x
მეტი
  • 26.04.2019
  • სტატია:89128
  • ვიდეო:339512
  • სურათი:451578
სპარტაკი - მონათა დიდი აჯანყება

image

სპარტაკი იყო ყოფილი რომაელი მონა, რომელიც ძვ. წ. 74–71 წლებში ძველ რომში ხელმძღვანელობდა მონათა დიდ აჯანყებას. მან ძვ. წ. 74 წელს ლენტულუს ბატიატუსის გლადიატორთა სკოლაში შეთქმულებისათვის მზადება დაიწყო. შეთქმულები შეიარაღდნენ სამზარეულოს დანებით, შამფურებით და ცულებით. თუმცა შეთქმულებს შორის გამცემი აღმოჩნდა, ბატიატუსმა მოასწრო ზომების მიღება და კაპუის გარნიზონიდან დამხმარე ძალები გამოითხოვა. სკოლის ეზოში უთანასწორო ბრძოლა გაჩაღდა. მხოლოდ 78-მა გლადიატორმა შეძლო კაპუიდან გასვლა. სპარტაკმა აჯანყებულებთან ერთად ნეაპოლის მახლობლად ვეზუვის მთას შეაფარა თავი. მისი უახლოესი თანამებრძოლები გახდნენ ენომაი და კრიქსი. კაპუიდან სპარტაკის გასვლამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა კამპანიის მონებზე. მასთან თანდათან თავს იყრიდნენ გაქცეული მონები და გლადიატორები, რომელთა რიცხვმა დაახლოებით 20 ათასს მიაღწია.

0
106
1-ს მოსწონს
ავტორი:vako123
vako123
106
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0