x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134535
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508596
სტალინის აგარაკი სოჭში- ხალხის ლიდერის მოკრძალებული ცხოვრების მითები და ლეგენდები
image

სოჭში სტალინის აგარაკი სტუმრების ყურადღებას იზიდავს იმით, რომ ლიდერი იქ ბევრ დროს ატარებდ, რომელი ისტორიაც დღმდე ბუნდოვანია. სისხლიანი ბილიკი მის უკან, რეპრესიები, სიკვდილით დასჯა, საიდუმლო არქივები, ამაზე უამრავი ლეგენდებია.

სახლი, რომელიც სპეცილურად ლიდერისთვისაა აგებული, ამტკიცებს სტალინის იდუმალ პირად ცხოვრებას.

1930-იანი წლების ბოლოს, ანასტასია მიქოიანის რჩევით სტალინმა დაიწყო მკურნალობა. ეს იყო ბავშვობისას მიღებული ტრავმა, როდესაც ცხენების ეკიპაჟს შეეჯახა, მას მარცხენა ხელი და ყური დაუშავდა. აგარაკის წყალბადის სულფიდიანი წყალი მას დაეხმარა მკურნალობაში.

კოტეჯი, ზღვის დონიდან 160 მეტრის სიმაღლეზეა აგებული, სადაც ერთმანეთს ხვდება თბილი ზღვის და ცივი მთიანი ჰაერის ნაკადები. აქ ყველაფერი გაკეთდა ლიდერისთვის. კიბეც კი არ იყო მაღალი, რევმატიზმის მქონე იოსებ ბესარიონის ძისთვის უფრო ადვილი რომ ყოფილიყო ასვლა.imageimage


1940-იანი წლების ბოლოს დასრულდა კურორტის მშენებლობა, არქიტექტორებმა შესთავაზეს სტალინს ეზოს შუაგულში შადრევნის გაკეთება, თუმცა, ლიდერს არ მოეწონა ეს იდეა ძლიერი ხმაურის გამო, ამიტომ გადაწყვიტა ეზოში ყვავილების გაშენება.

აგარაკზე სტალინს ქონდა ტყვიაგაუმტარი დივანი მაღალი ზურგით, რათა, მოსალოდნელი ინციდენტისგან გადაერჩინათ.

მთის ბროლო ფანჯრებში სრული დასვენებისათვის.
ფანჯრის სარქველები სპეციალური დიზაინით, რომ ვერავის დაენახა ან არ შეეშვა შხამიანი გაზი.
აივანის მაღალი ტიხრები, რომ ლიდერი სხვისთვის უხილავი ყოფილიყო.imageimage

ხალიჩები ნაკლებად იყო ოთახებში, რათა, ბელადს მოახლოებული ადამიანის ნაბიჯების ხმა გაეგო.
აგარაკი დაშორებული იყო სხვა საცხოვრებელიდან, რათა შემთხვევით არავინ მოხვედრილიყო სტალინის პირისპირ. არსებობდა კოტეჯისკენ მიმავალი სამი გზა საფრთხის შემთხვევაში, რომ შEსაძლებელი ყოფილიყო გაქცევა.

არსებობდა სახლის საკეტების რთული სისტემა, რომ ადვილად არ გაეტეხათ.

ამ კოტეჯში ბედნიერება და სიხარული არ იყო. მწუხარება და შიში კი კედლებს ბევრი უნახავს.
როდესაც ლიდერისს უფროსი ვაჟი ომის დაწყებისას ტყვედ ჩავარდა, ამ დროს იაკობის მეუღლე და მისი 3 წლის შვილი აგარაკზე იმყოფებოდნენ. სტალინის ბრძანებით გოგონა, მისი შვილიშვილი, გადაეგზავნა ხალხის მტრების ბავშვთა სახლს, ხოლო, დედა ტყვეთა ბანაკში გააგზავნეს.image

კოტეჯში სტალინის მოჩვენების არსებობის შესახებ შეიძლება წაიკითხოთ მოჩვენებების საერთაშორისო რეესტრში. ამ აგარაკს ადგილი ჰქონდა რეესტრში.

ლეგენდა ამბობს, რომ ლიდერის გამოსახულება შეიძლება დაინახოთ თეთრ კიტელში ჩიბუხით ხელში. დიდი ბელადის აჩრდილს არ სურს დატოვოს კოტეჯი, სადაც გაატარა ბევრი დრო, განსაკუთრებით ბოლო წლებში.

.


0
165
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
165
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0