებით ექნებოდა საწვავის მოხმარების ეკონომიურობის მინიმუმ ორჯერ უფრო მაღალი მაჩვენებელი, შემცირებული CO2-ის გამონაბოლქვი, სალონის მაქსიმალური სივრცე კომპაქტური დიზაინის პირობებში და დაიტევდა 5 ზრდასრულ ადამიანს.

განმეორებითი კვლევის შედეგად, 1995 წლის ივნისში ტოიოტამ გადაწყვიტა შიდაწვის ძრავისა და ელექტროძრავის ჰიბრიდული სისტემის შემუშავება. ორნახევარ წელიწადში, 1997 წლის დეკემბერში, ტოიოტამ თავისი ინოვაციური ჰიბრიდული ავტომობილი მსოფლიოს ახალი მოდელის, პრიუსის სახით წარუდგინა. ამით, ავტომობილის მართვის ძველი სტილი წარსულს ჩაბარდა.

როგორც ჰიბრიდული ტექნოლოგიების ლიდერი, ბოლო 20 წლის განმავლობაში ტოიოტა სრულყოფილებამდე ხვეწდა თავის ინოვაციურ, თვითდამუხტვად ჰიბრიდულ ავტომობილებს. ამის შედეგად, დღეს ტოიოტას გააჩნია მოდური, მოქნილი და ეფექტური ჰიბრიდული მოდელების უპრეცედენტო ასორტიმენტი, რომელიც ცხოვრების ნებისმიერ სტილს მოერგება. ამ დროის განმავლობაში, ტოიოტამ მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია ეფექტურობაში, საიმედოობასა და სიმძლავრეში. ამ შედეგების ფონზე, ტოიოტასმიმართ მძღოლების ნდობა მზარდია. 12 მილიონზე მეტი ადამიანი მთელს მსოფლიოში ირჩევს ტოიოტას ჰიბრიდს.

არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რაც ტოიოტას ჰიბრიდებს ასეთ მიმზიდველს ხდის მძღოლებისთვის:

საწვავის მოხმარების ეფექტურობის მაჩვენებელი

საწვავის მოხმარების ეფექტურობის მხრივ, ტოიოტას ჰიბრიდები თავიანთი კლასის ლიდერები არიან. მოკლე მანძილზე დაბალსიჩქარიანი მგზავრობისას, ან ისეთი გადაადგილებისას, რომელიც ხშირ დაძვრასა და გაჩერებას გულისხმობს, ჰიბრიდები საერთოდ არ მოიხმარენ საწვავს. ამის მიზეზი ისაა, რომ ისინი ხშირად მხოლოდ ელექტროძრავისა და ჰიბრიდული ბატარეის მეშვეობით გადაადგილდებიან.

ვინაიდან ტოიოტას ყველა ჰიბრიდი თვითდამუხტვადია, ისინი აღჭურვილია რეგენერაციული დამუხრუჭების ტექნოლოგიით, რაც ნიშნავს, რომ დამუხრუჭებისას ან დაღმართზე ინერციით მოძრაობისას წარმოქმნილი ელექტროენერგია ბატარეაში ინახება. ეს საგრძნობლად ზრდის იმ მანძილს, რომლის გავლასაც თქვენ მხოლოდ ელექტროძრავის მეშვეობით შეძლებთ, რაც თქვენს მგზავრობას უფრო ეკონომიურს ხდის. მაგალითისთვის, ქალაქში გადაადგილებისას, ენერგიის თითქმის ნახევარს ელექტროძრავა დამოუკიდებლად გამოიმუშავებს, რა დროსაც ავტომობილი საერთოდ არ მოიხმარს ბენზინს.
ამის შედეგად, 100 კილომეტრზე საწვავის მოხმარება სულ რაღაც 3.4 ლიტრს შეადგენს.

ჰიბრიდთან ერთად ცხოვრება უფრო მარტივია

ჰიბრიდული ავტომობილების ტექნოლოგიაში არაფერია განსაკუთრებულადრთული. სინამდვილეში, შესაძლოა ტოიოტას ჰიბრიდი კიდევ უფრო ადვილი სამართავიც იყოს, ვიდრე თქვენთვის ჩვეული ავტომობილი. ტოიოტას თვითდამუხტვადი ჰიბრიდული სისტემა საკუთარ თავს აკონტროლებს და შეუმჩნევლად ირჩევს უხმაურო ელექტროძრავას, მოქნილ ბენზინის ძრავას, ან ორივეს, იმ სიტუაციაში, როდესაც თქვენ სიმძლავრის ბიძგი გჭირდებათ. არავითარი ბერკეტები, ღილაკები, და გადამრთველები.

მეტიც, ყველა ტოიოტას ჰიბრიდი აღჭურვილია ავტომატური გადაცემათა კოლოფით, რაც ნიშნავს იმას, რომ თქვენ შეგიძლიათ გადართოთ სიჩქარის მცვლელი ბერკეტი მოძრაობის (Drive) პოზიციაში და მოემზადოთ მშვიდი და კომფორტული მგზავრობისათვის.

გონივრული სიმძლავრე, განურჩევლად იმისა თუ სად მიბრძანდებით.

image

სიმშვიდე, რომელიც მუდამ თქვენთან არის

ტოიოტას ჰიბრიდებში გამოყენებული ბატარეების ინოვაციური ტექნოლოგია შექმნილია იმისთვის, რომტოიოტას ბატარეებმა ავტომობილის სრული ექსპლუატაციის პერიოდის განმავლობაში შეძლონ მუშაობა. ვინაიდან ტოიოტას ჰიბრიდის ბატარეა თვითდამუხტვადია, ის არასდროს საჭიროებს გარეშე წყაროდან დამუხტვას. გარდა ამისა, ისეთი მექანიკური ელემენტები, როგორიცაა გადაბმულობა, ალტერნატორი და ელექტროსტარტერი, სრულად ამოღებულია ტოიოტას ავტომობილებიდან, რაც კიდევ უფრო ამცირებს სამომავლო გაუთვალისწინებელი ხარჯების რისკს. ასევე, ტოიოტას რეგენერაციული დამუხრუჭების ინოვაციური სისტემის ერთ-ერთი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ტოიოტას ჰიბრიდების სამუხრუჭე ხუნდების ცვეთა შემცირებულია, რის შედეგადაც მათი ტექმომსახურება 5 პროცენტამდე უფრო იაფი ჯდება.

ჰიბრიდი ყველასთვისაა

ტოიოტას ოფიციალური დილერები საქართველოში -- ტოიოტას ცენტრი თბილისი და ტოიოტას ცენტრი თეგეტა -- გთავაზობენ ხუთი განსხვავებული მოდელისგან შემდგარ ასორტიმენტს.განურჩევლად იმისა, თუ რომელი ავტომობილით მოიხიბლებით -- დინამიური C-HR ჰიბრიდული ქროსოვერით, მოდური კამრის ჰიბრიდით, სრული ამძრავი სისტემის მქონე RAV4 ჰიბრიდით, კოროლას ჰიბრიდული საქალაქო ავტომობილით, თუ მათ შორის ყველაზე ინოვაციური პრიუსით, ტოიოტას სწამს, რომ მას თქვენთვის საუკეთესო ჰიბრიდი ჰყავს.

0
32
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
32
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0